ფერმერთა და მეწარმეთა სიანფორმაციო-სოციალური პორტალი გაიგე მეტი
X

 აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
   საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ. 
  

   წესები და პირობებიშეგახსენებთ რომ, თქვენს მიერ მომზადებული მასალა (სტსტია, ინტერვიუ, რეპორტაჟი) უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს,.........................................................................................................ასევე პორტალის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ წსებს.
   მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
  
 
 
 Fermeri.ge გისურვებთ წარმატებებს!
მოსავლის დაცვა სეტყვისაგან
ავტორი - admin
თარიღი  - 23-09-2020

                                                     სეტყვისგან დამცავი ბადე

სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანის საქმიანობაზე დიდ გავლენას ახდენს ამინდი. ყოველ წლიურად მთელ მსოფლიოში კლიმატური ცვლილებების გამო (გლობალური დათბობა) იზრდება რისკი ამინდის გაუარესების გამო მოსავლის დაკარგვის. გახშირდა სეტყვა იმ რეგიონში სადაც ადრე ძალიან იშვიათად მოდიოდა. სწორედ ამიტომ საჭიროა ახალი გარემო პირობების გათვალისწინება და ისეთი დამცავი საშუალებების გამოყენება როგორიცაა ,,სეტყვისგან დამცავი ბადე’’ მაგრამ მას სეტყვის გარდა ასევე შეუძლია მცენარის დაცვა ისეთი დამზიანებლებისგან როგორებიცაა: ძლიერი ქარი, მწველი მზე, ძლიერ დამაზიანებელი წვიმა, მავნებელი ცხოველები, ფრინველები და სხვა ნეგატური გავლენებისგან. მას შეუძლია ნაწილობრივ დაიცვას მცენარე გვალვისგან და მავნებელი მწერებისგან. (ფაროსანა, კალია, ამერიკული პეპელა და სხვ.). სოფლის მეურნეობის განვითარება შეუძლებელია სეტვისგან დამცავი ბადის გარეშე, მისი განვითარება კი აუცილებელია


დღევანდელი დემოგრაფიული აფეთქების პირობებში, რის შედეგადაც მუდმივად იზრდება მოთხოვნა სურსათზე. სოფლის მეორნეობის ისტორიაში გარდამტეხი ცვლილებები სეტყვისგან დაცვამ მოიტანა.

ვაზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველებისთვის რადგან ის ქართულ კულტურასთანაა შესისხორცებული. ადამიანმა პირველად ველური ვაზი საქართველოს ტერიტოიაზე გააკულტურა. ამას ადასტურებს კასპის მუნიციპალიტეტში ,,გადაჭრილ გორასა’’ და ,,შულავერის გორაზე’’ აღმოჩენილია 8 ათასი წლის წინანდელი ღვინის ნალექიანი თიხის ჭურჭლის ნაშთები, ქვევრი და დოქები. ეს ფაქტი მიუთითებს ქართველების უდიდეს სიყვარულზე ვაზის მიმართ. მას ოდითგანვე შვილივით უვლიდნენ და უფრთხილდებოდნენ, რის გამოც ეს მცენარე ქართული კულტურისთვის განუყოფელი გახდა. სწორედ ამიტომ ქართველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვა გამანადგურებელი სეტყვისგან და არა მარტო მისგან, რაც ბოლო დრომდე შეუძლებელი იყო. ზოგჯერ ისე ხდება რომ სეტყვა ანადგურებს არა მარტო მთლიან მოსავალს არამედ თვითონ ვენახსაც, რომელიც თავიდან ხდება ჩასაყრელი.


