მოგესალმებათ ფერმერთა და აგრომეწარმეთა საინფორმაციო-სოციალური პორტალი Fermeri.ge
პორტალი ბიზნესზე და ბიზნესისათვის როგორც სოფლის მეურნეობის ასევე სამრეწველო და სამეწარმეო სექტორებში.
პროექტის მიზანია, სოფლის მიეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული, საჭირო, ამავე დროს სასარგებლო ინფორმაციის ერთ სივრცეში აკუმულირება, რათა უზრუნველყოს რესურსის მომხმარებელთათვის ამ ინფორმაციის დროული და მარტივი ხელმისაწვდომობა, ამით კი ხელი შეუწყოს, საქართველოში ფერმერთა, აგრომეწარმეთა, ასევე გლეხური და პირადი დამხმარე მეურნეობების გაძლიერებასა და განვითარებას.
დღეს საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ, მსოფლიო აგრარული ბაზარი განიცდის ბიოლოგიურად სუფთა და სასარგებლო პროდუქციის დეფიციტს. ხოლო მოთხოვნა ამ პროდუქტებზე მუდმივად მზარდია. ამასთანავე ცნობილია რომ, ეს (ბიო) პროდუქტები ბევრად უფრო ძვირი ღირს ვიდრე სხვა თანამედროვე (ქიმიო-ტექნოლოგიური) მეთოდით წარმოებული პროდუქცია. აქედან გამომდინარე ჩვენი პორტალი ასევე მიზნად ისახავს, საქართველოში ბიოპროდუქტების წარმოების მხარდაჭერასა და წახალისებას, აგეთვე ამ პროდუქციის პოპულარიზაციას ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ.
ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა მაქსიმალურად ფენქციონალური, შინაარსობრივად საინტერესო, პროდუქტიული და მარტივად სამართავი საიტი.
ქვემოთ მოცემულია იმ სერვისებისა და შესაძლებლობების ჩამონათვალი რომლებსაც გთავაზობთ ჩვენი პორტალი WWW.Fermeri.ge თქვენი ბიზნესისათვის.
1.მთავარი--ახალი ამბები, სტატიები. ინტერვიუ, განცხადებები, ფორუმის თემები, მათი მოკლე ანონსი მთავარ გვერდზე.
2.ახალი ამბები--ყველა სიახლე სასოფლო-სამეურნეო, სამეწარმეო, სამრეწველო დარგებში საქართველოსა და მსოფლიოში.
3.სტატიები--ინფორმაციული საბადო, სადაც მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები მისთვის ყველა საინტერესო თემაზე.
4.აგრობირჟა, განცხადებები--უფასო განცხადებების ბირჟა მთელი საქართველოს მასშტაბით. ყიდვა, გაყიდვა, გაცვლა, მომსახურება, ვაკანსიები, ვიქირავებ, ვაქირავებ.
5.სავიზიტო ბარათები--მომხმარებლის პერსონალური სავიზიტო გვერდი, რომლის საშუალებითაც პოტენციური კლიენტი თუ კონტრაგენტი იღებს ინფორმაციას მეურნეობის ან საწარმოს საქმიანობის შესახებ.
6.ფორუმი--ფართო და თავისუფალი ინტერაქტიული სივრცე, უამრავი თემით, ინფორმაციის გაცვლის მოსახერხებელი ფორმატით.
7.ფერმერის მარკეტი--ფერმერთა და აგრომეწარმეთა მინი მაღაზიები.ფოტო მასალებით, პროდუქციის დეტალური აღწერით.
8.ბლოგი--ეს არის თქვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ინტერნეტ-ჟურნალი.
ვაწარმოოთ საქართველოში, გავყიდოთ მთელს მსოფლიოში.
WWW.Fermeri.ge გისურვებთ წარმატებებს!
მოგესალმებათ Fermeri.Ge
გაცნობებთ რომ ამ ეტაპზე საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ფერმერთა და აგრომეწარმეთათვის, სარეკლამო ბანერები ჩვენს საიტზე, არის უფასო. გარდა ორი ცენტრალური ბანერისა რომლებზეც არაა დატანილი რიგითი ნომერი.
თქვენგან საჭიროა ამოირჩიოთ ბანერი, მოგვწეროთ ჩვენს ელ-ფოსტაზე admin@fermeri.ge სადაც უნდა მიუთითოთ:
1.სარეკლამო ბანერის № (ნომერი)
2.ფერმის, (მეურნეობის) საწარმოს მდებარეობა.
3.საქმიანობის სფერო.
ამის შემდეგ თქვენს ელ-ფოსტაზე მიიღებთ პასუხს. დადებითი პასუხის შემთხვევაში 5 სამუშაო დღის განმავლოაში თქვენ (დიზაინერმა) უნდა დაამზადოთ თქვენთვის სასურველი ბანერი png ან jpg ფორმატში. ხოლო ანიმაციური ბანერის შემთხვევაში, gif ფორმატი. (ზომები მითითებულია ბანერზე) და გამოგვოგზავნოთ ჩვენს ელ-ფოსტაზე.