მოგესალმებათ ფერმერთა და აგრომეწარმეთა საინფორმაციო-სოციალური პორტალი Fermeri.ge
პორტალი ბიზნესზე და ბიზნესისათვის როგორც სოფლის მეურნეობის ასევე სამრეწველო და სამეწარმეო სექტორებში.
პროექტის მიზანია, სოფლის მიეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული, საჭირო, ამავე დროს სასარგებლო ინფორმაციის ერთ სივრცეში აკუმულირება, რათა უზრუნველყოს რესურსის მომხმარებელთათვის ამ ინფორმაციის დროული და მარტივი ხელმისაწვდომობა, ამით კი ხელი შეუწყოს, საქართველოში ფერმერთა, აგრომეწარმეთა, ასევე გლეხური და პირადი დამხმარე მეურნეობების გაძლიერებასა და განვითარებას.
დღეს საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ, მსოფლიო აგრარული ბაზარი განიცდის ბიოლოგიურად სუფთა და სასარგებლო პროდუქციის დეფიციტს. ხოლო მოთხოვნა ამ პროდუქტებზე მუდმივად მზარდია. ამასთანავე ცნობილია რომ, ეს (ბიო) პროდუქტები ბევრად უფრო ძვირი ღირს ვიდრე სხვა თანამედროვე (ქიმიო-ტექნოლოგიური) მეთოდით წარმოებული პროდუქცია. აქედან გამომდინარე ჩვენი პორტალი ასევე მიზნად ისახავს, საქართველოში ბიოპროდუქტების წარმოების მხარდაჭერასა და წახალისებას, აგეთვე ამ პროდუქციის პოპულარიზაციას ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ.
ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა მაქსიმალურად ფენქციონალური, შინაარსობრივად საინტერესო, პროდუქტიული და მარტივად სამართავი საიტი.
ქვემოთ მოცემულია იმ სერვისებისა და შესაძლებლობების ჩამონათვალი რომლებსაც გთავაზობთ ჩვენი პორტალი WWW.Fermeri.ge თქვენი ბიზნესისათვის.
1.მთავარი--ახალი ამბები, სტატიები. ინტერვიუ, განცხადებები, ფორუმის თემები, მათი მოკლე ანონსი მთავარ გვერდზე.
2.ახალი ამბები--ყველა სიახლე სასოფლო-სამეურნეო, სამეწარმეო, სამრეწველო დარგებში საქართველოსა და მსოფლიოში.
3.სტატიები--ინფორმაციული საბადო, სადაც მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები მისთვის ყველა საინტერესო თემაზე.
4.აგრობირჟა, განცხადებები--უფასო განცხადებების ბირჟა მთელი საქართველოს მასშტაბით. ყიდვა, გაყიდვა, გაცვლა, მომსახურება, ვაკანსიები, ვიქირავებ, ვაქირავებ.
5.სავიზიტო ბარათები--მომხმარებლის პერსონალური სავიზიტო გვერდი, რომლის საშუალებითაც პოტენციური კლიენტი თუ კონტრაგენტი იღებს ინფორმაციას მეურნეობის ან საწარმოს საქმიანობის შესახებ.
6.ფორუმი--ფართო და თავისუფალი ინტერაქტიული სივრცე, უამრავი თემით, ინფორმაციის გაცვლის მოსახერხებელი ფორმატით.
7.ფერმერის მარკეტი--ფერმერთა და აგრომეწარმეთა მინი მაღაზიები.ფოტო მასალებით, პროდუქციის დეტალური აღწერით.
8.ბლოგი--ეს არის თქვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ინტერნეტ-ჟურნალი.
ვაწარმოოთ საქართველოში, გავყიდოთ მთელს მსოფლიოში.
WWW.Fermeri.ge გისურვებთ წარმატებებს!
თქვენ იმყოფებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა საინფორმაციო-სოციალურ პორტალზე Fermeri.ge
პორტალი Fermeri.ge არის ინტერნეტ პროექტი რომელიც მრავალ საინტერესო და სასარგებლო შესაძლებლობებს სთავაზობს სოფლის-მეურნეობის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც პროფესიონალ ფერმერებს, ასევე იურიდიულ პირებსა და მსხვილ კომპანიებს რომლებიც ეწევიან ფერმერულ ან გადმამუშავებელ-სამრეწველო ბიზნესს.
ამასთანავე ჩვენი პროექტის ძირითადი პრიორიტეტი და ორიენტირია მცირე და საშუალო ფერმერების, პირადი დამხმარე მეურნეობებისა და უბრალოდ სოფლის-მეურნეობით დაინტერესებული და ბუნებაზე შეყვარებული მეურნე ადამიანების წარმოჩენა, მათი ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, რამეთუ ეს არის ის კონტიგენტი რომელიც ქმნის, თუნდაც მცირე, მაგრამ ეკოლოგიურდ სუფთა პროდუქტს.
იმისათვის რომ თქვენ სრულფასოვნად შეძლოთ ჩვენს საიტზე შემოთავაზებული მომსახურებისა და შესაძლებლობების გამოყენება, გაიარეთ რეგისტრაცია საიტსე Fermeri.ge და უფასოდ ისარგებლეთ სერვისით!