ფერმერთა და მეწარმეთა სიანფორმაციო-სოციალური პორტალი გაიგე მეტი
X

 აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
   საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ. 
  

   წესები და პირობებიშეგახსენებთ რომ, თქვენს მიერ მომზადებული მასალა (სტსტია, ინტერვიუ, რეპორტაჟი) უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს,.........................................................................................................ასევე პორტალის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ წსებს.
   მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
  
 
 
 Fermeri.ge გისურვებთ წარმატებებს!
ცხვარი-მოშენება და მოვლა
ავტორი - admin
თარიღი  - 24-11-2020

                                               ცხვარი-ჯიშები, მოშენება, გამრავლება.
 

დღევანდელ საქრთველოს პირობებში აუცილებელია ფერმერული მეურნეობების განვითარება, რაშიც მეცხვარეობას შეუძლია დიდი წვლილი შიტანოს. ცხვრისგან შეიძლება მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი პროდუქტების მიღება როგორიცაა: ხორცი, რძე, ტყავი და მატყლი. აღსანისნავია რომ ცხვრის ბიზნესის დაწყება ბევრად ადვილია რადგან სხვა შინაურ პირუტყვთან შედარებით უფრო მცირე ზომისაა. ფერმერი რომელიც იწყებს ცხვრის მოშენებას, უნდა გაითვალისწინოს მთელი რიგი საკითხები, როგორიცაა: ცხვრის ჯიშის შერჩევა მოსაშენებლად, საზაფხულო და ზამთრის საძოვრების შესყიდვა ან იჯარით აღება, ფარეხის მოწყობა (ადგილის შერჩევა); საკვები ბაზის შექმნა, ვეტერინარული მომსახურება, აღწარმოების საკითხების მოგვარება, სანაშენე საქმის ორგანიზაცია, პროდუქციის გასაღება და მის შექმნაზე გაწეული დანახარჯების დაფარვა (რენტაბელობის დონის წინასწარი განჭვრეტა) და ა.შ.

ფარეხი

 


 მეცხვარეობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცხვრის ადგილსამყოფელის (ფარეხის) ასაშენებელი ადგილის სწორად შერჩევას, რადგან ამ საკითხის გადაწყვეტა გავლენას ახდენს მეცხვარეობის პროდუქციის წარმოების ეფექტურობაზე. ფარეხი უნდა მოეწყოს შემაღლებულ ადგილზე, ისე, რომ გაბატონებული ქარებისაგან იყოს დაცული. ბაკი აუცილებლად მზის მხარეს უნდა მდებარეობდეს. გარდა ამისა, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს გრუნტის წყლების სიახლოვეს. თუ გრუნტის წყლები ერთ მეტრზე ახლოსაა, ამ ადგილზე ფარეხის მშენებლობა ყოვლად დაუშვებელია. ცენტრალური გზიდან და საცხოვრებელი ადგილებიდან ფარეხი მოშორებით უნდა დაიდგას (500-800 მ.). ფარეხთან ახლოს უნდა მოეწყოს მწყემსთა სახლი და დამხმარე ნაგებობები (თივის შესანახი ფარდული, სასილოსე ტრანშეა და სხვ.). ფარეხის მშენებლობისას ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ცხვრის ყოველი სულის მოზარდეულისათვის საჭიროა 0,8 მ2 ფართობი, ხოლო ნერბისა და ვერძისათვის - 1,0-1,3 მ2. ფარეხის ნორმალური განათებისათვის აუცილებელია ფანჯრების ფართობი


შეადგენდეს იატაკის ფართობის 5-10%-ს. ვენტილაციისათვის საჭიროა გამწოვი მილები. ფარეხის წინ ბაკის (ეზო) მოწყობაა საჭირო, სადაც ცხვრის შენახვა ხდება კარგ ამინდებში. ფარეხთან ახლოს საბატკნეებია საჭირო სამ განყოფილებად: პირველი უფროსი ასაკის ბატკნებისათვის, მეორე საშუალო ასაკის და მესამე ქორფა ბატკნებისათვის. დაუშვებელია ბატკნის შენახვა მიწაზე. შუაში უნდა ამოიჭრას ორმო. ფართობი დაიქსელება ღარებით და თითოეული ღარი უერთდება ორმოს ზემოდან დალაგდება ხის ლატნები (გრძელი ძელები), ლატნებზე ფიჩხი, ხოლო ამ უკანასკნელზე ლერწამ-ლელის კონები მიჯრით. ბატკანი მიწას არ ეხება, არ ცივდება, შარდი კი ღარებით ჩაედინება ორმოში. ფარეხი უმჯობესია აიგოს რუსული П-ს ფორმის. ფერმერმა უნდა მოიმარაგოს გადასატანი ტიხარები, რაც დასჭირდება დოლის დროს საჩვილის (თბილანა ახალდაბადებული ბატკნებისათვის), სამშობიაროს, დადოლებული და დასადოლებელი ნერბების, ვერძების, დედალი და მამალი

