აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ.
მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
თარიღი  - 21-08-2020
ინდაური ყველაზე დიდია შინაურ ფრინველთა შორის. მათგან ის ასევე გამოირჩევა ხორცში ქოლესტერინის შემცველობის სიმცირით. თანაც უფრო გემრიელი ხორციც აქვს ვიდრე ქათამს. მისი ხორცი დიეტურია და არაა ალერგიული, ამსთან მისი ზომიდან გამომდინარე ნაკლავის მასა ძალიან დიდია, ცოცხალი მასის 85-90% შეადგენს. მისი ხორცი შეიცავს (B) ჯგუფის ვიტამინებს, ასევე დიდი რაოდენობით ფოსფორს, რითაც თევზს უტოლდება.
მისი ღვიძლის შემცველობიდან აღსანიშნავია (k) ვიტამინი და ფილიუმის მჟავა. ზოგადად დედალი ინდაური კვერცხის დებას იწყებს 10-11 თვის ასაკში. კვერცხის ინკუბაცია გრძელდება 28 დღე-ღამე. კვარცხის საშუალო მასა შეადგენს 80-88 გრამს.
შესაძლებელია თითო ფრთა ინდაურიდან მივიღოთ 40-60 მდე და მეტი ინდაურის ჭუკი, რაც 3–4 თვეში 160-200კგ ხორცს მოგვცემს. ინდაური ქათამთან შედარებით მეტ საკვებს და უკეთეს გარემო პირობებს ითხოვს. განსაკუთრებით საყურადრებოა ჭუკები, რადაგნ ადვილად ცივდებიან. 20-25 დღემდე ინდაურის ჭუკებს ამყოფებენ გალიაში, რომლის ძირიც წვრილნასვრეტიანი ბადეაა და დაშორებულია იატაკს გისტომინოზის
შენობის პირობებში მასას უფრო სწრაფად აკრეფს, სადაც გაკეთდება ტიხრები. ასევე საჭირო იქნება შენობის ფართობზე ინდაურების რაოდენობის გათვლა. ცნობილია რომ 1მ 2 -ზე შესაბამისად შეიძლება ვიყოლიოთ 1,5 ზრდასრული , 2,5 საშუალო ზომისდედალი ინდაური, ხოლო მამალი ინდაური კი 1 ცალი შეიძლლება განთავსდეს.
საქართველოში ინდაურის გასადევარზე თავისუფლად გაშვებაა პოპულარული, სადაც საკვების მოძიებას დამოუკიდებლად ახერხებს, თუმცა ეს იმას არ ნისნავს რომ საკვების მიცემა შევაჩეროთ. მისი კვება დიდად არ განსხვავდება ქათმის კვებისგან, თუმცა მასთან შედარებით ცოტა უფრო მეტი ცილოვანი საკვები სჭირდება. ახლად ინკუნირებულ ჭუკებს მათი კუჭნაწლავისთვის ადვილად ასათვისებელი
რაც შეეხება წყალს ის მუდმივად უნდა იყოს მის სიახლოვეს ისე რომ ფრინველს შეეძლოს ტანის დასველების გარეშე დალევა, როცა მოუნდება.
ისევე როგორც ყველა ცხოველს თუ ფრინველს
საქართველოში ინდაურის შესახებ პირველ ცნობებს ვახუშტი ბაგრატიონი გვაწვდის, რაც XVII საუკუნით თარიღდება. სიტყვა ინდაურიდან თუ ვიმსჯელებთ მისი წარმოშობა ინდოეთიდან უნდა იყოს, თუმცა თვითონ ინდოელები თურქულს უწოდებენ, ასე სხვა ბევრ ევროპულ ენაშიც. თუმცა თურქული ენის მიხედვით კი ის ინდოეთიდანაა, რეალურად მისი წარმოშობა ჩრდილოეთ ამერიკას უკავშირდება, ამას ადასტურებს იქ ჩასული პირველი ევროპელების ჩანაწერები. მისი წარმოშობის კვალის აბნევა კი ვაჭრებს უნდა მივაწეროთ, რომლებიც ამ ფრინველს იმ ქვეყნის სახელს ეძახდენენ საიდანაც მოყავდათ იგი.
