აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ.
მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
თარიღი  - 26-07-2020
პომიდორი
პომიდვრის წარმოებას ბოსტნეულ კულტურათა შორის პირველი ადგილი უკავია. საქრთველოში მიწების 40 % -ს აღემატება მისი ნათესი. თუ ის კარგი ჯიშისაა აქვს შესანიშნავი გემოვნური თვისებები და საუცხოო არომატი. მას აქვს მაღალი კვებითი ღირებულება, რაც განპირობებულია ნახშირწყლების (შაქრების), ორგანული მჟავებისა და მინერალური მარილების დიდი რაოდენობით.
ნაყოფი შეიცავს 85% - 96% წყალს და 3,5%-10,5% მშალ ნივთიერებას რომელთა შორის არის ცილები 0,75% – 0,95%. ნახშირწყლები 1,6% - 6,4%. C ვიტამინი 15-40 მგ და კალიუმი 316 მგ. მისგან უამრავი კერძი მზადდება. მას შუშავენ, ამწნილებენ, აკონსერვებენ და ხარშავენ. მისი რბილობისგან მზადდება პიურე. მისგან ამზადებენ სოუსებს და ტომატს. აღსანიშანავია რომ სამხრეთ ამერიკაში, პომიდვრის სამშობლოში მას ,,ტომატ’’ ერქვა „პომიდორი“ კი ევროპაში, კერძოდ იტალიაში უწოდეს, რაც იტალიურად ,,ოქროს ვაშლს’’ ნისანავს, (ევროპელებმა პირველად პომიდვრის
პომიდვრის სასარგებლო თვისებები:
პომიდორს აქვს სიმსიმვნის საწინააღმდეგო მოქმედება. ის შეიცავს წითელ პიგმენტს ლაიკაპიმს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის იცავს კანს დანაოჭებისგან, მასზე მოქმედებს გამაახალგაზრდავებლად. უნარჩუნებს მას ელასტიურობასა და სიმკვრივეს. ასევე იცავს მზის მწველი სხივებიგან. მას აქვს უნარი დაიცვას კანი მავნე ნივთიერება აფლატოქსინისგან რომელიც სიგარეტის კვამლიდან და დაბინძურებული ჰაერიდან ხვდება ორგანიზმში. B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის გამო აუმჯობესებს სახის ფერს. უნდა აღინიშნოს რომ ის შეიცავს სეროტონინს რომელიც ადამიანის განწყობას დადებითად ცვლის.
ასევე სასარგებლოა თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს. დადებითად მოქმედებს მხედველობაზე. ის კარგია გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისთვის. 72 %-ით ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს. ჟელეს მაგვარი
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნაღველკენჭოვანი დაავადების, ასევე პოდაგრისა და თირკმლის მწვავე პათოლოგიების შემთხვევაში პამიდორი არ უნდა მიირთვან. ის აძლიერებს ნაღვლის დენას და ხელს უწყობს კენჭების გადადგილებას, ამასთან მისმა ორგანულმა მჟავებმა შესაზლოა ტკივილი გაამძაფროს.
ტემპერატურა:
პომიდორი სითბოსა და სინათლის მოყვარული მცენარეა. მისთვის შესაფერისია 200- 250 C ტემპერატურა. მცენარისთვის მნიშვნელოვანია ღია გრუნტი, სადაც შეეძლება იყოს 180−200C გრადუსზე. ის უძლებს ღამის სიცივეს 5-60გრადუსს. საადრეო ჯიშები კი უძლებს 3-40 ტემპერატურის ვარდნას.
წინამორბედები:
მისთვის კარგი წინამორბედებია: პარკოსანი კულტურები, ხახვი, გოგრისებრნი, კომბოსტოსებრნი და ძირხვენები. მისი დათესვა არ შეიძლება სამი წლის განმავლობაში ძაღლყურძენათა მერე.
პომიდვრის დარგვა, ფორმირება:
პომიდვრის მწკრივებს შორის მანძილი უნდა იყოს 60-70 სმ. თავად მცენარეებს შორის 40-50 სმ. საადრეო ჯიშების სქემაა 30 × 40, 40 ×40 ,50×90 სმ საშუალო ვეგეტაციის ჯიშებია 70×35,60×40, 50×50 სმ. აღსანიშნავია რომ სწრაფად მზარდი (ინდეტერმინატული) მთავარი ღეროს მქონე ჯიშებსა და ჰიბრიდებს სჭირდებათ კვების დიდი არე (3-4 მცენარე 1-2 მეტრზე) ხოლო დეტერმინატული ჯიშებისთვის და ჰიბრიდებისთვის რომლებსაც მთავარი ღეროს ზრდა შეზღუდული აქვთ, ერთ ღეროდ ფორმირების დროს საუკეთესო შემთხვევაა 6-10 მცენარე 1-2 მ-ზე.
ხოლო 2-3 ღეროდ ფორმირებისას უფრო მეჩხერი (4-6 მცენარე 1-2 მ ზე). პამიდორი საჭიროებს მიწის ხშირ გაფხვიერებასა და მორწყვას.
ნიადაგის
დაავადებები:
მაკროსპორიოზი, სეპტორიოზი, ფიტოფტორიზი, ფოთლის მურა ლაქიანობა, წვერის სიდამპლე, ქაჩალა, სტრიკი, და სხვ. მავნებლები: მავთულა ჭია, მახრა, ხვატარი, გალებიანი ნემატოდა, ბამბის ბუგრი, ფრთათეთრა (სათბურში) და სხვ. მათ წინააღმდეგ ბრძოლა ითვალისწინებს პესტიციდების შესხურება - შეწამვლას, თესლის შეწამვლას, სათბურებისა და კვალსათბურების შეწამვლას და თესლბრუნვას.
პომიდვრის ჯიშები:
ჯიში ,,ჭოპორტულა’’ საშუალო საგვიანო სიმწიფისაა. აღმოცენებიდან სიმწიფეში შედის 110-120 დღეში. სწორედ ამ პომიდვრითაა ამავე სახელწოდების სოფელი ჭოპორტი ცნობილი. ფოთოლი ძლიერ დანაკვთული აქვს, ამასთან ღერო ძალიან დატოტვილი და კარგად შეფოთლილია. უკეთესი იქნება თუ მას გავსხლავთ და სამ ღეროზე დავტოვებთ. ის გამოირჩევა შესანიშნავი გემოვნური თვისებებით. მწიფე ნაყოფის საშუალო წონა 130 გრ. 1000 თესლის მასა 3.23 გრ მოსავლიანობა 42.2- 44,1 ტ/ჰა - ზე
ვარდისფერი ჭოპორტულა საშუალოდ საგვიანო
ჯიში ,,საადრეო’’, თავად სიტყვა გვეუბნება, რომ ადრე მწიფდება. აღმოცენებიდან 70 დღე სჭირდება დასამწიფებლად. მოსავალს იძლევა აგვისტოს ბოლომდე. მისთვის დამახასიათებელია სწორმდგომი ღერო რომელიც საშუალოდაა შეფოთლილი და არის განტოტვილი. მუხლთაშორის სიგრძე 5-8 სმ. მშრალი ნივთიერების შემცველობა 0,5 % , საერთო შაქრიანობა 3,8 %, ასკორბინის მჟავა 16,7 %, საერთო მჟავიანობა 0,45% მისი საწყისი მასალა მიღებულია ტაივანიდან, მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან. მწიფე ნაყოფის საშუალო მასა 50 გრამია. 1000 ცალი თესლის მასის წონა 1,98 გრ. ნაყოფის სიგრზე 5 სმ, დიამეტრი 4 სმ.
ავტორი: დავით ცაცაბაშვილი.
Fermeri.Ge ©

კომენტარის დამატება
|
რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას
