ფერმერთა და მეწარმეთა სიანფორმაციო-სოციალური პორტალი გაიგე მეტი
X

 აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
   საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ. 
  

   წესები და პირობებიშეგახსენებთ რომ, თქვენს მიერ მომზადებული მასალა (სტსტია, ინტერვიუ, რეპორტაჟი) უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს,.........................................................................................................ასევე პორტალის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ წსებს.
   მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
  
 
 
 Fermeri.ge გისურვებთ წარმატებებს!
ციცარი: მოშენება, ინკუბაცია, გასტრონომიული თვისებები.
ავტორი - admin
თარიღი  - 03-08-2020

       ციცარი საქართველოსთვის იშვიათი ფრინველია, რომელიც უფრო გავრცელებულ ქათამს არა თუ ჩამოუვარდება, პირიქით ბევრ ასპექტში უსწრებს კიდეც. რიგ ევროპულ ქვეყნებში ის უფრო პოპულარულია ვიდრე ქათამი. მისი კვერცხის და ხორცის გემოვნური თვისებები ბევრად ჯობს ქათმისას, რაც ამ პროდუქტის სიძვირეს განაპირობებს. ის წააგავს გარეული ფრინველის ხორცს გემოთი. მისი ხორცი მოშავოა, თუმცა მოხარშვის შემდეგ თეთრდება. ზოგჯერ ქათმის ხორცის ფასი სამჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე მისი. ციცრის ხორცი 5-7% -ით ნაკლებ წყალს შეიცავს, რაც მის მეტ სიმკვრივეს განაპირობებს. ახალგაზრდის წონა დაახლოოებით 1-1,5 კილოგრამია, თუმცა თუ პატრონმა კარგად კვება ორი წლის ასაკში შეიძლება 2,5 კილოგრამსაც მიაღწიოს. აღსანისნავია რომ დედალი ციცარი უფრო დიდი ზომისაა ვიდრე მამალი, ხუთი თვის ასაკში მამლის მასა 1,4 კილოგრამია, დედლის კი 1,3 კილოგრამი, შემდგომში კი დედალი ზრდას განაგრძობს, როცა მამლის მასა თითქმის იგივე რჩება.

    ციცრის კვერცხი მისაღებია ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის, რადგან არა ალერგიული, ამასთან დიეტური პროდუქტია


და მინიმალურ ქოლესტერინს შეიცავს. 100 გრამი კვერცხის კალორიულობა 43-ია. ის გაჯერებულია ისეთი ვიტამინებით როგორიცაა:A,B,D,E,P. ასევე შეიცავს ელემენტებს ფოსფორს, რკინას, კალციუმს და კალიუმს. მისი მიღება კარგია ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას, ასევე ორგანიზმში რკინის ნაკლებობის დროს, ის რეკომენდირებულია კუჭნაწლავის დაავადებებულთათვისაც. გასათვალისწინებელია რომ მისი ნაჭუჭს გააჩნია საკვები ღირებულება. რათქმაუნდა დაფხვნილ მდგომარეობაში. ის შეიცავს თუთიას, რკინას, ფოსფორს და კალციუმს, რომელიც ნაჭუჭის სიმტკიცეს უზრუნველყოფს. მისი საკვებიღირებულება დამოკიდებულია ციცრის სრულფასოვან კვებაზე. ცნობილია რომ ციცრის კვერცხის ნაჭუჭი და მის ქვეშა აპკი უფრო სქელია ვიდრე ქათმის დ ინდაურის. ამასთან სამჯერ უფრო მკვრივი ვიდრე ქათმის, რაც მის მექანიკურად ძნელად დაზიანებადობას განაპირობებს. სწორედ ამ თვისების გამო ის უფრო უსაფრთხოა სატრანსპორტოდ ვიდრე ქათმის. ციცარი დაახლოებით 40-45 გრამიან კვერცხებსდებს დებს, წელიწადში დაახლოებით 90 დან 120 ცალამდე. მისი შენახვის ხანგრძლივობა შეიძლება 6 თვე და მეტი

გაგრძელდეს. საინტერესოა რომ მისი შენახვის ვადის გასაზრდელად უმჯობესია ბლაგვი ბოლოთი ზემოთ შენახვა. კვერცხს შეიძლება ახასიათებდეს ხორკლიანობა ან სიგლუვე. კვერცხის ინკუპაციის ხანგრძლივობა 27-28 დღეა, როცა ქათამის 21 დღე გრძელდება. საყურადღებოა რომ კვერცხის სიმტკიცის გამო შეიძლება წიწილამ ვერ შეძლოს გამოძრომა, თუმცა საჰაეროდ ნაჭუჭს მშვენივრად ტეხს. გასათვალისწინებელია რომ ახალგაზრდა ციცრის კვერცხმდებლობა უფრო დაბალია ვიდრე ორ წლიანის, მისგან განსხვავებით წიწილაც ნაკლებ სისცოცხლის უნარიანი ყავს. სამწლიანი კი უკვე დაბერებულად ითვლება, რაც კვერცხმდებლობაზეც აისახება. აუცილებელია ძველი ფრინველის ახლით ჩანაცვლება. თუ ჯგუფში ერთ ცალ ფრინველს შევიყვანთ დიდი ალბათობა ჩხუბის, უმჯობესია რამდებიმე ფრთა ფრინველის ერთად შეყვანა, რადგან უკეთ მიიღონ მასპინძლებმა. უკეთესი იქნება თუ 21 დღიანი პაუზა გაკეთდება ახალი მამლის შემოყვანისას. დედალი მამლის გარეშე დაახლოებით 20 დღის მერე იწყებს გაუნაყოფიერებელი კვერცხის დადებას, ამ პერიოდის პირველ ნახევარში დადებული კვერცხებიდან შეიძლება მაღალ

სიცოცხლის უნარიანი წიწილების მიღება,
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეორე ნახევარში კი მათი ჯანმრტელობა უარესდება და მცირდება განაყოფიერებული კვერცხების რაოდენობა. საყურადრებოა რომ ციცარმა წვიმისას ეზოში, (მიწაზე) არ დადოს კვერცხი რადგან კვერცხი ჭუჭყიანდება და მისი საინკუპაციოდ გამოყენება არა მიზანშეწონილი. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ კვერცხის დიდი რაოდენობით და ხარისხით მისაღებად საჭიროა ციცარი არ იყოს სტრესში. კერძოდ აუცილებელია მისთვის საკმაო სასეირნო ფართობი, რაც ბუნებრივი პირობების იმიტაციას შექმნის და სადაც თავს ჩაკეტილად არ იგრძნობს. ისეთ პირობებში კი სადაც 1მ2-ში 5 და მეტი ფრთა მოდის, ან სულაც გალიაშია ჩაკეტილი, ფრინველები ერთმანეთს არ უწყვილდებიან.

     აღსანისნავია რომ ციცარს ახასიათებს მრავალი დადებითი თვისება, ის კენკავს ისეთ პარაზიტს როგორიცაა ირმის ტკიპა, მათ კბენით შეუძლიათ დაავადონ ადამიანი ლაიმის დაავადებთ. ციცარი სხვა ფრინველებისგან


განსხვავებით ასევე ემტერება კოლორადოს ხოჭოს, რაც კარტოფილის ნათესებსა და ვაზის ნარგავების მოსავლიანობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია რომ მას აქვს გამაფრთხილებელი ხმა, რითაც სხვა შინაურ ფრინველებსაც აფრხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მაგალითად მტაცებლი ფრინველის (ქორის, ძერას, მიმინოს, და სხვ.) და ნადირის (მელიის, დედოფალას, ტურის და სხვ.) დანახვისას ჭახჭახს იწყებს, რითაც შეუძლია გააფრთხილოს არ მარტო სხვა ციცრები არამედ ქათმებიც. მას ასევე შეუძლია მტაცებელ ფრინველს ფიზიკურადაც შეებას. აღსანისნავია რომ იმ ადგილს სადაც თვითონ იმყოფება უფრთხის გველი და თაგვი.
   ციცარს ახასიათებს სხვა თვისებებიც. მაგალითად გადაფრენა, რის თავიდან ასაცილებლადაც პატრონი ცალ ფრთაზე ბუმბულებს აჭრის, მეორე ვარიანტში საჭიროა ციცრის სამყოფელი მთლიანად ბადით დაიფაროს, რაც თავისთავად ფინანსებთანაა დაკავშირებული. საჭირო არა ორივე ფრთაზე ბუმბულის შეჭრა, მარტო ერთი ფრთაც საკმარისია რომ ფრენისას წონასწორობა ვერ შეინარჩუნოს, ასე ეზოსაც კი ვერ გასცდეს. ფრთაზე ბუმბული თვენახევარში

გაეზრდება, მანამდე კი მეორე მხარესაც შეიძლება ფრთის დამოკლება. ერთ ციცარს დაახლოებით 2-3 ჯერ შეიძლება დასჭირდეს ეს პროცედურა, მერე კი პატრონს შეეჩვევა და გაფრენის შემთხვევაშიც კი უკან დაუბრუნდება.

    სიტყვა ბროილერი ნიშნავს ცეცხლზე შემწვარს. ამ დასახელებით ცნობილია არა მარტო ქათამი არამედ ციცარიც. მისი კვება მიმდინარეობს ორ ნაწილად, 45 დღის ჩათვლით და შემდგომ. თავდაპირველად ყოველ 100 გრამში უნდა იყოს 22-24 ნედლი ცილა, კალორიულობა კი 290 ან მეტი უნდა იყიოს. მას 6-8 დღის ასაკში კვებავენ 2 სათში ერთხელ, შემდგომ სამ საათიან დროის შუალედით, 30 დღიდან კი 4 საათში ერთხელ აძლევენ საკვებს. აღსანისნავია რომ ციცარი საკმაოდ ბევრ რამეს ჭამს მათ შორის ხორცს. დაკვლამდე ერთი კვირით ადრე საკვების შემადგენლობიდან იღებენ თევზის ფქვილს, რადაგნ პროდუქტს არ ჰქონდეს თევზის გემო. დაკვლამდე 12 საათით ადრე წყვეტენ საკვების მიცემას , რადგან მისი ორგანიზმი განთავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან. მისი დაკვლის პერიოდი 60-70 დღის ასაკია, ამ პერიოდისთვის 1,1-1,2 კგ-ია დაახლოებით.

ავტორი: დავით ცაცაბაშვილი
Fermeri.Ge ©



R E K L A M A
A-1

კომენტარები (0)
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება




მონიშნეთ, თქვენ არ ხართ რობოტი

X
კომენტარის დასამატებლად
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

მოამბე

დააფიქსირე საკუთარი აზრი
 Ñîçäàåì îïðîñ ñâîèìè ðóêàìè

რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას



R E K L A M A

ახალი თემები ფორუმზე

ბლოგებიდან

R E K L A M A



<< >>
  • კვ
  • ორ
  • სამ
  • ოთ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  •  
  •  
  •  
  •  


C-1 C-2 C-3 C-4 C-5 C-6 C-7 C-8 C-9 C-10 C-11 C-12 C-13 C-14 C-15 C-16 C-17 C-18 C-19 C-20 C-21 C-22 C-23 C-24 C-25 C-26 C-27 C-28

იყავი საქმის კურსში
ლარის კურსი
საწვავის ფასი
სუპერი ecto100
სუპერი ecto
პრემიუმ ავანგარდი ecto
ევრო რეგულარი
ევრო დიზელი ecto
ბირჟა სასაქონლო ნედლეული

Цены на сырьевые товары от Investing.com Россия.
საზომი ერთეულების ცხრილი

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 ტონა გრძელი ევერდიუპოის
სისტემა
1016.047 კგ
1 ტონა მოკლე 907.185 კგ
1 ცენტნერი(გრძელი) 50.802 კგ
1 ცენტნერი(მოკლე) 45.359 კგ
1 ფუნტი 0.454 კგ
1 უნცია 28.3495 გრ
1 დრახმა 1.7718 გრ
1 გრანი 0.648 გრ
1 ტროას უნცია ტროას
სისტემა
31.1035 გრ
1 ტროას ფუნტი 373.2417 გრ
1 ტროას კარატი 0.205 გრ

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 კუბური მეტრი მეტრიკული
სისტემა
1000 ლ.
1 დეკალიტრი 10 ლ.
1 გექტოლიტრი 100 ლ.
1 კუბური ფუტი ამერიკული
სისტემა
28.3168 ლ.
1 კუბური იარდი 764.5546 ლ.
1 ბარელი 158.9872 ლ.
1 გალონი 3.7854 ლ.
1 ბარელი ამერიკული სისტემა
(ფხვიერი მასებისთვის)
115.627 ლ.
1 გალონი 4.4049 ლ.
1 ბუშელი 35.239 ლ.
1 ბარელი ბრიტანული სისტემა
(თხევადი და ფხვიერი
მასებისთვის)
163.65 ლ.
1 გალონი 4.5461 ლ.
1 ბუშელი 36.3688 ლ.

დასახელება (1 ბუშელი) კილოგრამი ევერდიუპოის
სისტემა
სოიოს მარცვალი, ხორბალი, ბარდა, კარტოფილი 27.216 60
ჭვავი, სიმინდი სელი, ფეტვი 25.4 56
ქერი, წიწიბურა 21.77 48
ქერი (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 22.68 50
შვრია (აშშ) 14.52 32
შვრია (კანადა) 15.52 34
შვრია (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 18.14 40
ბრინჯი (გაურჩეველი) 20.41 45
რაფსის თესლი 22.7 50