ფართოდ გავრცელებული ინდაურის ჯიშები:
1) თიანეთური ჩალისფერი ინდაური. ის გამოყვანილია ზოოტექნიკოს ნანა ანთაძის მიერ. ახასიათებს მაღალი ამტანობა ტემპერატურისადმი, კარგად შეუძლია მინდოში დამოუკიდებლად
2) თეთრი, ფართოგულმკერდიანი ინდაური. ამ ჯიშის ინდაურებს აქვთ მოცულობითი მკერდი და მძიმე სხეული. თავი აქვთ წაგრძელებული, მონაცრისფერო წითელი გამონაყრით. მთლიანობაში თეთრები არიან, მაგრამ მკერდზე ამშვენებთ რამდენიმე შავი ბუმბული. მამალი იზრდება 17-22 კილომდე, დედალი კი 10 კგ მდე. იმის გამო რომ ეს ჯიში კარგადა მოშინაურებული, გალიაში მშვენივრად გრძნობს თავს.
3) დიდი ნაჯვარი БИГ6 ინდაური. ახასიათებს წონის სწრაფი ზრდა და დიდი პროდუქტიულობა. გამოირჩევა ნაყოფიერებით. დებს 100 მდე კვერცხს. ძლიერი აღნაგობისაა. კისერი და ფეხები გრძელი აქვს. ტანით თეთრია, მკერდზე პატარა შავი ლაქა აქვს, ფეხებზე კი ყვითელი ფერი გადაკრავთ. სწორი კვების შემთხვევაში ფრინველები
4) ინდაური БЮТ8. რადგან ახალი გამოყვანილი ჯიშია ჯერ პოპულარობა არ მოუპოვებია. ფრინველის საყურე დიდია, რაც ისედაც დიდ ფრინველს მასას კიდევ უფრო უზრდის. მისი კისერი თაღს წააგავს და წაგრძელებულია, ფეხებიც ასევე გრძელი აქვს. მამლი ინდაურის წონა 27 კგ-ია, დელის კი 10 კგ, დებს 100 ცალ კვერცხს.
5) თეთრი მოსკოური ჯიში. ის ძალიან წააგავს დიდ ნაჯვარ N6-ს. ის მთლიანად თეთრია, მკერდზე აქვს შავი ლაქა. მათ შორის განსხვავება წონაშია. მამალი 16 კგ-ია დედალი 8 კგ. რადგან არ არიან მოთხოვნადი გარემო პირობებისადმი ის შინამეურნეობებისთვის შესანიშნავი კანდიდატია. მას ასევე ახასიათებს ადვილად ადაპტირება გარემო პირობებთან.
6) შავი ტიხორეცული. კარგად მრავლდება როგორც ღია ცის ქვეშ, ასევე შენობაში. ფრინველებს კარგი და მკვრივი კუნთური მასა აქვთ. მთლიანობაში შავია. ბუმბული ულიცლიცებს და გადადის სპილენძის ფერში. მამალი 10 კგ-ია. დედალი კი 5 კგ.
7) ჩრდილოეთ კავკასიური ბრინჯაოსფერი ჯიში. ის ხშირად გვხვდება მეურნეობებში. ისინი სხვა ჯიშებთან შედარებით
წყაროები. ნ. ანთაძე, მეფრინველეობა, თბილისი, 1966 ნ. ანთაძე სანაშენე მუშაობა მეფრინველეობაში. თბილისი 1973 რ. მიტიჩაშვილი. რ. ნოზაძე. ა. ჩაგელიშვილი ფრინველების გენეტიკა და სელექცია. სტატისთვის ინფორმაცია ნაწილობრივ აღებიულია: აგროკავკასიისდან. ელკანადან
ავტორი: დავით ცაცაბაშვილი
Germeri.Ge ©
კომენტარის დამატება
|
რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას