ფერმერთა და მეწარმეთა სიანფორმაციო-სოციალური პორტალი გაიგე მეტი
X

    მოგესალმებათ ფერმერთა და აგრომეწარმეთა საინფორმაციო-სოციალური პორტალი Fermeri.ge

პორტალი ბიზნესზე და ბიზნესისათვის როგორც სოფლის მეურნეობის ასევე სამრეწველო და სამეწარმეო სექტორებში.
   პროექტის მიზანია, სოფლის მიეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული, საჭირო, ამავე დროს სასარგებლო ინფორმაციის ერთ სივრცეში აკუმულირება, რათა უზრუნველყოს რესურსის მომხმარებელთათვის ამ ინფორმაციის დროული და მარტივი ხელმისაწვდომობა, ამით კი ხელი შეუწყოს, საქართველოში ფერმერთა, აგრომეწარმეთა, ასევე გლეხური და პირადი დამხმარე მეურნეობების გაძლიერებასა და განვითარებას.
   დღეს საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ, მსოფლიო აგრარული ბაზარი განიცდის ბიოლოგიურად სუფთა და სასარგებლო პროდუქციის დეფიციტს. ხოლო მოთხოვნა ამ პროდუქტებზე მუდმივად მზარდია. ამასთანავე ცნობილია რომ, ეს (ბიო) პროდუქტები ბევრად უფრო ძვირი ღირს ვიდრე სხვა თანამედროვე (ქიმიო-ტექნოლოგიური) მეთოდით წარმოებული პროდუქცია. აქედან გამომდინარე ჩვენი პორტალი ასევე მიზნად ისახავს, საქართველოში ბიოპროდუქტების წარმოების მხარდაჭერასა და წახალისებას, აგეთვე ამ პროდუქციის პოპულარიზაციას ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ.
   ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა მაქსიმალურად ფენქციონალური, შინაარსობრივად საინტერესო, პროდუქტიული და მარტივად სამართავი საიტი.
   ქვემოთ მოცემულია იმ სერვისებისა და შესაძლებლობების ჩამონათვალი რომლებსაც გთავაზობთ ჩვენი პორტალი WWW.Fermeri.ge თქვენი ბიზნესისათვის.
 
1.მთავარი--ახალი ამბები, სტატიები. ინტერვიუ, განცხადებები, ფორუმის თემები, მათი მოკლე ანონსი მთავარ გვერდზე.
2.ახალი ამბები--ყველა სიახლე სასოფლო-სამეურნეო, სამეწარმეო, სამრეწველო დარგებში საქართველოსა და მსოფლიოში.
3.სტატიები--ინფორმაციული საბადო, სადაც მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები მისთვის ყველა საინტერესო თემაზე.
4.აგრობირჟა, განცხადებებ--უფასო განცხადებების ბირჟა მთელი საქართველოს მასშტაბით. ყიდვა, გაყიდვა, გაცვლა, მომსახურება, ვაკანსიები, ვიქირავებ, ვაქირავებ.

5.სავიზიტო ბარათები--მომხმარებლის პერსონალური სავიზიტო გვერდი, რომლის საშუალებითაც პოტენციური კლიენტი თუ კონტრაგენტი იღებს ინფორმაციას მეურნეობის ან საწარმოს საქმიანობის შესახებ.
6.ფორუმი--ფართო და თავისუფალი ინტერაქტიული სივრცე, უამრავი თემით, ინფორმაციის გაცვლის მოსახერხებელი ფორმატით.
7.ფერმერის მარკეტი--ფერმერთა და აგრომეწარმეთა მინი მაღაზიები.ფოტო მასალებით, პროდუქციის დეტალური აღწერით.
8.ბლოგი--ეს არის თქვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ინტერნეტ-ჟურნალი.

  ვაწარმოოთ საქართველოში, გავყიდოთ მთელს მსოფლიოში.


  
WWW.Fermeri.ge გისურვებთ წარმატებებს!  

ოფერტი

 საჯარო ოფერტის ხელშეკრულება 

სკ მუხლი 329. ოფერტის გაკეთება 
  

1. ძირითადი ტერმინები

 

   საიტის ადმინისტრაცია--ოფერენტი, მფლობელი ან მფლობელის ნდობით აღჭურვილი პირი, თანამშრომელი, საიტით სარგებლობის პირობებისა და წესების განმსაზღვრელი, მისი ფუნქციონირების მმართველი, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულების მაკონტროლებელი.

 
  მომხმარებელი--აქცეპტენტი, საიტის სერვისით მოსარგებლე, ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელმაც გაიარა რეგისტრაცია საიტზე, დადგენილი წესით.
 
  პერსონალური მონაცემები--სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, ნებაყოფლობით განთავსებადი მომხმარებლის მიერ საიტსე.
 
  საიტი--სერვისი, განთავსებული მისამართზე   http://
Fermeri.ge

 
  კონტენტი--ტექსტები, სტატიები, კომემტარები, განცხადებები, ტექსტური ბმულები, ფოტო, ვიდეო, ინფორმაცია, სავაჭრო ნიშნები, და სხვა ობიექტები ნებაყოფლობით განთავსებადი მომხმარებლის მიერ საიტზე.



2. ხელშეკრულების საგანი


  
  2.1 ეს დოკუმენტი არის საჯარო ოფერტის შემოთავაზება, ფიზიკური და იურიდიულ პირთა განუსაზღვრელი ჯგუფისთვის.
  
  2.2 საიტზე რეგისტრაციის გავლით მომხმარებელი ადასტურებს სრულ თანხმობას წინამდებარე ხეკშეკრულების პირობებზე.

  2.3 საიტზე რეგისტრაცის გავლით მომხმარებელი ადასტურებს რომ მას გააჩნია სრული უფლებამოსილება  მიიღოს და შეასრულოს ხელშეკრულების პირობები, ამასთანავე იღებს პასუხისმგებლობას  შესაძლო დარღვევებზე სერვისით სარგებლობის პროცესში.


  2.4 თუ მომხმარებელი არ ეთახმება ხელშეკრულების პირობებს, ამ შემთხვევაში მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სერვისით სარგებლობა და წაშალოს საკუთარი პროფილი საიტიდან.
  
  2.5 მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ გამოქვეყნებული კონტენტის შინაარსზე.       

  2.6 კონტენტის გამოქვეყნებით, მომხმარებელი, ანიჭებს წვდომის უფლებას სატის ყველა სხვა მომხმარებელს და სტუმარს, საკუთარ კონტენტზე.

 

 

3. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები


  3.1 რეგისტრაციის გავლისას მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს უტყუარი მონაცემები.
  
  3.2 მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, არ განათავსოს პროვოკაციული, შეურაცხმყოფელი, უხეში, აგრესიული ხასიათის, მოქმედი ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის, აგრეთვე მორალური და ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო, მათ შორის მესამე პირთა საავტორო უფლებების დამრღვევი შინაარსის კონტენტი.

  3.3 საიტზე განთავსებულ ყველა სახის კონტენტზე ვრცელდება და მოქმედებს საავტორო უფლებები. ყველა ნასესხებ მასალას უნდა მიეთითოს ავტორის სახელი. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას არ მიიწეროს ავტორობა სხვა პირთა ტექსტებზე და პუბლიკაციებზე.

  3.4 მომხმარებელი პასუხს აგებს ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე, ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

  3.5 საიტის ადმინისტრაცია იღებს ვალდებულუბას არ გაუმხილოს მესამე პირს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები. გარდა შემთხვევებისა რომლებიც გათვალისწინებულია ქვეყნის კანონმდებლობით და წინამდებარე ხელშეკრულების პირობებით.

  3.6 საიტის ადმინისტრაციას აქვს უფლება მაგრამ არ არის ვალდებული აწარმოოს მომხმარებელთა მიერ საიტზე განთავსებადი ტექსტების, სტატიების, კომენტარების, ფოტო, ვიდეო და ყველა სხვა მასალების მოდერაცია. 

  3.7 საიტის ადმინისტრაცია არ განიხილავს და არ აწესრიგებს საიტის მომხმარებელთა შორის წარმოქმნილ უთანხმოებებსა და კონფლიქტურ სიტუაციებს. ამასთანავე საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, დაბლოკოს კონკრეტული მომხმარებლის პროფილი, იმ შემთხვევაში თუ იგი მიიღებს სხვა მომხმარებელთაგან მოტივირებულ საჩივარს ამ მომხმარებლის არაკორექტული ქცევის შესახებ საიტზე.

  3.8 საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია წაშალოს მომხმარებლის ნებისმიერი კონტენტი წინასწარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე.

  3.9 საიტის ადმინისტრაცია არ აკონტროლებს საავტორო უფლებების დაცვას ინტელექტუალურ საკუთრებაზე და არ არის პასუხისმგებელი მომხმარებელთა მიერ ამ უფლებების დარღვევაზე.

  3.10 მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების პირობების ან მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, გადასცეს ამ მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაცია, IP ადრესი და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, დაინტერესებულ პირებს.

  3.11 საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეუჩეროს ან შეუწყვიტოს საიტზე წვდომა მომხმარებელს, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი რომ პერსონალური მონაცემები არ არის ჭეშმარიტი.

  3.12 საიტის ადმინისტრაცია აწარმოებს მომხმარებელთა ქმედებების მონიტორინგს და ანალიზს სერვისით სარგებლობისას, საიტის ფუნფციონალის გაუმჯობესების მიზნით.

  3.13 მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია დაბლოკოს ამ მომხმარებლის გვერდი.

  3.14 საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, დახუროს, შეაჩეროს, შეცვალოს საიტი ან მისი ნებისმიერი ნაწილი, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.



4.სხვა



  4.1 ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ საიტზე რეგისტრაციის გავლის თანავე და მოქმედებს  სერვისით სარგებლობის ბოლომდე.

  4.2 განათავსებს რა კონტენტს საიტზე, მომხმარებელი, იგი ადასტურებს, რომ ამით საიტს და საიტის ადმინისტრაციას უსასყიდლოდ ანიჭებს უფლებას: ჩვენების, შენახვის, არქივირების, პუბლიკაციის, გავრცელების, გამოქვეყნების. ასევე მას გადაეცემა უფლება: მოახდინოს ამ კონტენტის ღია დემონსტრაცია, თარგმა და სხვა ნებისმიერი სახით გამოყენება, მთლიანად ან ნაწილობრივ, დროისა და მოქმედების ადგილის შეუზღუდავად.

  4.3 წინამდებარე ხელშეკრულების აღიარებით, მომხმარებელი თანხმდება შემდეგს:
  -საიტზე კონტენტის განთავსებით მომხმარებელი არ ხდება საიტის თანაავტორი და შემდეგშიც უარს ამბობს ასეთ პრეტენზიაზე.
  --იმ შემთხვევაში თუ კონტენტი შექმნილია სპეციალურად საიტისათვის, ასეთ კონტენტზე განსაკუთრებული და ექსკლუზიურუ უფლება ეკუთვნის მომხმარებელს.
  
  4.4 საიტის მასალებზე, რესურსზე, მათ შორის კონტენტზე, წვდომა, მომხმარებელს ეძლევა მხოლოდ გაცნობისა და პირადი გამოყენებისათვის. წერილობითი თანხმობის გარეშე უფლებამოსილი პირისაგან,მომხმარებელს არ აქვს უფლება: გაავრცელოს, მოახდინოს საჯარო დემონსტრაცია, ან გამოიყენოს ყველა სხვა მიზნით საიტის მასალები.

  4.5 საიტის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული კონტენტის მთლიანობასა და უსაფრთხოებაზე.

  4.6 პირობები ქვეპუნქტების  4.2 ; 4.3, წინამდებარე ხელშეკრულებისა, რჩება ძალაში ამ ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგაც.

  4.7 ხელშეკრულების პირობების შეწყვეტის შემდეგაც, საიტის ადმინისტრაცია უვადოდ ინარჩუნებს ყველა მინიჭებულ უფლებებს კონტენტზე ყოველგვარი ფინანსური ვალდებულებების გარეშე მომხმარებლის წინაშე.

  4.8 ეს ხელშეკრულება არ ზღუდავს არც საიტის ადმინისტრაციას და არც მომხმარებელს, დადოს ანალოგიური ხელშეკრულება ნებისმიერ სხვა პირთან.

  4.9 მომხმარებელი თანხმდება რომ, დავის გაჩენის შემთხვევაში, მისი მოგვარება ხდება ქვეყნისა და საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმების თანახმად.

   ამით თქვენ პიტდაპირ და არაორაზროვნად აღიარებთ და თანხმდებით, რომ წაიკითხეთ ხელშეკრულების ტექსტი და გაიგეთ ყველა მოვალეობა, უფლება, ვადები და პირობები სერვისით სარგებლობისა.


  

                                          


იყავი საქმის კურსში
ლარის კურსი
საწვავის ფასი
სუპერი ecto100
სუპერი ecto
პრემიუმ ავანგარდი ecto
ევრო რეგულარი
ევრო დიზელი ecto
ბირჟა სასაქონლო ნედლეული

Цены на сырьевые товары от Investing.com Россия.
საზომი ერთეულების ცხრილი

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 ტონა გრძელი ევერდიუპოის
სისტემა
1016.047 კგ
1 ტონა მოკლე 907.185 კგ
1 ცენტნერი(გრძელი) 50.802 კგ
1 ცენტნერი(მოკლე) 45.359 კგ
1 ფუნტი 0.454 კგ
1 უნცია 28.3495 გრ
1 დრახმა 1.7718 გრ
1 გრანი 0.648 გრ
1 ტროას უნცია ტროას
სისტემა
31.1035 გრ
1 ტროას ფუნტი 373.2417 გრ
1 ტროას კარატი 0.205 გრ

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 კუბური მეტრი მეტრიკული
სისტემა
1000 ლ.
1 დეკალიტრი 10 ლ.
1 გექტოლიტრი 100 ლ.
1 კუბური ფუტი ამერიკული
სისტემა
28.3168 ლ.
1 კუბური იარდი 764.5546 ლ.
1 ბარელი 158.9872 ლ.
1 გალონი 3.7854 ლ.
1 ბარელი ამერიკული სისტემა
(ფხვიერი მასებისთვის)
115.627 ლ.
1 გალონი 4.4049 ლ.
1 ბუშელი 35.239 ლ.
1 ბარელი ბრიტანული სისტემა
(თხევადი და ფხვიერი
მასებისთვის)
163.65 ლ.
1 გალონი 4.5461 ლ.
1 ბუშელი 36.3688 ლ.

დასახელება (1 ბუშელი) კილოგრამი ევერდიუპოის
სისტემა
სოიოს მარცვალი, ხორბალი, ბარდა, კარტოფილი 27.216 60
ჭვავი, სიმინდი სელი, ფეტვი 25.4 56
ქერი, წიწიბურა 21.77 48
ქერი (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 22.68 50
შვრია (აშშ) 14.52 32
შვრია (კანადა) 15.52 34
შვრია (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 18.14 40
ბრინჯი (გაურჩეველი) 20.41 45
რაფსის თესლი 22.7 50