აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ.
მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
თარიღი  - 27-11-2020
სახორცე საქონლის გამოზრდა ბაგური მეთოდით
ადამიანების უმრავლესობა, საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე, თუნდაც ერთხელ მაინც დაფიქრებულა. მაგრამ, რომელიმე დარგის ამორჩევა და მასში ინვესტიციის ჩადება, — ადვილი არ არის. თუმცა არის სფერო, რომელშიც დიდი კაპიტალდაბანდება საჭირო არ არის, მოგების მიღება კი, შედარებით, სწრაფად შეიძლება. ეს მეცხოველეობაში, ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესი — სახორცე საქონლის ბაგური მეთოდით გამოზრდა არის.
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
მეცხოველეობაში ბიზნესის წამოსაწყებად, საჭიროა დარგის შესაფერისი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ყველაზე მთავარი კი, — მიწა არის.
მიწის ნაკვეთი, რომელზეც ცხოველების სადგომი და დამხმარე ნაგებობების განთავსება მოხდება, იაფი უნდა იყოს. ამ საკითხის მოგვარების შემდეგ, ინვესტიციის ძირითადი ნაწილი ფერმის მშენებლობაზე და საქონლის შეძენაზე იხარჯება.
ჩვეულებრივ, ხბორების შეძენა 5-6 თვის ასაკში ხდება, ხოლო 14-18 თვის ზრდასრული კუროს მასა - 500-750 კგ-ს ფარგლებში
ფერმის შენობა კაპიტალური ნაგებობა უნდა იყოს, აგურის ან ბლოკის კედლებით და მყარი იატაკით (ბეტონი, დაპრესილი თიხა), რადგან ბაგური მეთოდთ გამოზრდისას, საქონელი გარეთ არ გაჰყავთ და მათი ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, პირდაპირ, ადგილზე ხდება. მყარი იატაკის დასუფთავება კი, ბევრად უფრო ადვილი და მოსახერხებელია.
საქონლის სადგომის გარდა, ასევე საჭიროა ადგილი, სადაც ცხოველებისთვის საკვების მომზადება მოხდება. იდეალურ შემთხვევაში, ეს ცალკე ნაგებობა ან ფერმის მიშენება უნდა იყოს... და საკვების მარაგის შენახვა, იქვე შეიძლება.
გარდა ამისა, 1 სული საქონელი, დღე-ღამეში, საშუალოდ, 40 კგ. ნარჩენს იძლევა (30 მყარი, 10 თხევადი სახით). შესაბამისად, საჭიროა ადგილი, სადაც ამ «საქონლის» გატანა და «დასაწყობება»მოხდება... დიახ, დიახ, «საქონლის», რადგან ნაკელი საუკეთესო სასუქია მცენარეებისთვის და მისი გაყიდვა აგროსამრეწველო საწარმოებში
რაც შეეხება ცხოველების სადგომს, ის თბილი და ყოველთვის მშრალი უნდა იყოს. ერთ ზრდასრულ ცხოველზე 6-10 მ/კვ თავისუფალი ადგილია საჭირო, ხბოზე — 3- მ/კვ. გამოცდილი ფერმერები, იმისთვის რომ, შენობაში ნესტი და სისველე არ იყოს, იატაკზე თივას ფენენ ან ხის ნახერხს ყრიან, თან ამ შემთხვევაში, ცხოველების სადგომების დასუფთავება ბევრად უფრო მატივია.
სიმშრალის და სისუფთავის გარდა, ფერმაში აუცილებლად უნდა იყოს კარგი ვენტილაცია და სადგომის განიავების შესაძლებლობა. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ორპირი ქარი ცხოველებისთვის არ შეიძლება. შენობის განიავება მხოლოდ მათი იქიდან გაყვანის შემდეგ შეიძლება, რაც იმას გულისხმობს, რომ კაპიტალური ნაგებობის გარდა, ფერმას აუცილებლად უნდა ჰქონდეს, მტკიცე ღობით შემოფარგლული საკარმიდამო ნაკვეთი, რომელშიც დღეში ერთხელ, ცხოველების გაყვანა მოხდება. ხოლო, თუ ცუდი ამინდია, შენობაში ჰაერის გაწმენდა ნაცრითაც შეიძლება. ნაცარი ამიაკს და სხვა მავნე აირებს იწოვს და მისი დაყრა პირდაპირ სავალ ნაწილზე შეიძლება.
შესაფერისი პირობების გარდა, იმისთვის რომ საქონელი ჯანმრთელი
ბიზნესის დადებითი მხარეები
სახორცე მესაქონლეობის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ დიდი სასტარტო კაპიტალის საჭიროება არ არსებობს. საკუთარი საქმის დასაწყებად, სულ 3-4 სული საქონელის შეძენც საკმარისია... და რადგან ბაზარზე, ხორცი ყოველთვის მოთხოვნადი პროდუქტია, ინვესტიციის სრულად ამოღება, 1,5-2 წელში არის შესაძლებელი. გარდა ამისა, თუ საქონლის სულადობა 10-ს არ აღემატება, ფერმერი საქმეს თავადაც აუვა, ხოლო დიდი ნახირის ყოლის შემთხვევაში, მხოლოდ 2-3 თანამშრომლის აყვანა იქნება საჭირო, რომლებსაც მხოლოდ ცხოველისთვის საკვების და წყლის მიწოდება და დასუფთავება დაევალებათ (ამ ბიზნესში, აქცენტი მხოლოდ კუროზე კეთდება და ფურის მოწველა საჭირო არ არის).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახორცე მიმართულების ბიზნესის წამოწყება, ამ სფეროდან საკმაოდ შორს მყოფ ადამიანსაც შეუძლია. თუმცა, წარმატების მიღწევა, შესაბამისი ცოდნის გარეშე, რთული იქნება, რადგან საქონლის წონა და ხორცის
კვება
საქონლის ძირითადი საკვები მარცვლეული და ბალახია. მარცვლეულით კვებისას, მასის მატება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ბალახით კვებისას, ხოლო ხორცი ნაზი და ცხომიანია (მარმარილოსებური). მაგრამ, ბალახით კვებასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები — მართალია, საქონელი წონაში ნელა იმატებს, მაგრამ ხორცი მჭლე და უფრო წვნიანი არის, შეიცავს დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინს, B6 ვიტამინს და ომეგა-3 მჟავებს.
მაგრამ, რადგან ამ ბიზნესში პრიორიტერი მაინც საქონლის წონაა და ცხოველების გამოსაკვებად, ძირითადად, მაინც მარცვლეულს იყენებენ.
მარცვლეული საქონელს ღერღილის სახით ეძლევა. ხოლო, დღიური რაციონი, ასაკის მიხედვით, ასეთია:
1,5 თვიდან - 3 თვემდე — 600 გრ.
6 თვემდე — 3,5 კგ.
12 თვემდე — 9 კგ.
18 თვემდე — 10-14 კგ.
ამ სისტემით კვების შემთხვევაში, ხბო 18 თვის ასაკისთვის, წონაში, საშუალოდ, 500 კგ-თი მატულობს. ხოლო, კარგი შედეგის მისაღებად,
ძირითადი საკვების გარდა, 6 თვის ასაკიდან, საქონელს სხვადასხვა სახი საკვები დანამატები ეძლევა: კარტოფილი, ჭარხალი (საკვები), სტაფილო (ბოსტნეული კარგად გარეცხილი, მოხარშული და დაჭყლეტილი უნდა იყოს), სილოსი, თივა, ნამჯა, მარილი, ცარცი, საკვები ფოსფატები და კონსერვატები. კვება 3-ჯერადი უნდა იყოს და საქონელს მუდმივად უნდა მიეწოდებოდეს წყალი, ან მასზე წვდომის შესაძლებლობა ყოველთვის უნდა ჰქონდეს.
აღნიშნული წესების და რაციონის დაცვის შემთხვევაში, ცხოველის მასა, დღე-ღამეში, მინიმუმ, 1 კგ-ით გაიზრდება.
ნაკლავის გამოსავალი
სახორცე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პროდუქტიულობა «ნაკლავის
ნაკლავის გამოსავლის გამოთვლა პროცენტებში ხდება და ის ნაკლავის მასის და საქონლის ცოცხალი წონის თანაფარდობით მიიღება. ზრდასრული ცხოველის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი, შეიძლება, 60-65% იყოს და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი სიდიდე არაერთ ფაქტორზე არის დამოკიდებული. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი საქონლის ჯიში, სქესი და კვების რაციონია.
რაც უფრო დიდი ჯიშის არის ცხოველი, მით უფრო მაღალია ნაკლავის გამოსავლის მაჩვენებელი. ერთი ჯიშის ცხოველებში, კურო ამ მხრივ, უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ფური. ხოლო, ბაგური წესით გამოზრდილი საქონლის ნაკლავის გამოსავალი, 10-15% აღემატება, იგივე ჯიშის, საძოვრებზე გაზრდილი ცხოველის ნაკლავის გამოსავალს.
დაბალი აქვს ეს მაჩვენებელი 4-5 თვის ხბოსაც, რადგან მას, სხეულთან შედარებით, დიდი
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნაკლავი მასის და გამოსავლის ძირითადი განმსაზღვრელი მაინც საქონლის ჯიშია და თავისებურებების მიუხედავად, რომელიც მათ ახასიათებთ, — ერთი რამ აერთიანებთ: კუროს კუნთოვანი მასა მხოლოდ 18 თვემდე ეზრდება. ამის შემდეგ, მის ადგილზე ზრდას, ცხიმოვანი ქსოვილის ფენა იწყებს და 1,5 წლის ასაკის შემდეგ, ცხოველის შენახავ, იმ იმედით, რომ ნაკლავის მასა გაიზრდება, აზრი არა აქვს.
Fermeri.Ge ©
კომენტარის დამატება
|
რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას