ფერმერთა და მეწარმეთა სიანფორმაციო-სოციალური პორტალი გაიგე მეტი
X

 აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
   საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ. 
  

   წესები და პირობებიშეგახსენებთ რომ, თქვენს მიერ მომზადებული მასალა (სტსტია, ინტერვიუ, რეპორტაჟი) უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს,.........................................................................................................ასევე პორტალის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ წსებს.
   მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
  
 
 
 Fermeri.ge გისურვებთ წარმატებებს!
მიკრომწვანილის წარმოება როგორც ბიზნესი
ავტორი - admin
თარიღი  - 09-12-2020

მიკრომწვანილის წარმოება როგორც ბიზნესი

HoReCa (ნიდ. hotel/restaurant/café – საკვების დამამზადებელ ინდუსტრიასთან დაკავშირებული ბიზნესი) სფეროში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავების შემდეგ, მიკრომწვანილი მტკიცედ შეიჭრა საბითუმო ბაზარზე და ქსელურ სუპერმარკეტებში და როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ამ, ჯერ-ჯერობით, სპეციფიკურ პროდუქტს საკუთარი მომხმარებელი უკვე ჰყავს. უპირველეს ყოვლისა, ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრე ადამიანები, ვეგეტარიანელები და ვეგანები არიან. გარდა ამისა, მიკრომწვანილმა უკვე არაერთი დიეტის რაციონშიც მოიკიდა ფეხი და ამ ბოლო დროს, მართალია იშვიათად (რაც რეკლამის ნაკლებობის ბრალია), თუმცა, ყურადღებას რიგითი მომხმარებელებიც აქცევენ, რადგან აღნიშნული პროდუქტის სასარგებლო თისებების შესახებ, სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს. შედეგად, ის, რაც თავდაპირველად, მორიგი გართობა იყო — მეტად ძლიერ ტრენდად ჩამოყალიბდა, რაც თავის მხრივ, მიკრომწვანილის წარმოებას, როგორც ბიზნესს ისე წარმოადგენს და თან, შორს მიმავალი პერსპექტივებით... მოკლედ რომ ვთქვათ, თუ


პროდუქტზე მოთხოვნა არსებობს, — არსებობს ფულის გამომუშავების შესაძლებლობაც! აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო მასშტაბით, ამ სეგმენტს ყურადშებას უკვე მსხვილი აგროჰოლდინგებიც აქცევენ. თუმცა, ექსპერტების აზრით, მეტად სპეციფიკური პროდუქტის გამო, მიკრომწვანილის წარმოება, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უფრო შესაფერისია, ვიდრე დიდი აგროკომპანიებისთვის.

რა არის მიკრომწვანილი და რა სარგებლობა მოაქვ მას

მიკრომწვანილი — ეს არის მწვანილის, ბოსტნეულის და მარცვლოვანი კულტურების ყლორტები, ორი ფოთლის ფაზაში. ამ პროდუქტში ათობით უფრო მეტი ვიტამინი და მიკროელემენტია, ვიდრე შესაბამისი ჯიშის, ზრდასრულ მცენარეში, ან მის ნაყოფში. ამასთან, კალორიულობა — მინიმალურია. ხოლო, მცენარის ყლორტს ისეთივე საგემოვნო თვისებები გააჩნია, როგორც ზრდასრულ მცენარეს ან მის ნაყოფს (მაგ., კომბოსტოს ყლორტს — კომბოსტოს გემო აქვს, ბოლოკის ყლორტს — ბოლოკის, სიმინდისას — სიმინდის...). ამიტომ, მას ცხელ კერძებში სანელებლების სახით იყენებენ, ხოლო სალათებში


—ინგრედიენტებად ხმარობენ. რაც შეეხება, პრეფიქს–«მიკრო», — ის სრულად შეეფერება პროდუქტის გარეგნობას და წარმოების ტექნოლოგიას: მოხმარებისთვის მზა პროდუქტის სიმაღლე — 10 სმ-ს არ აღემატება, მოსავლის მისაღებად კი, მხოლოდ 7-10 დღე არის საჭირო (ხან ცოტა მეტი, მცენარის სახეობას გააჩნია).