ტექნოლოგიური ინოვაციების საშუალებით როგორიცაა ,,სეტყვისგან დამცავი ბადე’’ დღესდღეობით ვაზი და სხვა კულტურული მცენარეების დაუზიანებლად გადარჩენა უკვე შესაძლებელია. ვაზს ბადე ორივე მხრიდან ფარავს. ბადეს შეუძლია გაატაროს შესაწამლი საშუალებები და მარტო მწვანე ოპერაციების დროს არის აუცილებელი მისი ახვევა. ახვეული ბადე არ უშლის ხელს ყურძნის ამღებ კომბაინს. ეს ბადე მაშინაც გამოიყენება როდესაც ნაკვეთის დახრილობა საკმაოდ დიდია. დასატრიალებელი სახელურის საშუალებით შესაძლებელია 80მ-დან 140მ სიგრძის ბადის მონაკვეთი 5 დან 10წმ-ში გაიშალოს და ამდენივე დროში უკან აიხვეს. ჩვეულებრივი სახელურის ნაცვლად თუ მობილური ელექტრო ბურღი იქნა გამოყენებული ასახვევად, დრო თითქმის ორჯერ შემცირდება. ბადის აკეცვა ასევე შეიძლება გადასაკეცი ჯოხის გამოყენებით, რაც ხშირად კუსტარულია, მისი დამზადების სიმარტივიდან გამომდინარე. დასაკეცი ჯოხი ვერტიკალურადა ბადეში მოთავსებული და გადაკეცვისას ბადის ქვედა ნახევარი ჰორიზონტალურად მიჰყვება. გადასაკეცი ჯოხის ზედა ნახევარი უმოძრაოდ რჩება, ქვედა ნახევარი კი

მოძრაობს და აკეცვისას მათი ბოლოები ერთმანეთში ჯდება. ის საკმაო პოპულარობით სარგებლობს მევენახეებს შორის. ხეხილის ბაღებისთვის კი გამოიყენება
        

 

სამაგრები და დიდი ზომის ელვა-შესაკრავი რომელზეც მიმაგრებულია თოკი, რომლითაც შეიძლება მისი შეკვრა და გახსნა. ხეხილის ბაღებში ბადეები საყრდენ ბოძებზეა მიმაგრებული და რიგებს მიყვება, რომლების ერთმანეთთან დამაგრების უნარი აქვთ ისე რომ ნაკვეთის უკლებლივ ყველა სანტიმეტრი იყოს დაცული.

ვაზის ბადე განსხვავდება ხეხილის ბადისგან თავისი ზომით და ფორმით. ვაზისთვის ბადის დამონტაჟება უფრო მარტივია ვიდრე ხეხილის ბაღისთვის, ამიტომაც ხეხილის ბაღისთვის სეტყვის საწინააღმდეგო ბადის დამონაჟება საჭიროა სპეციალისტის თანხლებით მოხდეს. ხეხილის ბადე შესაძლებელია იყოს ჰორიზონტალური და დახრილი ტიპების, რაც დამოკიდებულია ბაღის მდგომარეობაზე მაგალითად: ხეების სიმაღლე, სვეტებითვის საჭირო ადგილი, მექანიკური ოპერაციებისთვის საჭირო ადგილი, მონტაჟის ღირებულება და სხვ.


უცხოეთში ფერმერთა ნაწილს დამონტაჟებული აქვს მზის პანელებით აღჭურვილი დამცავი ბადეების სისტემა, რომლებიც დისტანიურად იმართებიან, მოსალოდნელი საფრთხის დროს ფერმერს შეუძლია ტელეფონის ან კომპიუტერის მეშვეობით დახუროს ბადით ნაკვეთი და თვალი ადევნოს ამ პროცესის მიმდინარეობას. სეტყვისგან დამცავ ბადეს შეუძლია ტონობით სეტყვა შეაკაოს. ბადეზე შეიძლება დამაგრდეს ნათურა და კრეფვა 24სთ-ის განმავლობაში გაგრძელდეს. ბადე შედგება მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან (HDPE) რომელიც მიიღება ნავთობისგან. ის დროთა განმავლობაში ფუჭდება ტემპერატურის სწრაფი ცვლილებით, სეტყვით, ქარით, წვიმით, ბადის ქსოვაში დაშვებული შეცდომებით, ულტრა იისფერი (UV) სხივების ზემოქმედებით, ატმოსფეროს ქიმიური ზემოქმედებით და შესაწამლი პრეპარატებით, ყოველივე ამის გამო ის 5-6 წელიწადში გამოსაცვლელი ხდება. ჩვეულებრივი ნაქსოვისგან განსხვავებით სპირალურად დახვეული ძაფი უფრო მტკიცეა და გამძლე გარემო პირობების მიმართ, ამასთან არ კარგავს ელასტიუურობას. დასამონტაჟებლად აუცილებელი კომპონენტებია: სვეტები, ,,სვეტზე

ჩამოსაცმელები,’’ (რაზეც მაგრდება ბაგირი), ორმაგი უჟანგავი რკინის ფირფიტები (სვეტის გასამაგრებლად ძირებში), უჟანგავი საყელური (სვეტის ქვემოთ მისამაგრებლად, (რაზეც ასევე ფოლადის ბაგირი მაგრდება), პლასტმასის დამჭერები ბადისთვის და ზედა მავთულებისთვის (2მ დისტანციით), პლასტიკური დამჭერი (ზამთარში და ცივ ამინდში დასაკეტად), უჟანგავი ბადის რგოლი, უჟანგავი ბაგირი (პლასტმასის რბილ მილში (შლანგში) მოთავსებული, პლასტმასის სამაგრები (რიგებს შორის 2მ დისტანციით), სოლი (რუს.ანკერი) (1,5მ სიღმეზე ჩარჭმული).

ავტორი: დავით ცაცაბაშვილი

Fermeri.Ge ©



R E K L A M A
A-1

კომენტარები (0)
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება




მონიშნეთ, თქვენ არ ხართ რობოტი

X
კომენტარის დასამატებლად
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

მოამბე

დააფიქსირე საკუთარი აზრი
 Ñîçäàåì îïðîñ ñâîèìè ðóêàìè

რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას



R E K L A M A

ახალი თემები ფორუმზე

ბლოგებიდან

R E K L A M A



<< >>
  • კვ
  • ორ
  • სამ
  • ოთ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  •  
  •  
  •  
  •  


C-1 C-2 C-3 C-4 C-5 C-6 C-7 C-8 C-9 C-10 C-11 C-12 C-13 C-14 C-15 C-16 C-17 C-18 C-19 C-20 C-21 C-22 C-23 C-24 C-25 C-26 C-27 C-28

იყავი საქმის კურსში
ლარის კურსი
საწვავის ფასი
სუპერი ecto100
სუპერი ecto
პრემიუმ ავანგარდი ecto
ევრო რეგულარი
ევრო დიზელი ecto
ბირჟა სასაქონლო ნედლეული

Цены на сырьевые товары от Investing.com Россия.
საზომი ერთეულების ცხრილი

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 ტონა გრძელი ევერდიუპოის
სისტემა
1016.047 კგ
1 ტონა მოკლე 907.185 კგ
1 ცენტნერი(გრძელი) 50.802 კგ
1 ცენტნერი(მოკლე) 45.359 კგ
1 ფუნტი 0.454 კგ
1 უნცია 28.3495 გრ
1 დრახმა 1.7718 გრ
1 გრანი 0.648 გრ
1 ტროას უნცია ტროას
სისტემა
31.1035 გრ
1 ტროას ფუნტი 373.2417 გრ
1 ტროას კარატი 0.205 გრ

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 კუბური მეტრი მეტრიკული
სისტემა
1000 ლ.
1 დეკალიტრი 10 ლ.
1 გექტოლიტრი 100 ლ.
1 კუბური ფუტი ამერიკული
სისტემა
28.3168 ლ.
1 კუბური იარდი 764.5546 ლ.
1 ბარელი 158.9872 ლ.
1 გალონი 3.7854 ლ.
1 ბარელი ამერიკული სისტემა
(ფხვიერი მასებისთვის)
115.627 ლ.
1 გალონი 4.4049 ლ.
1 ბუშელი 35.239 ლ.
1 ბარელი ბრიტანული სისტემა
(თხევადი და ფხვიერი
მასებისთვის)
163.65 ლ.
1 გალონი 4.5461 ლ.
1 ბუშელი 36.3688 ლ.

დასახელება (1 ბუშელი) კილოგრამი ევერდიუპოის
სისტემა
სოიოს მარცვალი, ხორბალი, ბარდა, კარტოფილი 27.216 60
ჭვავი, სიმინდი სელი, ფეტვი 25.4 56
ქერი, წიწიბურა 21.77 48
ქერი (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 22.68 50
შვრია (აშშ) 14.52 32
შვრია (კანადა) 15.52 34
შვრია (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 18.14 40
ბრინჯი (გაურჩეველი) 20.41 45
რაფსის თესლი 22.7 50