აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ.
მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
თარიღი  - 12-08-2020
ბოცვერი „შინშილა“
შინშილა არის ძვირფასბეწვიანი ცხოველი. რომელსაც აქვს ძალზე რბილი, გამძლე, ხშირი და ფაფუკი ბეწვი. ის რეკორდსმენია იმით რომ 1სმ კვ-ზე 25 000 ბეწვი ეზრდება და თითო ბეწვის ბოლქვიდან 60-80 ბუსუსი. ის იმდენად მკვრივია რომ პარაზიტები ვერაფერს აკლებენ, ამავდროულად ის რბილი და ნაზია. მას სინაზესთან, ხარისხთან და გამძლეობასთან, ერთად ახასიათებს მონაცრისფრო-მოვერცხლისფრო ფერი. სწორედ ამ ცხოველთან ბეწვის იდენტურობის გამო ბოცვრის ერთერთ სახეობას დაარქვეს „შინშილა“.
მისი ბეწვი 6 ჯერ უფრო დიდია ვიდრე ზემოთ აღწერილი ცხოველის. ის მიღებულია ცისფერი ბავარიული, რუსული და გარეული ბოცვრების შეჯვარებით. 1913 წლის პარიზის გამოფენაზე ამ ჯიშმა მიიპყრო დიდი ყურადრება და პირველივე ათწლეულში გავრცელდა მთელ ევროპაში თავისი ძვირფასი ბეწვის გამო. ამავდროულად აღსანისნავია რომ მას აქვს მეხორცული მიმართულებაც. ის იყოფა 4 ქვესახეობად:
1) ამერიკული
2) ჩვეულებრივი შინშილა
3) გიგანტური შინშილა, რომელიც გამოყვანილია ინგლისში. მათ სელექციისას თავდაპირველი ჯიში შეაჯვარეს გიგანტურ ბოცვერთან. ამ ორმა კომბინაციში შექმნა ადამიანისთვის საინტერესო გენების ნაკრები და საბოლოოდ ძვირფას ბეწვიანი და დიდი მასის ბოცვერი მიიღეს, რომელსაც აქვს შესაბამისად ორი - მეხორცული და ტყავის რეწვის მიმართულება. ამ მოვლენის გამო ეს ახალი ჯიში აღწევს წინამორბედთან შედარებით 2,5კგით მეტს.
4) საბჭოური (რუსული) შინშილა, გამოიყვანეს 1963 წელს, 4 თვისა 5 კგს აღწევს და შეიძლება დაკვლა. მაგრამ თუ არ დაიკვლება ის აგრძელებს ზრდას და ცოცხალი მასა 7-8 კილოგრამს აღწევს. მისი ტანის სიგრძე 60 სმ-ია, გარშემოწერილობა 38 სმ, დიდი მკერდით და საშუალო თავით, სწორად მდგომი ყურებით. მკერდი, მუცელი, თათები და კუდი თეთრი აქვს. სეზონის მიხედვით ოდნავ ფერს იცვლის. ის პირველ ორ თვეში სწრაფად იზრდება შემდგომ კი შედარებით ნელა. დაბადებისას 60-75 გრამია. ორ თვეში 1,8 კგ, 3 თვეში 2,5 – 2,8, 4 თვეში კი 3,5 – 3,7 კგ. 5 კილოგრამს როცა მიაღწევს უკვე
შობს 7-8 ბაჭიას რაც ბევრი ნამდვილად არ არის, ამიტომაც დედას მათი გამოკვება არ უჭირს. ამ ჯიშის გამოყვანისას სელექციონირებმა ყურადღება მიაქციეს, რომ ცხოველი სიცივისადმი ამტანი ყოფილიყო, რუსეთის ცივი კლიმატის გამო. მათვე განსაზღვრეს მისი კიდევ ერთი დადებითი თვისება კერძოდ სპეციალური გარემო პირობებისადმი მოუთხოვნელობა. მისთვის საკმარისია ელემენტარული საარსებო პირობები, ისეთი როგორიცა დროული კვება, საჭირო ტემპერატურის უზრუნველყოფა სეზონის მიხედვით (საჭიროა გალიას ზაფხულში ადგებოდეს ჩრდილი, ზამთარში კი მოვარიდოთ ორპირ ქარს), გალიას ჰიგიენის დაცვა (შეიძლება თივის გამოყენება რომლის დაბინძურების მერეც მოხდება გატანა ან წვრილნახვრეტიანი მავთულბადით გალიის ძირის ჩანაცვლება, რომელიც ფეკალიებს გაატარებს ასევე მნიშვნელოვანია დროული აცრები. საბჭოური (რუსული) შინშილა არაა პრეტენზიული საკვების მიმართ, მის საკვებ რაციონში შედის კომბოსტო, სტაფილო, ზაფხულში მწვანე ბალახი,
ავტორი: დავით ცაცაბაშვილი
Fermeri.Ge ©
კომენტარის დამატება
|
რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას