აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ.
მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
თარიღი  - 18-01-2021
სტაფილოს თესვა, მოვლა, მოყვანა
უცნაური ბოსტნეული, თუ ხილი?
სტაფილოს, ჩვენთან, ერთ ჩვეულებრივ ბოდტნეულად მიიჩნევენ, თუმცა, სინამდვილეში, ეს ასე არ არის:
ევროპის ქვეყნებში, 1991 წელს, სტაფილო ხილად აღიარეს. ამის მიზეზი კი კანონი გახდა, რომლის მიხედვით, ევროპის ქვეყნებში მურაბის მოხარშვა მხოლოდ ხილიდან შეიძლება. ხოლო, პორტუგალია სტაფილოს უგემრიელეს მურაბას აწარმოებს და მის ექსპორტირებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანში ახდენს. ასე, რომ, ევროპაში სტაფილო — ხილია!
სხვა ბოსტნეულისგან განსხვავებით, რომელსაც ორგანიზმისთვის სარგებელი უმი სახით მოაქვს, სტაფილო უფრო სასარგებლო, თერმული დამუშავების შემდეგ ხდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ხარშვის დროს, მისი ხისტი უჯრედოვანი სტრუქტურის დაშლა და ბეტა-კაროტინის გამოთავისუფლება ხდება.
სტაფილოს ხშირად და დიდი რაოდენობის მოხმარების შემთხვევაში, მას კანის ფერის შეცვლა შეუძლია — კანი მოყვითალო-ნარინჯისფერ
ამ ბოსტნეულს საკუთარი დედაქალაქიც კი აქვს. ყოველწლიურად, ჰოტვილში (კალიფორნია, აშშ) თებერვლის თვეში, სტაფილოს ფესტივალი იმართება, რომელიც 1 კვირის მანძილზე გრძელდება. იქ ფერმერებს საკუთარი პროდუქციის დემონსტრირება, ხოლო მოქალაქეებს კულინარიულ შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ. ყველა კერძის ერთ-ერთი ინგრედიენტი, რა თქმა უნდა, სტაფილო არის. გარდა ამისა, ეწყობა სპორტული შეჯიბრებები, რომელშიც ბოსტნეული სპორტული ინვენტარის ნაცვლად გამოიყენება (მაგ., სტაფილოთი სავსე ტომრებით სირბილი).
სტაფილო გინესის რეკორდების წიგნში რამდენჯერმე მოხვდა: ყველაზე გრძელი სტაფილო, რომლის სიგრძე 5,84 მ-ს შეადგენდა, სამხრეთ უელსში (დიდი ბრიტანეთი) მოიყვანეს. ხოლო, წონის მიხედვით, რეკორდი პირველად 1988 წ. ალასკაზე დაფიქსირდა. ამერიკელმა ფერმერმა სტაფილო «გამოზარდა», რომელიც 8,61 კგ-ს იწონიდა. 2014 წლის ახალი რეკორდი ბრიტანელმა ფერმერებმა დაამყარეს. სტაფილოს წონა, ამ შემთხვევაში, 9,1 კგ-ს შეადგენდა. ხოლო, 2017 წ. ეს რეკორდი, ისევ ბრიტანელმა ფერმერმა გააუმჯობესა. მის მიერ მოყვანილი სტაფილო 10 კგ-ს
შეიძლება, დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ სტაფილოთი ნავთობის ჩანაცვლება შეიძლება... 2007 წელს ბრიტანელმა მეცნიერებმა დევიდ ჰეპვორტმა და ერიკ კიტმა, სტაფილოს საფუძველზე, ბიოლოგიური და მაღალტექნოლოგიური მატერია — Curran-ი შექმნეს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულია. მისგან შეიძლ სნოუბორდების, საავტომობილოკომპონენტების და საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება. სტაფილოს შეუძლია ნახშირბადის ბოჭკოვანის ჩანაცვლება და ნავთობის მოხმარების შემცირება წარმოებაში.
სტაფილოს შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
სტაფილო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტია, რომლის ნახვა ნებისმიერი ოჯახის კვების რაციონში შეიძლება. ამასთან, ის ორგანიზმის მკვებავი ნივთიერებების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
სტაფილოს შემადგენლობაში 85% წყალია, დარჩენილი 15 პროცენტი კი, შემდეგ კომპონენტებს შეიცავს:
კაროტინი — ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ის А ვიტამინად გარდაიქმნება.