 

თოხლების გამოსაყოფად. აგრეთვე საჭიროა


კორაკანების (გალიების) გაკეთება სიგანით - 0,7-0,8 მ, სიგრძით -1,0-1,2 მ და სიმაღლით - 1,5მ. აუცილებელია ყურადრება მიექცეს ფარეხის სისუფთავეს და სიმშრალეს, რომელშიც პირუტყვი თავისუფლად ისუნთქებს ჟანგბადით მდიდარ ჰაერს.

არკარი (არხარი)

არკარი (Ovis arcar) თანამედროვე ცხვრის წინაპარია, ბინადრობს შუა აზიის მთებში ასევე კამჩატკისა და ალიასკაზე. ეს არის ტანადი ცხოველი, მძლავრი რქებით, რომელიც ქმნის ორმაგ სპირალს. მატყლი უხეში და მოკლე აქვს, ფეხები მაგარი და კუნთოვანი.
მთელ მსოფლიოში უამრავი ცხვრის ჯიშია რომელთაგანაც უნდა ააირჩეს ის კონკრეტული წარმოების მიმართულება რომელიც თქვენ გსურთ, თუმცა მეცხვარეობის დაწყებისას უმჯობესია ადგილობრივი ჯიშებიდან აიირჩიოთ რადგან ისინი უკეთ არიან გარემო პირობებს შეგუებულები. უცხოეთში კომერციული მეცხოველეობის ზოგიერთი ჩვეულებრივი და პოპულარული ჯიშებია: კევიოტი - (Cheviot), სუფოლკი - (Suffolk), პოლფეი - (Polypay), იაკობი-(Jacob), ჰემფშირი - (Hampshire), (Katahdin) - კატადინი, (Merino)-მერინო, რამბულეტი - (Ramboullet), ბანური - (Bannur), სამხრეთული დაბალი - (South Down) და ა.შ. ქართული ცხვრის ჯიშები: თუშური ცხვარი,


იმერული ცხვარი, ნახევრად ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვარი, ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვარი.

თუშური ცხვარი

ის ერთ-ერთი უნიკალური, უხეშმატყლიანი, ცხვარია, მთიანი კავკასიისა და ამიერკავკასიის ჯიშებს შორის თავისი სახალიჩე მატყლისა და ხორცის საგემოვნო თვისებებით. თუშური ცხვარი ნახევრად დუმიანი ცხვრის ჯიშია. გამოყვანილია აღმოსავლეთ საქართველოს მომთაბარე მეურნეობის პირობებში მრავალწლიანი ხალხური სელექციით (XIII-XIV სს.) ძვ. ქართული ცხვრების შეჯვარებით სხვა უხეშმატყლიან ჯიშებთან. თუშური ცხვარი კომპაქტურია, მაგარი აღნაგობისაა, იტანს დიდ მანძილზე გადარეკვას, კარგად იკვებება მეჩხერ საძოვრებზე, კვების გაუმჯობესებით მკვეთრად მატულობს მისი მეხორცული და სამატყლე პროდუქტიულობა. ადრე მწიფდება, ნაკლებნაყოფიერია, აქვს მაღალი ხარისხის ხორცი და თეთრი, დრეკადი, ელასტიკური მბზინავი მატყლი, რომლისგანაც ქსოვენ უმაღლესი ხარისხის ხალიჩებს. თუშური ცხვრის ცოცხალი მასა: ერკემლისა 56-80 კგ, უდიდესი 90 კგ-მდე, ნერბისა 41-42 კგ. უდიდესი 60 კგ-მდე. წელიწადში ორჯერ პარსავენ. ერკემლის ნაპარსია 3-4 კგ,


უდიდესი 5,5 კგ-მდე. მატყლის კულულის სიგრძეა 11-17 სმ, უდიდესი 31 სმ. ეს აღმოსავლეთ საქართველოს მომთაბარული შენახვის სისტემის პირობებებში თუშურ ცხვარს ბადალი არ ჰყავს, და სხვა რაიონებში, სადაც ზაფხულის საძოვრებად დიდი კავკასიონის მასივები გამოიყენება, სწორედ ეს ჯიში უნდა მოშენდეს.

იმერული ცხვარი:

იმერული ცხვარი მეხორცულ-სამატყლო-მერძეული მიმართულებისაა. წარმოშობით ძველი ქართული, „არგონავტების დროინდელი“ წმინდამატყლიანი ცხვრის შთამომავალია. მკვლევართა აზრით, დღევანდელი სახით მისი ჩამოყალიბება მოხდა IV-VI საუკუნეებში. მისი დიდი მნიშვნელობა მის სწრაფ (4 თვის ასაკში) მომწიფებასა და მრავალნაყოფიერებაში მდგომარეობს. საუკუნეების მანძილზე ხალხური სელექცია მიმართული იყო 2 წელიწადში 5 დოლისა და მრავალნაყოფიერი თაობის მისაღებად. ახასიატებს პოლიესტრულობა ანუ შეუძლია გამრავლდეს წლის ყველა სეზონში. იმის გამო, რომ ადრეულია, პოლიესტრული და მრავალნაყოფიერი, თაობათა სწრაფი ბრუნვა ახასიათებს, მაგ. 3 წლის ერთი ნერბის შთამომავალი ხშირად 10-20 სულს აღწევს, ხოლო რეკორდული ნერბის


შთამომავლობამ 3½ წელში 76 სულს მიაღწია. 11-13 თვისა 2-5 ბატკანს იგებს, რომელთაგან 2-ს დაუხმარებლად ზრდის. ყოველ დადოლებაზე ნერბების საერთო რაოდენობის მხოლოდ 4% იგებს თითო ბატკანს, დანარჩენი 2-3-ს, შედარებით იშვიათად კი 4-6 ბატკანს. 6 თვის თოხლი წონით უკვე ზრდასრული ცხვრის 75%-ს აღწევს,— სქესობრივად მომწიფებულია; ხორცი გამოსავლიანია, საუკეთესო გემოსი, სპეციფიკური სუნი არ აქვს. თუმცა ტანად პატარაა, აქვს თხელი, წაგრძელებული სხეული, მოკლე კონუსისებრი კუდი, მაგარი კიდურები. უფრო ხშირად თეთრია, ზოგჯერ ჭრელი ან ფერადი. ნერბის ცოცხალი მასაა 29,2 (უდიდესი 39) კგ, ვერძისა 34,9 (უდიდესი 45) კგ. მატყლი წმინდა და გარდამავალბეწვიანია, რბილია. ნერბის კულულის სიგრძეა 13,3 სმ (თივთიკის სართული 10), ვერძისა 17,4 სმ (თივთიკის სართული 11,6). ნერბის ნაპარსია 1,53 კგ, ვერძისა 2,7 კგ. სოფლის გასადევრების შემცირების გამო იმერული ცხვრის არეალიც მცირდება. ამჟამად შემორჩენილია იმერეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, სვანეთში. უკანასკნელი 40 წლის მანძილზე დასავლეთ საქართველოში შეიყვანეს თუშური, ჰემფშინური, ყარაჩაული და სხვა ჯიშის ერკემლები, რამაც გააუარესა იმერული

ცხვრის ჯიშური თვისებები. ხალასჯიშიანების სულადობა შემცირებულია. დიდი მნიშვნელობა აქვს მისი უნიკალური გენოფონდის გამოყენებას ინდუსტრიულ მეცხვარეობაში. უპირატესად აშენებენ წვრილ საოჯახო მეურნეობებში. ბოლო წლებში ცალკეული მოყვარული მეცხვარეების ინტერესი ამ ჯიშისადმი საკმაოდ გაიზარდა და გურიასა და იმერეთში გვხვდება საკმაოდ მრავალრიცხოვანი (100 ნერბი და მეტი) ფარები.

ნახევრადნაზმატყლიანი  ცხიმკუდიანი ცხვარი

გამოყვანილია 1932-1948 წლებში საგარეჯოს რაიონის ,,უდაბნოს’’ მეცხვარეობის მეურნეობაში, პროფესორ არჩილ ნატროშვილის ხელმძრვანელობით მარტივი საახალჯიშო ჯვარული მოშენების მეთოდით, შეეჯვარა დედალი თუშურ და მამალი პრეკოსის ჯიშის ცხვარი. მსოფლიოში პირველად ამ ჯიშში დაირღვა გენეტიკური კორელაცია და ნახევრად ნაზი მატყლი ცხიმკუდიანთანაა შეთანაწყობილი, ამან ჯიშს მისცა საშუალება შეგუებოდა მომთაბარე პირობებს. შეჯვარება წარმართეს II და III თაობების სასურველი ტიპის (ერთგვაროვანი მატყლი, გრძელ ცხიმკუდთან შეხამებით) ცხოველების მიღებამდე, რომლებიც სათანადო


გადარჩევით ,,თავისში’’ მოაშენეს.

ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვარი

მიღებულია 1936-1958 წლებში დედოფლისწყაროს რაიონის ,,ელდაროს’’ მეურნეობაში ზოოტექნიკოს-სელექციონერის, ივანე ბაძოშვილის ხელმძღვანელობით, რთული საახალჯიშო ჯვარული მოშენების მეთოდით. ამ სელექციის მეთოდის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო სამი ჯიშის ცხვარმა. 1) დედალ თუშური 2) მამალი საბჭოური მერინოსი 3)მამალი კავკასიური ნაზმატყლიანი ცხვრი. მსოფლიო პრაქტიკაში მეორე შემთხვევაა (პირველად ეს მოხდა ქართული ნახევრად ნაზმატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვრის ჯიშის მაგალითზე), როდესაც დაირღვა გენეტიკური კორელაცია და ერთგვაროვანი მატყლი ცხიმკუდიანთანაა შეტანაწყობილი. შეჯვარება წარმართეს III და VI თაობების სასურველი ტიპის (ერთგვაროვანი მატყლის ცხიმკუდიანთან შერწყმით). ცხოველების მიღებამდე, რომრლბიც მიზანმიმარტული სელექციით თავისში მოაშენეს.

ლანოლინი

(ლათინური lāna "მატყლი" და oleum "ზეთი"), არის ზეთოვანი ნივთიერება, ის გამოიყენება მრავალი სილამაზის პროდუქტის წარმოებაში, მაგალითად, კანის


დამატენიანებელში. ლანოლინი და მისი ნაწარმი გამოიყენება ადამიანის კანის დაცვის, მკურნალობისა და გალამაზებისთვის. მისგან მიღებული ლანოლინის ნაწარმი ფართოდ გამოიყენება, როგორც მაღალი ღირებულების კოსმეტიკური საშუალებების ასევე კანის სამკურნალო პროდუქტების დასამზადებელი საშუალება. ისტორიულად, ბევრ ფარმაკოპეაში - (ბერძ. pharmakon წამალი და poieō ვაკეთებ, - ფარმაცევტების სახელმძღვანელო ოფიციალური კრებული, რომელშიც მოცემულია წამლების დამზადების, შემოწმების, შენახვის და სხვ. სავალდებულო წესები) ლანოლინი მოიხსენიებოდა როგორც მატყლის ცხიმი (adeps lanae), რადგან ლანოლინს არ აქვს გლიცერიდები (გლიცეროლის ეთერები), არ ითვლება ნამდვილი ცხიმად. ზოგადი სისუფთავის მოთხოვნების გარდა, ლანოლინი უნდა აკმაყოფილებდეს ოფიციალურ მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს პესტიციდების ნარჩენების დასაშვებ დოზაზე. რთული დამუშავების გზით ათავისუფლებენ მას ჟანგვის და გარემოს მინარევებისგან, რომლსაც გარდაქმნიან ძვირფასი ტიპის ლანოლინად, მასში შენარჩუნებულია მისი ეთერების ბუნებრივი მდგომარეობა, რის შედეგადაც წარმოიქმნება

თეთრი, უსუნო, ჰიპოალერგიული ლანოლინი. ლანოლინის სუფთა ტიპები იდეალურია დერმატოლოგიური აშლილობების მკურნალობებისთვის, როგორიცაა ეგზემა და ღია ჭრილობები. ლანოლინს რომელსაც ადამიანი იყენებს, იღებენ შინაური ცხვრის ჯიშებიდან, რომლებიც სამატყლე მიმართულებისაა. ცხვრის ზოგიერთი ჯიშები წარმოქმნის დიდ რაოდენობის ლანოლინს. მისი ფუნქცია ცხვრის კანის და მატყლის ჰიგიენის ასევე გარემოპირობებისგან დაცვაა. ლანოლინის ჰიდროფობურობა ანუ დაუსველებლობა ეხმარება ცხვარს ხშირი მატყლისდან (რომელსაც დიდი რაოდენობით ტენის შეკავება შეუძლია) წყლის მოშორებაში.