ორგანული ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციის გამო, მიკრომწვანილი ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ის აძლიერებს იმუნიტეტს. ხოლო, ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ახალგაზრდა ყლორტები შეიცავს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, მავნე ქოლესტერინის დონეს ამცირებს (შესაბამისად, მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი) და ორგანიზმს პათოლოგიური პროცესების განვითარებისგან იცავს.
მიკრომწვანილის წარმოების დადებითი და უარყოფითი მხარეები მიმზიდველი ამ ბიზნესში ის არის, რომ მაკრომწვანილის წარმოება, ჯერ-ჯერობით, კონკურენტული სფერო არ არის, რაც ბაზარზე თავის მარტივად დამკვიდრების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, ის მომგებიანი ბიზნესია და მისი უპირატესობა, სხვა აგროფერმებთან შედარებით, შემდეგ


ნიუანსებს მოიცავს:

I. მოსავლის მიღება მთელი წლის მანძილზე შეიძლება. ამასთან, სათბურის მოწყობა საჭირო არ არის, — საკმარისია მხოლოდ ოთახი, რომელიც კარგად ნიავდება.

II. მცირე ფართზე, დიდი მოსავლის მიღება შეიძლება.

III. მცენარის მოყვანის ტექნოლოგია მარტივი შესასწავლი არის — აღნიშნული ბიზნესის დასაწყებად, დარგის სპეციალისტთან მხოლოდ ერთი კონსულტაციაც საკმარისი იქნება.

IV. ნათესის სწრაფი განვითარება — მოსავლის მიღება, საშუალოდ, 2 კვირაში შეიძლება... და წლის მანძილზე, ათობით ასეთი ციკლი.

V. მიკრომწვანილს არ ესაჭიროება გადარგვა, აკვრა, გასხვლა და სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მორწყვის, განათების და ვენტილაციის სისტემა ავტომატიურად ფუნქციონირებს, წარმოების პროცესში, ადამიანის ჩართულობის საჭიროება აღარ არსებობს.

VI. ბიზნესის დასაწყებად დიდი საწყისი კაპიტალი საჭირო არ არის — მინი ფერმის მოსაწყობად, სავსებით საკმარისია 100-120 მ2 ფართობის შენობა-ნაგებობა, რომელშიც თაროები ვერტიკალურ იარუსებად იქნება განლაგებული. ხოლო, ინვესტიციის სრულად


ამოღება, მინიმუმ — 1 წელში მოხდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბიზნესის დაწყება, უფრო ნაკლები, მაგ., 20-25 მ2ფართობის აგროსაფერმერო მეურნეობითაც შეიძლება.

VII. მრავალფეროვანი ასორტიმენტი — ფერმაში ყველაფრის მოყვანა შეიძლება, ძაღლყურძენისებრთა ოჯახის მცენარეების (კარტოფილი, წიწაკა, პომიდორი, ბადრიჯანი) გარდა, რადგან ამ მცენარეების ყლორტებში მავნე ტოქსინებია. არ მოჰყავთ ამ ტიპის ფერმებში კიტრი, საზამთრო და ნესვი— მიზეზი ამ შემთხვევაში, ამ მცენარეების ყლორტების სიმწარეა.

   თითქოს და, ამდენი დადებითი მახასიათებლის ფონზე, ეს დარგი უნდა «ყვაოდეს»... მაგრამ, არა — როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქ კონკურენცია არ არის და ეს, გარკვეულწილად, იმ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რომლებსაც მიკრომწვანილის მწარმოებლები აწყდებიან. მათ შორის:

I. მიღებული პროდუქცია მალფუჭებადია —მისი რეალიზაცია, მოკრეფიდან, 3 დღის ვადაში უნდა მოხდეს. გარდა ამისა, პროდუქტი ძალიან მგრძნობიარეა გარემო ფაქტორებისადმი (შენახვის არასათანადო პირობებში, რეალიზაციისთვის გამზადებული პროდუქტი, შეიძლება, 1-2 დღეში


გაფუჭდეს).

II. მიწოდებასთან დაკავშირებული სირთულეები — კლიენტისთვის პროდუქტის მიწოდება ყოველდღიურად უნდა მოხდეს, შეკვეთა კი დიდი არასდროს არის. მაგ., მსხვილი რესტორნებიც კი, დღეში 1-2 კგ. მიკრომწვანილზე მეტს არ მოიხმარენ.

III. სტაბილური ბიზნეს მომხმარებლის არ არსებობა და რიგითი მოქალაქეებისთვის პროდუქტის ნაკლებად ცნობადობა.

მიკრომწვანილის მოყვანის ტექნოლოგია

 

 

დარგის სპეციალისტების გამოცდილებით, მიკრომწვანილს, ყლორტების განვითარებისთვის, შინაგანი რესურსი და მცირე ოდენობის ტენიც ჰყოფნის. ამიტომ, მის მოსაყვანად, განსაკუთრებული მოთხოვნილებები არ არსებობს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მცენარეს ტემპერატურის და ტენიანობის მიმართ, თავისი პრიორიტეტები გააჩნია და მნიშვნელოვანია მათ შორის ბალანსის დაცვა. მაგ., ოპტიმალური ტემპერატურა, რომელზეც ყველა მცენარე თავს კარგად გრძნობს, — 20-22 ºС -ია. აღნიშნული ტემპერატურის დაწევის შემთხვევაში, მცენარის ზრდის პროცესი


ნელდება, ხოლო აწევის შემთხვევაში — შეიძლება, დალპეს ან დაჭკნეს.
პატარა ზომის გამო, მოკრომწვანილი ვერ ასწრებს რაიმე სახის დაავადებით დაინფიცირებას. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსავლის აღების შემდეგ, კონტეინერი, რომლის გამოყენება ხელმეორედ იგეგმება, კარგად უნდა გაირეცხოს და მისი დეზიმფიცირება უნდა მოხდეს.

რაც შეეხება ტექნოლოგიას — მიკრომწვანილის მოყვანის 6 განსხვავებული ხერხი არსებობს:

1. გრუნტით. მცენარის დათესვა, ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, დეზიმფიცირებულ ტორფზე, ან მიწის და ქვიშის ნარევზე ხდება. სუბსტრატს კონტეინერებში 3-5 სმ. სისქის ფენად ანაწილებენ და შემდეგ თესავენ. ნათესის მაღალი სიმჭიდროვის გამო, გრუნტში საკვები ნივთიერებები სწრაფად ილევა და ამიტომ, სუბსტრატის გამოცვლა ყოველთვიურად არის საჭირო.

2. ნახერხით. მიკრომწვანილის გაზრდა ამ მეთოდით უფრო მოსახერხებელია, რადგან ყლორტები არ ჭუჭყიანდება და ინფიცირების რისკიც დაბალია. ჩვეულებრივ, ამისთვის წინა წლის მცირე ზომის ნახერხს მოიხმარენ. წყლის დაბალი დაგროვების უნარიანობის გამო, ნახერხზე დათესილ მცენარეს


ხშირი მორწყვა ესაჭიროება.

3. ბამბა ან მარლა. კონტეინერის ძირში, რომელშიც მცენარე უნდა დაითესოს, 1-2 სმ-ს სისქეზე, ფენენ ბამბას ან მარლას. ეს ქსოვილი ძალიან მალე შრება. ამიტომ, მასზე ამოსული მცენარეები ხშირ მორწყვას საჭიროებენ.

4. ქილა. ეს კარგი ხერხია მათთვის, ვინც არ იცის, თუ რითი დაიწყოს. ამ მეთოდის გამოყენებისას, თესლს წყლიან ქილაში ყრიან, ხოლო როდესაც მას ღივები გამოუვა, იქიდან იღებენ, რეცხავენ და ისევ ქილაში აბრუნებენ, ოღონდ, წყლის გარეშე. ქილას თავზე მარლას აკრავენ და გვერძე აწვენენ. ასე მიკრომწვანილი ძალიან სწრაფად იზრდება.

5. ჰიდროპონიკა. მეთოდი, მცენარეების დასათესად, სხვადასხვა სუბსტრატის გამოყენებას გულისხმობს — ეს შეიძლება იყოს გრუნტი, მინერალური მარლა (თბოიზოლაციის მარლა), პერლიტი, ქოქოსის ბოჭკო და სხვა. ხოლო, წყალი მცენარეს, რეცირკულაციის სისტემით მიეწოდება.

6. ჰიდროგელი. ეს ნივთიერება კარგად იწოვს და ინახავს წყალს. მას ჯერ წყლით ჟღენთავენ და კონტეინერებში ანაწილებენ. ხოლო, შემდეგ თესლს პირდაპირ ზედაპირზე ანაწილებენ და ზემოდან მცირეოდენ ჰიდროგელს


აფარებენ.

