ფერმერთა და მეწარმეთა სიანფორმაციო-სოციალური პორტალი გაიგე მეტი
X

 აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
   საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ. 
  

   წესები და პირობებიშეგახსენებთ რომ, თქვენს მიერ მომზადებული მასალა (სტსტია, ინტერვიუ, რეპორტაჟი) უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს,.........................................................................................................ასევე პორტალის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ წსებს.
   მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
  
 
 
 Fermeri.ge გისურვებთ წარმატებებს!
კაკალი. ნიგვზის ხე
ავტორი - admin
თარიღი  - 14-09-2020

                                                      კაკალი (ნიგვზის ხე)

არქეოლოგიური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ კაკლის სამშობლო ერაყია, რადგან მისი ყველაძე ძველი ნიმუში, ძვ.წ. 8000 წლის წინანდელი, ამ ქვეყანაშია ნაპოვნი. თუმცა დამკვიდრებული აზრის მიხედვით მის სამშობლოდ ირანი ითვლება. ძვ.წ VII-V საუკუნეების მოღვაწე პლინუსი წერდა რომ ეს კულტურა ბერძნებმა სპარსეთის მეფის კიროსის ბაღებიდან წამოიღეს. როგორც ჩანს ეს კულტურა ჩვენთანაც შემოვიდა, მისი საქართველოში არსებობის შესახებ ძვ.წ.აღ VI-IV საუკუნის ბერძნული წყაროები იუწყებიან. დროის ისტორიულ მსვლელობასთან ერთად საქართველოში ჩამოყალიბდა და გავრცელდა კაკლის სხვადასხვა ჯიშები, რომლებიც განსხვავდებიან ვარჯის ფორმირებით, ნაყოფის ფორმით და რაოდენობით, ესენია: ავენიუსი- 100-120კგ/ხე, აკურა- 23-25კგ/ხე, ალაზანი- 113 კგ/ხე , ანანო- 5,5კგ/ხე, არაგვი- 20კგ/ხე, აწყური- 30კგ/ხე, გარეჯი- 150კგ/ხე, გორული- 10-11კგ/ხე, ვანი- 80,5კგ/ხე, ვაშლიჯვარი N1- 50კგ/ხე, თბილისური N6- 55კგ/ხე, კასპურა- 25კგ/ხე , მანავური-


35კგ/ხე, მანგლისურიN1- 35 კგ/ხე, ნუგო- 15,5-16კგ/ხე, უჯარმა- 20კგ/ხე, ფორმა N5- 15,5კგ/ხე, წეროვანი- 20კგ/ხე.
     

 

მისი მკვახე ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით. მასში არის ფლავინოიდები, გლიკოზიდები, კაროტინი, ეთერზეთები, ორგანული მჟავები, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, სპილენძი, კობალტი, თუთია ასევე ვიტამინები „B6“ და „E“ რომელიც აუცილებელია ორსულთათვის, რომ ჩვილი ფორმირდეს. მასში არის ისეთი ძვირფასი ნივთიერება როგორიცაა Omega 3, რომელიც ორგანიზმში არ წარმოიქმნება. 100 გრამი ნიგოზი 654 კილო კალორიას შეიცავს.

ნებისმიერი მცენარის დარგვამდე აუცილებელია ნიადაგის შესწავლა. არც კაკალია გამონაკლისი, ის თავს კარგად გრძნობს თიხნარ და თიხა-კირიან ნიადაგზე, ვერ ეგუება ეწერს. აქვს ძლიერი ფესვთა სისტემა, ამიტომაც ქვიან ნიადაგსაც შეუძლია შეეგუოს. ის სინათლის და სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომაც არ შეიძლება მისი დარგვა ჩრდილში. არ უყვარს ჭარბი ტენი. მოზრდილი კაკალი იტანს მინუს 30-35°C-ს ყინვას. თუმცა ყვავილები სათუთი აქვს და გაზაფხულის წაყინვებმა


შეიძლება დააზიანოს. ნიადაგის მჟავიანობა უნდა იყოს pH 5,5-8 შუალედში. არ შეიძლება მისი შენობასთან ახლოს დარგვა, მითუმეტეს თუ დიდი ჯიშის ხეებს რგავთ, რადგან ძლიერმა ფესვთა სისტემამ შეიძლება

დააზიანოს შენობის საძირკველი. ის მეხს იზიდავს, ცნობილია ფაქტები როცა კაკალს ეცემა მეხი და არა გვერდით მდგომ სხვა ხეს. ეს მეორე მიზეზია ამ კულტურის სახლიდან დისტანცირების. მისი ფესვები ღრმად ჩადის მიწაში, მას აქვს მთავარღერძა ფესვთა სისტემა. კაკლისთვის არ შეიძლება გრუნტის წყლის სიახლოვე 2-3 მეტრ სიღრმეზე. ამ დორს ხე ნელ ნელა იწყებს კვდომას, მაგალითად 10-11 წლის ხეებს, როცა სრულ მსხმოიარობაში უნდა იყვნენ წესით ხმობის ნიშნები გამოუვლინდებათ. ეს განსაკუთრებით სამწუხარო ამბავია, გამომდინარე იქედან, რომ გვიან ხდება ამ პრობლემის აღმოჩენა და სწორი გადაწყვეტილების მიღება უკვე დაგვიანებულია.

თუ პატარა ტანის ხეები ირგვება მაგალითად ჩენდლერის, აუცილებელია დისტანცირება 5-6 მ ფესვთა და 7-8 მ რიგთა შორის. ადრე დიდი ჯიშის ხეებს 10-10, 12-12, 14-14. დისტანცირებითაც რგავდნენ. ფერდობზე ხეების დარგვისას დაშორება მცირდება,


მაგალითად თუ 5მ დაშორებით იყო სწორ ზედაპირზე დასარგავი, ფერდობზე შეგიძლიათ 3,5მ შეამციროთ დისტანცია. მისი მთავარი მავნებელი ვაშლის ნაყოფჭამიაა, რომელსაც შეუძლია 80-90% მოსავლის განადგურება, ამიტომაც აუცილებელია მისი შეწამვლა. დაავადებებიდან აღსანიშნავია მარსონიოზი იგივე ანთრაქნოზი, რომლის სიმპტომიც ფოთოლზე და ნაყოფზე შავი ლაქაა. თავდაცვისთვის აუცილებელია ფუნგიციტებით დამუშავება. როცა კაკლის ვარჯი დაბალია, მავნებლები უფრო მარტივად აღწევენ მასთან. დღევანდელ საქართველოში ჩენდლერის ჯიში პოპულარულია, მისი დაბალი ტანით, თხელი ნაჭუჭითა და გამოსავლიანობით 50% დან 60%-მდე. მისი სიდაბლე აადვილებს მოსავლის აღებას. მეორე წლიდან ნიშანი აქვს, სრულ მსხმოიარობაში შედის 8 წლის. სჭირდება საკმაო რაოდენობის შეწამვლა და რწყვა, „იდეალისგან“ განსხვავებით, რომელიც ამტანია სიმშრალის და მავნებელ დაავადებებთან მიმართ. „ჩენდლერი“ მისი დაბალი ტანის მიუხედავად საკმაოდ მოსავლიანია, ძირზე 35 კგ მაქსიმუმ. ის ზემოთ დასახელებულ ბევრ ქართულ ჯიშს ჩამოუვარდება ერთ ძირიდან მიღებული მოსავლის რაოდენობით, თუმცა

ეს ანაზღაურდება მისი განვითარებისთვის საჭირო სივრცის სიმცირით, რაც საშუალებას იძლევა ერტნაირი ფართობის ტერიტორიაზე მეტი ძირი დაირგოს ვიდრე დიდი ჯიშის ხეები. ერთ ჰექტარზე დაახლოებით 10-12 ტ საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

კაკლის ხარისხის ტრადიციული გასინჯვის მეთოდი ასეთია: ნიგოზს ფრჩხილის დაჭერით წვენი უნდა გამოუვიდეს, რაც მის მაღალ ცხიმიანობას მიუთითებს, თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ცხიმიანობით არ განსაზრვრავენ ხარისხს. გასათვალისწინებელია რომ ნიგოზში რაც მეტია ცხიმის შემცველობა მით უფრო მალფუჭებადია. კაკალი მრავლდება მყნობით და ნაყოფით. მწიფე ნიგვზისგან ხდიან ზეთს. თვითონ კაკლის ხე კი ძვირფასი ხის მასალაა.

მყნობა

არსებობს კვირტით და კალმით მყნობა, ამისთვის კარგი პერიოდია ივნის-ივლისი. კალმების აღება შეიძლება ადრეულ გაზაფხულზე. კალმით მყნობისას საჭიროა იყოს ახალგადაჭრილი ძირი, რომელსაც ბასრი დანით გაუსწორდება კუთხეები, უნდა დამუშავდეს მხოლოდ კანი, გულს არ ვეხებით. 25სმ ახალმოჭრილ კალამს წავაჭრით წვერს, შემდეგ ძირს დავუცერავებთ 30-45 გრადუსით, ისე, რომ


გრძლად დარჩეს კანიც, რომელსაც საპირისპირო მხრიდან ცერად მოვათლით. შემდგომ ჩამოვათლით მესამე მხარესაც, რომ გავზარდოთ საძირეზე შეხების ზედაპირი, ოღონდ სწორად და არა დაცერავებით. მეოთხე მხარეს კი ხელშეუხებელს ვტოვებთ. საძირეზე კანი ჩაიჭრება ვერტიკალურად და გადაიწევა, რაშიც მოთავსდება კალამი, ისე რომ კვირტები ზემოთ იყოს მიმართული.

შემდგომ ჩამოეფარება ბოთლი და ჩაიყრება მიწა ჭურჭლის შუამდე, საჭიროა ნაჭრის რამდენჯერმე შემოხვევა კაკლის სანამყენეზე, უნდა ვაცადოთ 100 დღე, შემდგომ საჭირო იქნება ზედა გამხმარი ნაწილის მოშორება, რომ უფრო კარგად განვითარდეს ნამყენი.

ნაყოფით გამრავლება

თავდაპირველად უნდა შეირჩეს დიდი ზომის, ვიზუალურად კარგი, ჯანმრთელი, ნაყოფი, რომელსაც არ გადაჰკრავს ყვითელი, არ ექნება რაიმე სოკოვანი დავადება, შავი ლაქა და ა.შ. კარგი კაკლის შერჩევის შემდეგ საჭიროა მისი 24 სთ წყალში მოთავსება, ერთ დღე-ღამეში უკვე დაიწყება მასში გაღვივების პროცესი, ამის შემდეგ კი შეგიძლიათ გადაიტანოთ ნიადაგში. 3 დან 6 დღემდე გაიხსნება ნაჭუჭი, ამიტომაც არ შეიძლება უფრო


დიდხანს მისი წყალში გაჩერება სადაც ის დაიწყებს მომავალი ნერგისთვის საჭირო ნივთიერებების წყალში გაშვებას, რაც გამოუსადეგარს გახდის მას.
      

 

მიზანშეწონილია ნაყოფის ნიადაში დაწვენა ან წვერით მაღლა ჩადება. არაა სწორი წვერით დაბლა მოთავსება, რადგან ღვივი ზედმეტად დაშორდება მიწის ზედაპირს და დრო გაიწელება. ნაყოფით გამრავლებისას შეიძლება რამდენიმე სირთულეს წავაწყდეთ. როგორიცაა: მავნებლი ცხოველები, ლპობა, ნაჭუჭის გაუხსნელობა და ა.შ ამიტომ არასწორია მისი სიღრმეში ჩადება. შეიძლება მისი ჩადება 70სმ სიღრმეზე მაგრამ ასე ვერ გაიგებთ რაიმე პრობლემის შესახებ დროულად, ამიტომ ოპტიმალურია იქნება 2-3სმ სიღრმე. უმჯობესია მისი შენობის პირობებში გაჩერება სადაც გაკონტროლდება. ახლად ამოსული კაკლის ნერგი უნდა მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს, ამიტომაც გვიან გაზაფხიულზე არაა რეკომენდირებული მისი გაღვივერბა, განსაკუთრებით კრიტიკული პერიოდია მისთვის მიწაში ჩადებიდან პირველი ფოთლის გამოსვლამდე. თუ შემოდგომაზე დაიწყებთ მის


გაღვივებას და ზამთარი ახლად ამოსულ ღვივს მოუსწრებს, მიაყარეთ მიწა ან ჩამოაცვით თავზე ყუთი, ისე რომ ფიზიკურად არ შეეხოს მას, რომელიც შუადღეს ჰაერაციის მიზნით მოეხსნება.

თუ სიცივე მას მაინც გაახმობს იცოდეთ რომ დიდი ალბათობით მიწისქვეშა ნაწილები მაინც ცოცხალია. როდესაც ღვივს ნაჭუჭის გარეთ გამოიტანს შეიძლება მან დაისვენოს და ზრდა 2-3 თვე ან მეტი შეწყვიტოს, რაც არა საგანგაშო. დასვენების პერიოდი

დამოკიდებულიოა ჯიშზე. როდესაც ის გაიღვიძებს დაემჩნევა თეთრი წერტილები საიდანაც შემდგომ ფესვი გამოვა.

კაკალის ნაჭუჭი გადაიდრიკება და გაღვივებისას წვეროს მხრიდან გაიხსნება, სწორედ წვეროსთანაა თესლი რომელის საკვები მარაგიც ნიგოზია. არსებობს იმის ალბათობა, რომ ნაჭუჭი კარგად არ გაიხსნას, ზოგიერთი ჯიშის კაკალის ნაჭუჭი უშუალოდ წვეროსთან შეხორცებულია, რაც ძალიან დააგვიანებს მის გარეთ გამოტანას ან შეუძლებელს გახდის საერთოდ. ამიტომ საჭიროა დახმარება და წვეროს ძალიან ფთხილად გახეხვა ქლიბით, მცირე ძალდატანებამაც შეიძლება დააზიანოს ღივი, რომელიც სწორედ წვეროსთანაა მოთავსებული და კაკალი


სანერგედ გამოუსადეგარი გახადოს.

დროთა განმავლობაში ნაჭუჭების ორი ნაწილი ერთმანეთს დაშორდება, და ნერგის საპირისპირო მხარეებზე მოექცევა, ისინი მცენარეს ზრდა განვითარებაში ოდნავადაც არ შეუშლიან ხელს, მისი დროზე ადრე მოცილება კი მცენარეს ნამდვილად დააზიანებს.

კულინარია

ქართული სამზარეულო წარმოუდგენელია ნიგვზის გარეშე თამამად შეიძლება ითქვას რომ ნიგვზით შენელებული ქართული საჭმელი ნამდვილად ჩვენი ეროვნული მიგნებაა. ძნელად ნახავთ ქვეყანას სადაც ერთი კერძის მომზადებაში ამდენ ნიგოზს ხარჯავენ. ნიგვზის გამოიყენება შეიძლება ჩვენთან როგორც ხორციანი ასევე ყველა ბოსტნეული და ბალახეული-მხალეული კერძებისთვის. ქართული კულინარიისთვის საამაყოა ნიგვზიანი: მწვანე ლობიო, ხარჩო, იახნი, ბადრიჯანი, კუჭმაჭი, აჭარული ჩირბური, ასევე ყველასთვის ცნობილია საცივი, ჩურჩხელა და გოზინაყი.

პ.ს ნიგვზის გასმით შეიძლება ამოივსოს ავეჯის წვრილი ნაკაწრები.

ავტორი: დავით ცაცაბაშვილი
 Fermeri.Ge ©



R E K L A M A
A-1

კომენტარები (0)
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება




მონიშნეთ, თქვენ არ ხართ რობოტი

X
კომენტარის დასამატებლად
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

მოამბე

დააფიქსირე საკუთარი აზრი
 Ñîçäàåì îïðîñ ñâîèìè ðóêàìè

რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას



R E K L A M A

ახალი თემები ფორუმზე

ბლოგებიდან

R E K L A M A



<< >>
  • კვ
  • ორ
  • სამ
  • ოთ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  •  
  •  
  •  
  •  


C-1 C-2 C-3 C-4 C-5 C-6 C-7 C-8 C-9 C-10 C-11 C-12 C-13 C-14 C-15 C-16 C-17 C-18 C-19 C-20 C-21 C-22 C-23 C-24 C-25 C-26 C-27 C-28

იყავი საქმის კურსში
ლარის კურსი
საწვავის ფასი
სუპერი ecto100
სუპერი ecto
პრემიუმ ავანგარდი ecto
ევრო რეგულარი
ევრო დიზელი ecto
ბირჟა სასაქონლო ნედლეული

Цены на сырьевые товары от Investing.com Россия.
საზომი ერთეულების ცხრილი

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 ტონა გრძელი ევერდიუპოის
სისტემა
1016.047 კგ
1 ტონა მოკლე 907.185 კგ
1 ცენტნერი(გრძელი) 50.802 კგ
1 ცენტნერი(მოკლე) 45.359 კგ
1 ფუნტი 0.454 კგ
1 უნცია 28.3495 გრ
1 დრახმა 1.7718 გრ
1 გრანი 0.648 გრ
1 ტროას უნცია ტროას
სისტემა
31.1035 გრ
1 ტროას ფუნტი 373.2417 გრ
1 ტროას კარატი 0.205 გრ

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 კუბური მეტრი მეტრიკული
სისტემა
1000 ლ.
1 დეკალიტრი 10 ლ.
1 გექტოლიტრი 100 ლ.
1 კუბური ფუტი ამერიკული
სისტემა
28.3168 ლ.
1 კუბური იარდი 764.5546 ლ.
1 ბარელი 158.9872 ლ.
1 გალონი 3.7854 ლ.
1 ბარელი ამერიკული სისტემა
(ფხვიერი მასებისთვის)
115.627 ლ.
1 გალონი 4.4049 ლ.
1 ბუშელი 35.239 ლ.
1 ბარელი ბრიტანული სისტემა
(თხევადი და ფხვიერი
მასებისთვის)
163.65 ლ.
1 გალონი 4.5461 ლ.
1 ბუშელი 36.3688 ლ.

დასახელება (1 ბუშელი) კილოგრამი ევერდიუპოის
სისტემა
სოიოს მარცვალი, ხორბალი, ბარდა, კარტოფილი 27.216 60
ჭვავი, სიმინდი სელი, ფეტვი 25.4 56
ქერი, წიწიბურა 21.77 48
ქერი (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 22.68 50
შვრია (აშშ) 14.52 32
შვრია (კანადა) 15.52 34
შვრია (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 18.14 40
ბრინჯი (გაურჩეველი) 20.41 45
რაფსის თესლი 22.7 50