კვება

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზამთრის საძოვრები დაბალყუათიანია. აკადემიკოს აპოლონ კოზმანაშვილისა და დოცენტ ვლადიმერ შოშიაშვილის მიერ დადგენილ იქნა, რომ ზამთრის საძოვრებზე ცხვარი იკმაყოფილებს საკვებზე მოთხოვნილებას 33-34%-ით. ე.ი. ფაქტიურად შიმშილობს. ამიტომ, ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ერთ ჰა ზამთრის


საძოვარზე ძოვდეს ერთი სული ცხვარი. გარდა ამისა, მარაგის სახით უნდა იქონიოს, როგორც უხეში, ისე წვნიანი და კონცენტრიული საკვები, ერთ სულზე 120-130 კგ თივა, 25-30 კგ კონცენტრატი და 120-130 კგ სილოსი ან სენაჟი. რაც შეეხება, ზაფხულის საძოვრებს, როგორც დიდ, ისე მცირე კავკასიონზე, ბალახი გამოირჩევა მაღალყუათიანობით. აქ დამზადებული თივის კვებითი ღირებულება 0,5-0,6 ს.ე-ა. მწვანე მასის საჰექტარო მოსავლიანობა 2,0-2,5 ტონაა და შესაძლოა ერთ ჰა-ზე 4-5 ცხვრის იალაღობა. ერთ ჰა საზაფხულო საძოვარზე ცხვრით დატვირთვა იანგარიშება ფორმულით: სადაც O - ჰა საძოვარზე ცხვრის რაოდენობაა, G - მწვანე მასის მოსავლიანობა, M - ცხვრის მიერ საძოვრის მწვანე მასის გამოყენება %-ში (60%), K - ერთი ცხვრის მიერ შეჭმული ბალახის რაოდენობა (4-6 კგ), P - საძოვრის გამოყენების პერიოდი (120 დღე).

 ავტორი: დავით ცაცაბაშვილი
Fermeri.Ge ©



R E K L A M A
A-1

კომენტარები (0)
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება




მონიშნეთ, თქვენ არ ხართ რობოტი

X
კომენტარის დასამატებლად
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

მოამბე

დააფიქსირე საკუთარი აზრი
 Ñîçäàåì îïðîñ ñâîèìè ðóêàìè

რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას



R E K L A M A

ახალი თემები ფორუმზე

ბლოგებიდან

R E K L A M A



<< >>
  • კვ
  • ორ
  • სამ
  • ოთ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  •  
  •  
  •  
  •  


C-1 C-2 C-3 C-4 C-5 C-6 C-7 C-8 C-9 C-10 C-11 C-12 C-13 C-14 C-15 C-16 C-17 C-18 C-19 C-20 C-21 C-22 C-23 C-24 C-25 C-26 C-27 C-28

იყავი საქმის კურსში
ლარის კურსი
საწვავის ფასი
სუპერი ecto100
სუპერი ecto
პრემიუმ ავანგარდი ecto
ევრო რეგულარი
ევრო დიზელი ecto
ბირჟა სასაქონლო ნედლეული

Цены на сырьевые товары от Investing.com Россия.
საზომი ერთეულების ცხრილი

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 ტონა გრძელი ევერდიუპოის
სისტემა
1016.047 კგ
1 ტონა მოკლე 907.185 კგ
1 ცენტნერი(გრძელი) 50.802 კგ
1 ცენტნერი(მოკლე) 45.359 კგ
1 ფუნტი 0.454 კგ
1 უნცია 28.3495 გრ
1 დრახმა 1.7718 გრ
1 გრანი 0.648 გრ
1 ტროას უნცია ტროას
სისტემა
31.1035 გრ
1 ტროას ფუნტი 373.2417 გრ
1 ტროას კარატი 0.205 გრ

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 კუბური მეტრი მეტრიკული
სისტემა
1000 ლ.
1 დეკალიტრი 10 ლ.
1 გექტოლიტრი 100 ლ.
1 კუბური ფუტი ამერიკული
სისტემა
28.3168 ლ.
1 კუბური იარდი 764.5546 ლ.
1 ბარელი 158.9872 ლ.
1 გალონი 3.7854 ლ.
1 ბარელი ამერიკული სისტემა
(ფხვიერი მასებისთვის)
115.627 ლ.
1 გალონი 4.4049 ლ.
1 ბუშელი 35.239 ლ.
1 ბარელი ბრიტანული სისტემა
(თხევადი და ფხვიერი
მასებისთვის)
163.65 ლ.
1 გალონი 4.5461 ლ.
1 ბუშელი 36.3688 ლ.

დასახელება (1 ბუშელი) კილოგრამი ევერდიუპოის
სისტემა
სოიოს მარცვალი, ხორბალი, ბარდა, კარტოფილი 27.216 60
ჭვავი, სიმინდი სელი, ფეტვი 25.4 56
ქერი, წიწიბურა 21.77 48
ქერი (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 22.68 50
შვრია (აშშ) 14.52 32
შვრია (კანადა) 15.52 34
შვრია (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 18.14 40
ბრინჯი (გაურჩეველი) 20.41 45
რაფსის თესლი 22.7 50