მიკრომწვანილის მოსაყვანად, საჭირო მოწყობილობის როგორც შეძენა, ისე საკუთარი ხელით დამზადება შეიძლება. თუმცა, უფრო მოსახერხებელია, მიკრომწვანილის ჰიდროპონიკის მეთოდით მოსაყვანი, მზა, მრავალიარუსიანი აპარატის გამოყენება.

გარდა ამისა, მწვანილის მოსაყვანად, აუცილებელია შემდეგი აღჭურვილობაც:

სავენტილაციო სისტემა;

ბაქტერიციდური ნათურა;

ჯუთის ხალიჩა;

თერმოჰიგრომეტრი;

სამგანყოფილებიანი ნიჟარა;

ხსნარის ანალიზატორი;

გამაგრილებელი კამერა და მაცივარი;

სავაჭრო და ლაბორატორიული სასწორი;

ხელთათმანები და სპეცტანსაცმელი;

ინსტრუმენტები (საცერი, მაკრატელი, პულვილიზატორი, სეკატორი).

ხოლო, ამ ყველაფრის და თესლის შესაძენად, დაახლოებით, 15 000 $ არის საჭირო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მცენარის თესლის დალბობის, გაღივების და ყლორტის ზრდის პერიოდი განსხვავებულია. მაგ.:

აზუკის ლობიოს თესლის დალბობის დრო — 8 სთ-ია. ხოლო, გასაღივებლად, მას 3-5 დღე ესაჭიროება;

ჯიჯლაყას(ამარანტის) თესლის დალბობის დრო — 4-6 სთ-ია, გაღივების — 2-3 დღე, ხოლო ზრდის


პერიოდი — 7-10 დღე არის.

რეჰანის თესლის დასალბობად 2-4 სთ-ი არის საჭირო, მცენარის გაზრდისთვის კი — 5-14 დღე.

ბარდა — 8 სთ. — 2-5 დღე — 12 დღე

მდოგვი — 8-12 სთ. — 4 დღე — 5-7 დღე

წიწიბურა — 2-4 სთ. — 12-24 სთ

კომბოსტო (ყველა სახის) — 6-12 სთ. — 3-5 დღე — 4-7 დღე

სამყურა — 4-6 სთ. — 4-5 დღე — 6-7 დღე

ქინძი — 8-12 სთ. — 4-6 დღე — 7-10 დღე

წიწმატი — 4-6 სთ. — 3-5 დღე — 5-7 დღე

სიმინდი — 12 სთ. — 2-3 დღე — 9-12 დღე

სელი — 5-7 სთ. — 3-4 დღე — 7-10 დღე

ხახვი (ყველა სახის) — 4-6 სთ. — 2-5 დღე — 7-14 დღე

იონჯა — 6-8 სთ. — 3-5 დღე — 5-7 დღე

მიზუნა — 4-8 სთ. — 5-14 დღე

მზესუმზირა — 2-8 სთ. — 24 სთ. — 10 დღე

წყვილმარცვალა — 6-8 სთ. — 1-2 დღე

ფეტვი — 8 სთ. — 2-3 დღე

ბოლოკი — 6-12 სთ. — 3-5 დღე — 6-7 დღე

არგულა — 8-10 სთ. — 7-10 დღე

ჭარხალი — 8-12 სთ. — 5-14 დღე

ნიახური — 12-24 სთ. — 14-21 დღე

სალათი — 4-6 სთ. — 10-14 დღე

სოიო — 10-12 სთ. — 3-4 დღე

ოსპი — 8-12 სთ. — 1-2 დღე — 9-12 დღე

ისპანახი, მჟაუნა — 4-8 სთ. — 3-6 დღე

მიკრომწვანილის მოყვანა რთული არ არის და შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მხოლოდ წესების დაცვა და პროცესისთვის თვალ-ყურის


დევნებაც საკმარისია.

ბიზნესის დაწყება და თანხის გამომუშავების შესაძლებლობა

თუ ბიზნესის დასაწყებად, საკუთრებაში, შესაფერისი ფართი არ გაგაჩნიათ, მისი დაქირავების შემთხვევაშიც კი, ეს ბიზნესი მომგებიანი იქნება. ხოლო, მოგების ოდენობა, საწყის კაპიტალზეა დამოკიდებული.
მაგ., უხეში გამოთვლებით, როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, 2 500 $ ინვესტიციის შემთხვევაში (ამ თანხით ბიზნესის დაწყებისთვის, შენობა-ნაგებობის ფართობი, მინიმუმ, 25 მ2უნდა იყოს), თვეში 500-600 შეფუთვა (საშუალო მასა, 40-50 გრ.) მიკრომწვანილის მიღება შეიძლება, რაც დღეს ბაზარზე არსებული ფასის მიხედვით, დაახლოებით,  600-700 დოლარის ღირებულების საქონელია.
   ამრიგად, მიკრომწვანილის წარმოება ნამდვილად მომგებიანი ბიზნესია. თუმცა, ამ ეტაპზე, ის მთლიანად საბითუმო კლიენტების რაოდენობაზე არის დამოკიდებული და ამიტომ, ბიზნესის წამოწყების წინ, ჯერ მომხმარებლის მოძიება და კონტრაქტების გაფორმება არის საჭირო.

 Fermeri.Ge ©



R E K L A M A
A-1

კომენტარები (0)
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება




მონიშნეთ, თქვენ არ ხართ რობოტი

X
კომენტარის დასამატებლად
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

მოამბე

დააფიქსირე საკუთარი აზრი
 Ñîçäàåì îïðîñ ñâîèìè ðóêàìè

რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას



R E K L A M A

ახალი თემები ფორუმზე

ბლოგებიდან

R E K L A M A



<< >>
  • კვ
  • ორ
  • სამ
  • ოთ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  •  
  •  
  •  
  •  


C-1 C-2 C-3 C-4 C-5 C-6 C-7 C-8 C-9 C-10 C-11 C-12 C-13 C-14 C-15 C-16 C-17 C-18 C-19 C-20 C-21 C-22 C-23 C-24 C-25 C-26 C-27 C-28

იყავი საქმის კურსში
ლარის კურსი
საწვავის ფასი
სუპერი ecto100
სუპერი ecto
პრემიუმ ავანგარდი ecto
ევრო რეგულარი
ევრო დიზელი ecto
ბირჟა სასაქონლო ნედლეული

Цены на сырьевые товары от Investing.com Россия.
საზომი ერთეულების ცხრილი

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 ტონა გრძელი ევერდიუპოის
სისტემა
1016.047 კგ
1 ტონა მოკლე 907.185 კგ
1 ცენტნერი(გრძელი) 50.802 კგ
1 ცენტნერი(მოკლე) 45.359 კგ
1 ფუნტი 0.454 კგ
1 უნცია 28.3495 გრ
1 დრახმა 1.7718 გრ
1 გრანი 0.648 გრ
1 ტროას უნცია ტროას
სისტემა
31.1035 გრ
1 ტროას ფუნტი 373.2417 გრ
1 ტროას კარატი 0.205 გრ

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 კუბური მეტრი მეტრიკული
სისტემა
1000 ლ.
1 დეკალიტრი 10 ლ.
1 გექტოლიტრი 100 ლ.
1 კუბური ფუტი ამერიკული
სისტემა
28.3168 ლ.
1 კუბური იარდი 764.5546 ლ.
1 ბარელი 158.9872 ლ.
1 გალონი 3.7854 ლ.
1 ბარელი ამერიკული სისტემა
(ფხვიერი მასებისთვის)
115.627 ლ.
1 გალონი 4.4049 ლ.
1 ბუშელი 35.239 ლ.
1 ბარელი ბრიტანული სისტემა
(თხევადი და ფხვიერი
მასებისთვის)
163.65 ლ.
1 გალონი 4.5461 ლ.
1 ბუშელი 36.3688 ლ.

დასახელება (1 ბუშელი) კილოგრამი ევერდიუპოის
სისტემა
სოიოს მარცვალი, ხორბალი, ბარდა, კარტოფილი 27.216 60
ჭვავი, სიმინდი სელი, ფეტვი 25.4 56
ქერი, წიწიბურა 21.77 48
ქერი (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 22.68 50
შვრია (აშშ) 14.52 32
შვრია (კანადა) 15.52 34
შვრია (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 18.14 40
ბრინჯი (გაურჩეველი) 20.41 45
რაფსის თესლი 22.7 50