ბეტა -კაროტინი — განსაზღვრავს სტაფილოს ფერს, რაც უფრო მუქია სტაფილო, მით უფრო დიდია
ბიოტინი — ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი, რომელიც უჯრედის განახლებას უზრუნველყოფს და ორგანიზმში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ამინომჟავების და ცილების მეტაბოლიზმის პროცესში მონაწილეობს.
პანტოთენის და ფოლიუმის მჟავები — ახასიათებს ანტიანემიური და ანტიდერმატული თვისებები.
С, В1, В2, В3, Е, К დ РP ჯგუფის ვიტამინები — ორგანიზმში მიმდინარე უამრავ პროცესში მონაწილეობენ.
ფიტოციდები — ნატურალური ანტიბიოტიკი, რომელიც ხედს უშლის პათოლოგიური ბაქტერიების ზრდა-გამრავლებას.
ეთერზეთები — აქვს ანტიოქსიდანტური და სისმსვნური უჯრედების საწინააღმდეგო აქტივობის უნარი.
მინერალები: კალიუმი, მაგნიუმი, თუთია, კალციუმი და იოდი — ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტები.
და ეს სტაფილოს შემადგენლობაში, არსებული ღირებული ნივთიერებების სრული ჩამონათვალი არ
სტაფილოს გავლენა ადამიანის ორგანიზმზე
ძველი ბერძნები სტაფილოს უებარ წამლად მიიჩნევდნენ და მას თითქმის ყველა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. თანამედროვე დიეტოლოგიაში კი, ეს ბოსტნეული, დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერების და დაბალკალორიულობის გამო (100 გრ. — 35 კკალ), ყველაზე სასარგებლო პროდუქტების სიაში, ერთ-ერთი პირველია.
სტაფილოს გააჩნია შარდმდენი და საფაღარათო თვისებები. ამიტომ, მისი ხშირი მოხმარება რეკომენდირებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც პრობლემები აქვს საჭმლის მონელებასთან და კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
სტაფილო სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, რაც თავის მხრივ, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
სტაფილო ამცირებს ორგანიზმში სიმსივნის განვითარების რისკს (ფილტვის კიბო - 40%, სწორი ნაწლავის კიბო - 24 %, მკერდის კიბო - 8%).
სტაფილო დადებითად მოქმედებს მხედველობის ორგანოების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, აძლიერებს კბილებს და ღრძილებს. ის არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და ორგანიზმს
სტაფილო აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას.
ამდენი დადებითი თვისების მიუხედავად, სტაფილოს დიდი რაოდენობით მოხმარება არ შეიძლება. ხოლო, მის შემადგენლობაში შემავალი კაროტინოიდები მხოლოდ ცხიებში იხსნება. ამიტომ, თერმულ დამუშავებასთან ერთად, სტაფილოს მირთმევა არაჟანთან ან მცენარეული ცხიმების შემცველ პროდუქტთან ერთად არის რეკომენდირებული.
სტაფილო მსოფლიო ბაზარზე
ბუნებაში სტაფილოს 60-მდე სახეობაა ცნობილი. მათ შორის, ყველაზე მეტად გავრცელებული ორწლოვანი მცენარე — კულტურული სტაფილო (ლათ. Daucus sativus, Daucus carota) არის. სტაფილო პირველ წელს ფოთლებს და ძირხვენას ივითარებს, მეორე წელს კი — საყვავილე ღეროს.
სტაფილოს კულტივირება 4 ათასი წლის წინ დაიწყო. სავარაუდოდ, მისი სამშობლო ავღანეთია, სადაც დღემდე, სტაფილოს ყველაზე მეტი სახეობა იზრდება.
თავდაპირველად სტაფილო იასამნისფერი იყო და ის სურნელოვანი თესლის და ლამაზი
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წელიწადში, 1 ადამიანი, დაახლოებით, 6-10 კგ. სტაფილოს მოიხმარს. ხოლო, მოსავლიანობა 1 ჰა-ზე, დაახლოებით, 20-25 ტონას შეადგენს. თუმცა, არის ქვეყნები, სადაც ეს მონაცემი, — თითქმის, ორმაგია.
ბოსტნეულის მსოფლიო ბაზარზე, სტაფილო, ეკონომიკურად, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მომგებიან ბოსტნეულად ითვლება. 2019 წლის მონაცემებით, «სტაფილოს და ბოლოკის» (ცალკე სტაფილოს მონაცემის დაფიქსირება არ ხდება) საექსპორტო ღირებულებამ ჯამურად 1,44 მლრდ დოლარი შეადგინა. ხოლო, სტაფილოს ძირითადი ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში ჩინეთი (25 %), ნიდერლანდები (14,3 %), აშშ (8,32 %), ესპანეთი (4,87%) და ბელგია (4,87%) შედის.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან წელიწადში, საშუალოდ, 1-დან — 5 ათას ტონამდე სტაფილო იწარმოება, რაც 3 716 900 მოსახლეობაზე (მოსახლეობის რიცხოვნობა, 2020
«მესტაფილეობა», როგორც ბიზნესი
სტაფილო ყველასთვის ცნობილი და შეუცვლელი პროდუქტია და მასზე მოთხოვნა მთელი წლის მანძილზე არსებობს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ სოფლის მეურნეობაში ეს მცენარე სტაბილური შემოსავლის მიღების წყაროდ არის მიჩნეული. ხოლო, იმისთვის, რომ სტაფილოს მოყვანა ბიზნესად იქცეს, ასობით ჰექტარი მიწის ფართობი საჭირო არ არის — თანამედროვე ტექნოლოგიები, პატარა ზომის მიწის ნაკვეთზე, საკმაოდ დიდი მოსავლის მიღების საშუალებას იძლევა და საწყის ეტაპზე, 3 ჰა მიწის ფართობი სავსებით საკმარისია.
1. სტაფილოს მოყვანის ტექნოლოგია
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიზნესის დასაწყებად, დიდი მიწის ნაკვეთი საჭირო არ არის, ხოლო ბიზნესისთვის აუცილებელი ტექნიკის საჭიროებას, მიწის ფართობი განსაზღვრავს. ერთ შემთხვევაში, ეს შეიძლება ტრაქტორი, კომბაინი და სატვირთო მანქანა იყოს. ხოლო, მეორე შემთხვევაში — მოტობლოკი, მიწის საჭრელი მოწყობილობა და ნებისმიერი სახის
მიუხედავად იმისა, მიწა დიდია თუ პატარა, მასზე აუცილებლად უნდა იყოს სარწყავი სისტემა.
სამეურნეო ტექნიკის სახეობის გარდა, მიწის ფართობზე არის დამოკიდებული დამხმარე პერსონალის რაოდენობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსავლის აღება ტექნიკის გამოყენებით ხდება, მას დახარისხება და დაბინავება ესაჭიროება, რაც დამხმარე მუშა-ხელის გარეშე შეუძლებელია.
დამხმარე პერსონალის დაქირავება საჭიროა ნათესების გამარგვლის დროსაც, რადგან სტაფილოს, სარეველა მცენარეებთან მეზობლობა, ძალიან არ უყვარს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამხმარე პერსონალის საჭიროება სეზონურად ხდება და ამიტომ, მათთვის ხელფასის გადახდა მთელი წლის მანძილზე საჭირო არ არის.
მავნებლებიდან, სტაფილოს ყველაზე მეტ ზიანს
I. ნათესების მორწყვა კალიუმის პერმანგანატის (ე. წ. მარგანცოვკა) სუსტი ხსნარით (1 გრ. ფხვნილი გაზავებული 10 ლ. წყალში)
II. ნათესების მორწყვა ამიაკის ხსნარით (50-80 მლ. ნიშადურის სპირტი გაზავებული 10 ლ. წყალში).
მოსავლის შეწამვლა, აღნიშნული ხსნარებით, საღამოს საათებში რეკომენდირებული, როდესაც ბუზი ნაკლებად აქტიურია.
III. სტაფილოს ნათესების პარალელულად, ვიწრო კვლებად, შეიძლება ხახვის დათესვა, რომლის სუნი ბუზებს აფრთხობს.
სტაფილო — ზომიერი კლიმატური სარტყლის მცენარეა და მისი მოყვანა, შესაფერისი თესლის შერჩევის შემთხვევაში, ნებისმიერ რეგიონში არის შესაძლებელი. მის დასათესად, ნიადაგის მომზადება შემოდგომაზე იწყება. მიწას ხნავენ და სასუქი შეაქვთ, ნაკელის სახით. მაშინვე ხდება მიწის სარეველებისგან გასუფთავებაც. ხოლო, გაზაფხულზე, თესვის წინ, მიწის ხელახალი გაფხვიერება არის საჭირო.
სტაფილოს თესლს, დათესვიდან აღმოცენებამდე, 3-4 კვირა ესაჭიროება. ამიტომ, ის ადრე გაზაფხულზე ითესება. კიდევ ერთი
სტაფილოს მოვლა მარტივი, მაგრამ შრომატევადია:
ღივის ამოსვლიდან, 2 კვირის შემდეგ, საჭიროა ნათესების გამოხშირვა. პირველ ეტაპზე, მცენარეებს შორის დაშორება 4 სმ. უნდა იყოს. გამოხშირვის მეორე ეტაპზე, რომელიც 1 თვის
შემდეგ ტარდება — მცენარეებს შორის დაშორება 8 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. საშუალოდ, — 1 ჰა-ზე, სტანდარტის მიხედვით, 30-40 ათასი ცალი სტაფილოს მოყვანა შეიძლება და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთი და იგივე ნაკვეთზე, ზედიზედ, ამ ბოსტნეულის მოყვანა არ შეიძლება. სტაფილოს კარგი წინამორბედი შეიძლება იყოს ნიორი ან ხახვი, გოგრა ან კიტრი, კომბოსტო და პარკოსნები... ხოლო, 3-4 წლის შემდეგ, იგივე მიწაზე, ისევ სტაფილოს დათესვა
სტაფილოს ძირხვენის ფორმირების ეტაპზე, ნათესები კვირაში ერთხელ უნდა მოირწყას, ხოლო შემდეგ — კვირაში 2-ჯერ.
მოსავლის აღების შემდეგ, საჭიროა მისი რეალიზება, ან შენახვა.
საერთოდ, სტაფილო მეორე მოსავლამდე ინახება, მაგრამ ამისთვის შესაფერი პირობებია საჭირო. უპირველეს ყოვლისა, სტაფილოს ძირხვენა უნდა იყოს საღი და მშრალი. შენახვის წინ, მას 1-2 სმ-ს ზევით ყუნწებს აჭრიან და მაცივარში ინახავენ, + 0,5 – 2 გრადუს ტემპერატურაზე, ან ათავსებენ სპეციალურ საცავში, სადაც ტემპერატურული რეჟიმი დაცულია. ხოლო, ტენიანობა 90-95%-ის ტოლია.
საცავ-ნაგებობაშიო ბოსტნეულის შენახვა ქვიშაში ან წიწვოვანი მცენარეების ნახერხში ხდება. შენახვის წესი კი, ორივე შემთხვევაში ერთნაირია:
საცავის იატაკზე ჯერ ქვიშას ან ნახერხს ყრიან 2 სმ-ს სიმაღლეზე. შემდეგ, მასზე სტაფილოს პირველ რიგს აწყობენ, თავებით გარეთ. ზემოდან ისევ ქვიშა ან ნახერხი იყრება, 1 სმ სიმაღლეზე და მეორე რიგი ეწყობა და ა. შ. 1 მ-ის სიმაღლემდე.
ქვიშაში მოსავლის შენახვა, 6-8 თვე შეიძლება, ხოლო ნახერხში, იმის გამო რომ წიწვოვანი მცენარეების ნახერხი
2. ბიზნესის დადებით და უარყოფითი მხარეები
* ყველაზე მიმზიდველი ამ ბიზნესშოი ის არის, რომ სტაფილოს მოყვანა დიდ ინვესტიციებს არ მოითხოვს. და შეიძლება ითქვას, რომ ის დაბალბიუჯეტიანი ბიზნესია. ხოლო, მასში ჩადებული თანხის ამოღება, საკმაოდ სწრაფად — სულ რამდენიმე თვეში ხდება;
* პროდუქტზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალი და სტაბილურია;
* დიდია პროდუქტის შენახვის ვადა და პატარა ნაკვეთზე, დიდი რაოდენობით მოსავლის მიღება შეიძლება.
რაც შეეხება ბიზნესის უარყოფით მხარეებს:
* ამინდის კატაკლიზმებმა, შეიძლება, მოსავლის რაოდენობა შეამციროს;
* წლის სხვადასხვა სეზონზე, ფასების არასტაბილურობის გამო, წინასწარ მოგების განსაზღვრა რთულია;
* და ბოლოს, სტაფილოს და ზოგადად, ბოსტნეულის მოყვანის ბიზნესი ყველასთვის არ არის, რადგან ამ სფეროში აქცენტი, ძირითადად, ფიზიკურ შრომაზე კეთდება.
3. საწყისი კაპირალი და მოგება
საწყისი კაპიტალის რაოდენობა, ბიზნესის მასშტაბზე არის დამოკიდებული. ხოლო, ინვესტიციის
ბიზნესის რენტაბელობა 50-80%-ს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბიზნესით კარგი მოგების მიღება შეიძლება.
Fermeri.Ge ©
კომენტარის დამატება
|
რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას