ბიოჰუმუსი (ვერმიკომპოსტი) - სასწაული სასუქი
დღესდღეობით მეცნიერებმა შექმნეს მრავალფეროვანი სასუქები, რომლებსაც შეუძლიათ ნიადაგი შეავსონ ცალკეული ელემენტებით. მათ გამოყენებამდე აუცილებელია ნიადაგის ძვირად ღირებული ლაბორატორიული გამოკვლევა, რომელის მიზანიც იმ ნივთიერებების დადგენაა რომლებიც ნიადაგს აკლია კონკრეტული კულტურის მოსაყვანად. განსხვავებით ამ სასუქებისგან ბიოჰუმუსი შეიცავს აბსოლუტურად ყველა ელემენტს თუ საკვებ ნივთიერებას რაც კი შეიძლება მცენარეს დასჭირდეს მთელი ვეგეტაციის მანძილზე. ეს ფაქტი კი გულისხმობს ნიადაგის კვლევის ლაბორატორიებზე დახარჯულ თანხისა და დროის შემცირებას, ზოგჯერ კი სულაც გამორიცხვას.
ბიოჰუმუსი შედგება დიდი რაოდენობით მაკრო და მიკროელემენტების, ვიტამინების, ბუნებრივი ანტიბიოტიკების, ამინომჟავების და სასარგებლო მიკროფლორისგან, რომლებიც მცენარისთვის მარტივად შესათვისებელ ფორმაშია. სხვა სასუქებისგან განსხვავებით აზოტ-ფოსფორ-კალიუმის რაოდენობის კონცენტრაცია მასში გარკვეულწილად მეტიაცაა, ვიდრე სხვა
ორგანულ ნივთიერებებში. ის მიიღება ჭიაყელის მიერ ნახევრად გადამწვარი ნაკელის გადამუშავებით.
დასრულებული ბიოჰუმუსი წარმოადგენს უსუნო მასას. ჭიაყელა საკუთარი საჭმლის მომნელებელი სისტემის საშუალებით ნაკელს ასუფთავებს სარეველათა თესლებიგან, მძიმე მეტალებისგან და მცენარისთვის მავნე მიკრობებისგან, ამავდროულდ ნიადაგში არსებული ნივთიერებები გადაჰყავს მცენარისთვის შესათვისებელ ფორმაში.
არა აქვს მნიშვნელობა ამ სასუქს ბოსტნეულისთვის იყენებთ თუ ხილისთვის, ის ყველაფერზე ერთნაირად დადებითად მოქმედებს, ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე. მისი გამოყენებისას მოსავლიანობა იზრდეაბა 30%–70% ით ამავდროულად პროდუქტის ხარისხიც ისე უმჯობესდება რომ მისი გაყიდვა მანამდე არსებულ ფასზე უფრო ძვირადაც შეიძლება (მისი ხარისხი აკმაყოფილებს ევროკავშირის მაღალ სტანდარტებს). ბიოჰუმუსი აუმჯობესებს პროდუქტის გემოვნურ თვისებებს ზრის როგორც მის რაოდენობას ისე ხარისხს. ამასთან სხვა სასუქებისგან განსხვავებით მას არ აქვს განსაკუთრებული მოხმარების სპეციფიკა გარდა ერთისა - არ უნდა მოხვდეს მზის
პიდაპირი სხივი, რადგან აორთქლდება საკვები ნივთიერებები. ბიოჰუმუსი შავი ფერისაა რაც ჰუმუსით მდიდარ კახეთის შავ მიწა ნიადაგს მოგვაგონებს. მისი ტრანსპორტირება მარტივია. უნდა აღინიშნოს რომ ეს სასუქი არაა ადამიანის გამოგონილი პროდუქტი, ბუნებაში ბიოჰუმუსი თავისთავადაც იქმნება ჭიაყელების მიერ ნაკელში ამიტომაც გასაკვირი არა რომ ეს სასუქი საუკეთესოა ყველა სასუქს შორის. მისი ეფექტი მცენარის და ნიადაგის გათვალისწინებით გრძელდება 3 დან 5 წლამდე, როცა მინერალური და სხვა ორგანული სასუქები მესამე წელს ეფექტს კარგავენ. ამასთან აღსანისნავია რომ ბიოჰუმისი მცირე რაოდენობითაც საკმარისია, (3 – 5) ტონა ჰექტარზე, როცა ნაკელი 40 - 60 ტონა გამოიყენება 1 ჰექტარზე. მის კიდევ ერთ ღირსებას წარმოადგენ ის რომ არ გააჩნია ადაპტაციის პერიოდი, განსხვავებით ნაკელისა. მისგან განსხვავებით ბიოჰუმუსში აღარ არსებობს სარეველა მცენარეთა თესლები, რადგან ისინი უკვე გადამუშავებულია, ამიტომაც ფერმერს შეუძლია ნაკლები თანხა და დრო დახარჯოს ჰერბიციდებსა და მუშახელზე. გასათვალისწინებელია რომ სხვა სასუქებისგანს
განსხვავებით მცენარეზე ეფექტის შენარჩუნებისთვის არა საჭირო მომდევნო წელს მისი რაოდენობის გაზრდა განსხვავებით სხვა სასუქებისა, პირიქით თუ მოსავლით კმაყოფილი ხართ, თანხის დაზოგვის მიზნით, შეგიძლიათ შეამციროთ კიდევაც ვერმიკულტურა. ცნობილია რომ ნიადაგი შეიცავს მრავალფეროვან ელემენტებს, მაგრამ არიან მცენარისთვის მიუწვდომელ ფორმაში განსხვავებით ბიოჰუმუსისა რომელშიც ნივთიერებები ადვილად და სწრაფად ასათვისებელ ფორმაშია წარმოდგენილი. ამ სასუქის მოქმედება მრავალმხრივია: დაავადებების მიმართ კულტურას უმაღლდება იმუნიტეტი, მექანიკური დაზიანების მიმართ უფრო გამძლე ხდება, ამავდროულად გადარგვის მიმართ მგრძნობელობა უქვეითდება. ამ სასუქის საშუალებით მცირდება წყლის აორთქლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გვალვინ რეგიონებში მოსავლის შესანარჩუნებლად. ის დადებითად მოქმედებს ნიადაგის სტრუქტურაზე და აჯანსაღებს მას. ჭიაყელის პირდაპირ ნიადაგში გაშვების შემთხვევაში მის მიერ დატოვებული ხვრელები აუმჯობესებს წყლისა და ჰაერის ცვლის პროცესებს. მისი ფოროვანი სტრუქტურის საშუალებით
ჰაერიდანაც ხდება ტენის შეთვისება. ორ ერთნაირ ნაკვეთზე ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით რომელშიც შეტანილი იყო ბიოჰუმუსი თუმცა არ ირწყვებოდა უფრო ხარისხიანი და მეტი მოსავალი მოვიდა ვიდრე იქ სადაც გრაფიკით ხდებოდა რწყვა თუმცა არ იყო შეტანილი ვერმიკულტურა. მას შეუძლია ჩაანაცვლოს მთელი რიგი სასუქები. ზოგადად ნიადაგი შედგება მრავალფეროვანი ელემენტებისგან თუმცა ბიოჰუმუსისგან განსხვავებით არ არიან მცენარისთვის შესათვისებელ ფორმაში. მისი შეტანა შეიძლება განუსაზრვრელი რაოდენობით, რასაც არ ექნება არანაირი უარყოფითი შედეგი, რადგან ის 100%-ით ბუნებრივი (ნატურალური) ნივთიერებაა, სხვა სასუქებისგან განსხვავებით არ აბინძურებს ნიადაგს. ნაკვეთში ბიოჰუმუსის შეტანის შემდგომ რეკომენდებულია რწყვის შემცირება. შავ მიწა ნიადაგში ჰუმუსი ძალიან დიდი რაოდენობითა ამიტომაც არა გასაკვირი რომ შავმიწა ნიადაგი ყველა ტიპის ნიადაგზე მაღლა დგას. ჭიაყელას აქვს უნარი ამ მასის გადამუშავებისას მოსპოს სარეველა მცენარის თესლები ასევე მიკრობები (გარდა მცენარისთვის საჭირო მიკროფლორისა). ბიოჰუმუსის
ყოველწლიური გამოყენების შემთხვევაში აღაარა საჭირო სარეველებზე თანხის, დროის და ენერგიის დაკარგვა. ჰუმუსის 1 სმ წარმოქმნას ბუნებრივ პირობებში სჭირდება 100-300 წლამდე, ის ფაქტი რომ ნიადაგის ნაყოფიერებაზე ჰუმუსი დიდ ზეგავლენას ახდენს და არის მისი ნაყოფიერების მთავარი განმაპირობებელი, ამტკიცებს კახეთის შავმიწა ნიადაგის ნაყოფიერება. რა თქმა უნდა ის შემადგენლობით იდენტურია ბუნებაში წარმოქმნილი ჰუმუსის, რომელიც შეიცავს მცენარის კვებისთვის საჭირო ყველა ელემენტს, ჰუმუსს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს შავმიწები. შედარებით მცირე რაოდენობითაა ჰუმუსი ეწერ და რუხ ნიადაგებში. ადამიანებმა მოახერხეს ბუნების ამ სასწაულის დამზადება. სამწუხაროდ საქართველოში არ ხდება მისი იმ დონის პოპულარიზება როგორ საჭიროა. მთელ მსოფლიოში ყოვველწლიურად იზრდება ამ სასუქზე მოთხოვნა. ეს სასწაული სასუქი ქართველებისთვისაც უკვე ხელმისაწვდომია რადგან მას სოფელ კრწანისში უკკვე ამზადებენ. უნდა აღინიშნოს რომ ბიოჰუმუსის გამოყენება თხევადი სახითაც შეიძლება.
ბიოჰუმუსი იგივე ვერმიკომპოსტი
დამზადება და გამოყენება. ვერმიკულტურა- ჭიაყელების კულტურა.
ბიოჰუმუსის დასამზადებლად შეიძლება ძროხის ნაკელის გარდა სხვა ნაკელის გამოყენებაც. სხვადასხვა ცხოველის პატივი (ნაკელი) ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ქიმიური შემადგენლობით ისე pH – ის დონით. მაგალითად ქათმის სკლინტის ნაკელის მჟავიანიობა ბევრად აღემატება კურდღლისას. რაც უფრო დიდხანს განიცდის ნაკელი ფერმენტაციას მით უფრო მეტად აკლდება მჟავიანობა. გაზრდილი მჟავიანობის დაწევა შეიძლება კირქვიანი წყლის დამატებით. იმისთვის რომ ჭიაყელამ ნაკელი გადაამუშაოს ბიოჰუმუსის მჟავიანობა ნორმაში უნდა იყოს, ის შეიძლება იცვლებოდეს pH 6,5 - 7,5 შუალედში, ყველაზე ოპტიმალურია pH 7. თუ მჟავიანობამ მოიამატებს ჭიაყელები ეცდებიან გაქცევას, რადგან მაღალ მჟავიან გარემოში იხოცებიან. ხაზ გასასმელია ის ფაქტი რომ ნაკელის არასწორი შერჩევის, სხვადასხვა ნაკელის გამოყენების ასევე ვერმიკულტურის დამზადების სხვა პროცესების დარღვევის შედეგად შეიძლება უხარისხო ბიოჰუმუსის დამზადება.
ჭიაყელის მიერ ნაკელის გადამუშავებისას ნაკელს სუნი
ეკერგება და შესახედაობით ჩვეულებრივ შავ მიწა ნიადს ემსგავსება. ჭიაყელა ყველაზე პროდუქტიულია 22 ℃ დან 28 ℃ ტემპერატურატორულ შუალედში. ბიოჰუმუსის დასამზადებლად იყენებენ ნახევრად გადამწვარ ნაკელს. მის დასამზადებლად საჭიროა: ჭიაყელა, ნაკელი და რამდენიმე ყუთი, რომელთა ძირებზეც ბადე იქნება რომ ჭიაყელამ შეძლოს ახალ ყუთზე გადანაცვლება. მის დასამზადებლად საჭიროა ყუთების ერთმანეთზე დაწყობა. დაბლითა ყუთის ძირში უნდა ჩაეფინოს თივა და ქოქოსის ბოჭკო, რომელიც კარგად დაიტკეპნება. ჭიაყელის ნაკელში მოთავსების შემდგომ გადაეყრება მიწა. აუცილებელია მისი მზისგან მორიდება რომ არ მოხდეს წყლის აორთქლება, ჭიაყელის გაქცევა, ასევე საკვები ნივთიერებების აორთქლება. თუ ყოველდღე წყლის დასხმას ვერ ახერხებთ, როგორც მინიმუმ კვირაში ერთხელ მაინც აუცილებელია მორწყვა. რეკომენდებულია ქვედა ყუთის ქვეშ დავდოთ სადგამი სადაც ზედმეტი წყალი დაგროვდება. დიდი ეფექტისთვის გამოიყენება სპეციალური ჯიშები ამერიკული (წითელი კალიფორნიული) და რუსული -(მოსკოვური ჰიბრიდი). მათ აქვთ უფრო დიდი ზომები შესაბამისად მეტს მუშაობენ.
მათ ახასიათებთ სინელე და ნაკელის თანმიმდევრულად გადამუშავება და ნაკლები მიგრირება ( გადაადგილება). აღსანისნავია რომ მოსკოურ ჰიბრიდს შეუძლია უფრო დაბალ ტემპერატურას გაუძლოს ვიდრე ამერიკულს. თუ არაა შესაძლებლობა სპეციალურად გამოყვანილი ჯიშების ყიდვის, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ქართული ჭიაყელა. ამ შემთხვევაში იგივე ხარისხის მისაღწევად ქართული ჭიაყელის გამოყენება უფრო მეტი რაოდენობით დაგჭირდებათ ვიდრე უცხოურის. ასე გამოყენების შემთხვევაში იქნება იგივე ხარისხი რომელიც შეგიძლიათ მოიძიოთ ნოტიო ნიადაგში 20 - 25 სმ სიღრმეში ან ნაკელში. ჭიაყლები უნდა მოარიდოთ თაგვებს, მახრას (ბოსტანას), ფრინველებს და თხუნელას. განსხვაბა ჩვეულებრივ ქართულ და უცხოურ ჯიშებს შორის ზომების გარდა კიდევ ისაა რომ უცხოური ჯიშები ადგილზე მუშაობენ და საკვების ამოწურვის შემდგომ გადადიან ახალ ადგილას, ქართული ჭიაყელა მათთან შედარებით უფრო მოძრავია და ბევრად უფრო სწრაფად ჩადის სიღრმეში. ამასთან ქართული ჭიაყელა თუ ცოცხლობს 3-7 წელიწადს უცხოური ჭიაყელები (ამერიკული კალიფორნიული და რუსულლი მოსკოური
ჰიბრიდი) უფრო დიდხანს 12 -14 წელიწადს ცოცხლობენ.
ავტორი: დაბით ცაცაბაშვილი
Fermeri.Ge ©