ფერმერთა და მეწარმეთა სიანფორმაციო-სოციალური პორტალი გაიგე მეტი
X

 აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
   საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ. 
  

   წესები და პირობებიშეგახსენებთ რომ, თქვენს მიერ მომზადებული მასალა (სტსტია, ინტერვიუ, რეპორტაჟი) უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს,.........................................................................................................ასევე პორტალის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ წსებს.
   მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
  
 
 
 Fermeri.ge გისურვებთ წარმატებებს!
ცისარტყელასებრი კალმახი და მისი წარმოება
ავტორი - admin
თარიღი  - 07-09-2020

    ცისარტყელასებრი კალმახი და მისი წარმოება

                                                             დღესდღეობით ქვეყანას თევზით შეუძლია თავის მოთხოვნილების 10 % დააკმაყოფილოს, დანარჩენი 90 % იმპორტირებულია. აქედან გამომდინარე, ამ ბიზნესს დიდი მომავალი აქვს საქართველოში, რადგან ადგილობრივ საქონელს დიდ მანძილზე გაადადგილება არ უწევს, იმპორტირებულისგან განსხვავებით უფრო ხარისხიანია და უფრო ხანგრძლივია შენახვის ვადა. სწორედ თევზეულზეა დამოკიდებული ისეთი მნიშვნელოვანი ნივთიერების მიღება როგორიცაა Omega 3, მისი გამომუშავების უნარი ორგანიზმს არ გააჩნია ამიტომაც ადამიანმა ის საკვებიდან უნდა მიიღოს. მისი დეფიციტი იწვევს დეპრესიას, გადაღლილობას, ინტელექტის დაქვეითებას, გულსისხლძარღვთა დაავადებებს, კანის გაუხეშებას, ნივთიერებათა ცვლის შენელებას. აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა რომ ეს ნივთიერება (ლიპიდებს) ცხიმებს მიეკუთვნება ის არ ასუქებს ადამიანს, პირიქით ხელს უწყობს ფორმაში


ჩადგომას, თანაც ზრდის მშრალი კუნთის მასას.

 

თევზის მეურნეობისთვის პირველ რიგში საჭიროა აუზის მოწყობა. სადაც მათემატიკურად გაითვლება და გაკონტროლდება შემომავალი და გამავალი წყალი. აუცილებელია წყლის ხარისხის კონტროლი. მისი ჟანგბადის შემცველობა 80%-ზე მეტი უნდა იყოს. Ph 6.5-8.2 (7,5 ოპტიმალური). ბიოქიმიური ჟანგბადის მოთხოვნილება (ბჟმ) კი 4 მლ/ლ. დაჟანგვა 15 მგ/ლ-მდე. რკინის შემცველობა 0,5 მგ/ლ-მდე. ამიაკის შემცველობა 0,2 მგ/ლ-მდე. ნახშირორჟანგის შემცველობა 5მგ/ლ-მდე.

 

ცისარტყელასებრი კალმახისთვის ოპტიმალური წყლის ტემპერატურა 14-18 გრადუსია. შეიძლება ცოტა ხნით 25 გრადუსამდე და მეტადაც ტემპერატურურის მომატება. თუ წყლის ტემპერატურა დიდხანს იქნება 22 გრადუსზე მეტი თევზის წარმოება მნიშვნელოვნად დაიკლებს. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს წყლის რაოდენობას. ერთი ტონა გასაყიდი თევზის მოსაყვანად, მაღალ ტემპერატურათა „კრიტიკულ“ პერიოდში, ანუ ივლისიდან სექტემბრამდე, საჭიროა 5-დან 15 ლ/წმ – მდე, 15 დან 22 გრადუსამდე ტემპერატურის წყლით უზრუნველყოფა. წყლის კასკადი რაც უფრო ზემოდან ეცემა კალმახის საგუბარს მით


უფრო მეტი ჟანგბადს აითვისებს 20 სმ-წვეთზე 1მგ/ლ. სავარაუდოდ, კალმახი წყალში ჟანგბადის მხოლოდ 40% -ს იყენებს. თუ ავირებთ რომ წყლის ტემერატურა 20 გრ-სია, მაშინ ზრდასრული კალმახის მიერ  ჟანგბადის მოხმარება იქნება შემდეგი: 0,06მგ/კგ. წონაზე. ხოლო ლიფსიტისათვის: 0,1მგ/კგ.წონაზე.

 

კომერციული თევზის მასის გაანგარიშება გარკვეული წყლის მოხმარების დროს გამოითვლება ფორმულით.

 

G = Q * O2 / Z

 

G - თევზის მასა

 

Q - წყლის მოხმარება ლ / წმ.

 

О2 - ხელმისაწვდომი ჟანგბადის შემცველობა მგ О2 / ლ

 

Z- ჟანგბადის მოხმარება მგ O2 / კგ თევზში / წამში.

 

აუზებს შორის წყლის დონის განსხვავებით შეიძლება წყლის მასის გადადგილება მაღლიდან დაბლისკენ, რაც საშუალებას იძლევა ორჯერ ან სამჯერ გამოიყენოს ერთი და იგივე წყალი. ამრიგად, არსებული გამოცდილების თანახმად, წყლის კასკადთან ერთად, ჟანგბადის შემცველობით შემცირებული 60%-მდე (ტბორიდან გადინებისას), წვეთის ყოველ 20 სმ-ზე შეიძლება მივიღოთ ჟანგბადის შემცველობის ზრდა დაახლოებით 1 მგ/ლ. 
მამრობითი კალმახი 2 წელიწადში , მდედრობითი კი 3 წელიწადში აღწევს


სიმწიფის ასაკს. მათი გარჩევა მარტივია: მამალს ყბა აქვს წინ წამოწეული, ცოტა მაღალზე, დედალს კი- სწორი აქვს.
თევზის მიერ ქვირითის დაყრას ტოფობა ჰქვია. კალმახის ნაყოფიერება არის 1200-1500 კვერცხი/კგ მდედრის წონაზე, საიდანაც 10-12 ათასი და მეტი ლიფსიტი შეიძლება გამოიჩეკოს. 

 

მდედრის მზადყოფნა ქვირითის დასაყრელად მოწმდება ყოველ კვირას, ქვირითიანი თევზის მუცელი არის რბილი და გაბერილი, რაც ხელით და თვალით ადვილად აღსაქმელია. მისი ქვირითის იმპორტირება შეიძლება მთელი წლის მანძილზე. დღეისათვის კალმახის ხიზილალის მიღება შეიძლება სექტემბრიდან მაისამდე, ანუ თითქმის მთელი წელი. ქვირითის მისაღებად თევზს აძინებენ, ამშრალებენ და ათავსებენ ცარიელ ჯამში. შემდგომ უბრალოდ ხელის ფრთხილი მოძრაობით ლაყუჩებიდან კუდის მიმართულებით ხელს უსვამენ, ისე რომ შინაგანი ორგანოები არ დაუზიანონ ან ნეკნი არ გაუტეხონ, გამოდევნიან ქვირითს და საერთო თასში აგროვებენ. ამ პროცეს მოწველვა ჰქვია, იგივენაირად იქცევიან მამრის შემთხვევაშიც, როცა სპერმის მიღება სურთ გასანაყოფიერებლად. წველის პერიოდი 10-15 ნოემბრიდან 10-15


მარტამდე გრძელდება. 10-15 მდედრის ქვირითი შეიძლება განაყოფიერდეს 10-15 მამრის სპერმით.
                   

 

 

 

 

გასანაყოფიერებლად შემდეგნაირად იქცევიან: ქვირითიან ჯამს ჯვარედინად ასხამენ მამრის სპერმას და ურევენ რომ ყველა მარცვალი განაყოფიერდეს. მოსარევად იყენებენ სპეციალური სამეფო ბატის ბუმბულს, რომელიც არ სველდება და იმდენად რბილია რომ არ აზიანებს ქვირითს. შემდგომ ამატებენ წყალს და ტოვებენ 5-10 წუთით, რომ განაყოფიერდეს. ამის მერე გამდინარე წყალს მიუშვებენ ფრთხილად და თეთრ ქვირითის მარცვლებს ამოკრეფენ გადასაყრელად, ამას მოყვება ქვირითის გადატანა ჯარაში სადაც აჩერებენ ორი საათი, რომ მთლიანად განაყოფიერდეს. შეიძლება ასევე ჯარას ნაცვლად მათი მოთავსება სპეციალურ აპარატში სადაც 100 ათას ქვირითის მარცვალზე უნდა იყოს 24 ლ/წთ-ში წყალი, შემდეგ კი - 50 ლ წუთ-ში. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 4-10 გრადუსი. ინკუბაციის დრო შეადგენს, 340დღეგრადუსს.
დაახლებით 1 კვირის შემდეგ გამოიჩეკებიან ლიფსიტები რომლებიც გადაყავთ


სათლებში და იწყებენ მათ კვებას. სათლის ერთ კვადრატულ მეტრზე სიმჭიდროვე უნდა იყოს 10 ათასი ლიფსიტა. ხოლო წყლის ხარჯი უნდა შეადგენდეს 10-40 ლ/წუთ-ში. ლიფსიტების გამოსაზრდელად საჭირო წყლის ტემპერატურა უნდა აღემატებოდეს 3 გრადუსს. კვების დაწყებიდან 10-15 დღეში გადაყავთ სხვა აუზში. ლიფსიტებს კვებავენ 8-12 ჯერ დღეში, შემდგომ კი ნელნელა ამცირებენ მათ რაოდენობას. ლიფსიტების გამოსაზრდელი აუზი უნდა გაიწმინდოს ყოველდღიურად. როდესაც ლიფსიტები მიაღწევენ დაახლოებით 5 გრამს, მათ ახარისხებენ. არ შეიძლება მრგვალკუდიანი თევზის გამოყენება საჯიშედ რადგან სიცოცხლის უუნაროს იზძლევა ნაყოფს. თევზის გვერდები არ უნდა იყოს დეფორმირებული. ჯანმრთელი თევზის კუდი და ფარფლები უნდა იყოს გრძელი.

 

ცისარტყელასებრი კალმახის განაყოფიერების შემდეგ, როდესაც საჭირო იქნება თევზის ახალ აუზში გადაყვანა მას აშიმშილებენ მინიმუმ ორი დღე, უკეთესი იქნება 4-5 დღე. 20-25 თეთრი ღირს 5 გრამიანი ცისარტყელასებრი კალმახი. სანამ ლიფსიტა 5 გრამს მიაღწევს მისი გაზრდა უფრო ძნელია, ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საკვების


რაოდენობას. თუ ბევრს აჭმევენ დაიხოცებიან და თუ ცოტას- არ გაიზრდებიან. განსაკუთრებით სათუთია 5 გრამამდე ლიფსიტას საჭმლის მომნელებელი სისტემა. აუცილებელია თევზის აწონვა საიდანაც მისთვის პროცენტულად გამოითვლება საკვები. საკვებად იყენებენ კორმას და ხამსას. თუმცა ხამსა თავის სუნს აძლევს თევზს.

 

 ავტორი: დავით ცაცაბაშვილი

Fermeri.Ge ©

 



R E K L A M A
A-1

კომენტარები (0)
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება




მონიშნეთ, თქვენ არ ხართ რობოტი

X
კომენტარის დასამატებლად
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

მოამბე

დააფიქსირე საკუთარი აზრი
 Ñîçäàåì îïðîñ ñâîèìè ðóêàìè

რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას



R E K L A M A

ახალი თემები ფორუმზე

ბლოგებიდან

R E K L A M A



<< >>
  • კვ
  • ორ
  • სამ
  • ოთ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  •  
  •  
  •  
  •  


C-1 C-2 C-3 C-4 C-5 C-6 C-7 C-8 C-9 C-10 C-11 C-12 C-13 C-14 C-15 C-16 C-17 C-18 C-19 C-20 C-21 C-22 C-23 C-24 C-25 C-26 C-27 C-28

იყავი საქმის კურსში
ლარის კურსი
საწვავის ფასი
სუპერი ecto100
სუპერი ecto
პრემიუმ ავანგარდი ecto
ევრო რეგულარი
ევრო დიზელი ecto
ბირჟა სასაქონლო ნედლეული

Цены на сырьевые товары от Investing.com Россия.
საზომი ერთეულების ცხრილი

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 ტონა გრძელი ევერდიუპოის
სისტემა
1016.047 კგ
1 ტონა მოკლე 907.185 კგ
1 ცენტნერი(გრძელი) 50.802 კგ
1 ცენტნერი(მოკლე) 45.359 კგ
1 ფუნტი 0.454 კგ
1 უნცია 28.3495 გრ
1 დრახმა 1.7718 გრ
1 გრანი 0.648 გრ
1 ტროას უნცია ტროას
სისტემა
31.1035 გრ
1 ტროას ფუნტი 373.2417 გრ
1 ტროას კარატი 0.205 გრ

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 კუბური მეტრი მეტრიკული
სისტემა
1000 ლ.
1 დეკალიტრი 10 ლ.
1 გექტოლიტრი 100 ლ.
1 კუბური ფუტი ამერიკული
სისტემა
28.3168 ლ.
1 კუბური იარდი 764.5546 ლ.
1 ბარელი 158.9872 ლ.
1 გალონი 3.7854 ლ.
1 ბარელი ამერიკული სისტემა
(ფხვიერი მასებისთვის)
115.627 ლ.
1 გალონი 4.4049 ლ.
1 ბუშელი 35.239 ლ.
1 ბარელი ბრიტანული სისტემა
(თხევადი და ფხვიერი
მასებისთვის)
163.65 ლ.
1 გალონი 4.5461 ლ.
1 ბუშელი 36.3688 ლ.

დასახელება (1 ბუშელი) კილოგრამი ევერდიუპოის
სისტემა
სოიოს მარცვალი, ხორბალი, ბარდა, კარტოფილი 27.216 60
ჭვავი, სიმინდი სელი, ფეტვი 25.4 56
ქერი, წიწიბურა 21.77 48
ქერი (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 22.68 50
შვრია (აშშ) 14.52 32
შვრია (კანადა) 15.52 34
შვრია (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 18.14 40
ბრინჯი (გაურჩეველი) 20.41 45
რაფსის თესლი 22.7 50