თემა, ზაანური თხის ჯიში
მარწყვი (ლათ. Fragaria) — მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა.
მარწყვი (ლათ. Fragaria) — მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია. საქართველოში ველურად იზრდება 3 სახეობა. ტყის მარწყვი (Fragaria vesca) ხარობს ტენიან და დაჩრდილულ ადგილებზე, ტყის პირებზე, მდელოებსა და ველობებზე. მწვანე მარწყვი (Fragaria viridis) ეტანება შედარებით მშრალ და ქვიან ადგილსამყოფელს; მუშკის მარწყვი (Fragaria moschata) კი მხოლოდ თბილ მიდამოებში იზრდება.
მარწყვს ამრავლებენ ჩითილით, სელექციურ მუშაობაში-თესლით. უმთავრესად მოჰყავთ ბაღის მარწყვი (Fragaria ananassa), რომელიც ველურად არ გვხვდება. სარგავად არჩევენ ნიადაგის სწორ ზედაპირს, ხოლო ნოტიო ადგილებში კვლებს აკეთებენ. მცენარეს რგავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, ნარგავს უხვად რწყავენ. მოსავალს იღებენ დარგვიდან ერთი წლის შემდეგ. საქართველოში — ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მოჰყავთ ბაღის მარწყვის მსხვილ-ნაყოფა ჯიში „კრასავიცა ზაგორია“. ნაყოფს იყენებენ ნედლად, გაყინულს და გადამუშავებულს (მურაბა, პასტილა, წვენი). მოსავლიანობა საშუალოდ 6-7 ტ/ჰა. ბაღის მარწყვის ძირითადი მავნებლებია ჟილო-მარწყვის ცხვირგრძელა. მარწყვის ნემატოდა, მარწყვის ტკიპა. დაავადებები — მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი, ფოთლის თეთრი და მურა ლაქიანობა.
ზაანური თხის ჯიში |
|
|
თემის ავტორი - admin  17-06-2020 23:06:29 |
 17-06-2020 23:06:29 | N1 | ||||||||||||
|
|
||||||||||||
პასუხი თემაზე მონიშნულის ციტირება |