აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ.
მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
თარიღი  - 06-10-2020
შინაურ ფრინველებს შორის ყველაზე მარტივად შესანახი ფრინველი იხვია. მათი ძირითადი უპირატესობებია: დაავადებების მიმართ კარგი გამძლეობა (ანუ მაღალი რეზისტენტულობა) და ხორცის მასის სწრაფი ზრდა.
რადგან კარგი იმუნიტეტით გამოირჩევიან ფრინველებს შორის, იშვიათად სჭირდება აცრები და წამლები. იხვის ჭუკებს შეგიძლიათ პიპეტიდან დაალევინოთ კალიუმის პერმანგანატიანი სუსტი ხსნარი როგორც ანტი ვირუსული საშუალება. ამავდროულად გამოირჩევიან სწრაფი გამრავლებით და სიცივის კარგი გამძლეობით.
ძირითადად იხვის მოშენება და გამრავლება ხდება ხორცის, ბუმბულისთ და ასევე კვერცხის მისაღებად. უფრო იშვიეთად, ეზოს დეკორაციისათვის ამღავლრბენ ისეთ ჯიშებს როგორებიცაა: იხვი მანდარინკა, კაროლინას იხვი, სარკისებური ახვი, რუანის იხვი, ინდური მორბენალი იხვი, იხვი ოგარი (ცეცხლისებური)
ხოლო სასოფლო-სამეურნეო
სამეურნეო ეზოს პირობებში იხვების გამოკვება, ზოგადად ითვალისწინებს მათ კვებას მარცვლეულით, იხვებს ძირითადად კვებავენ მსხვილად დაფქვილი(ღერღილი) სიმინდით, ხორბლით, ქერით, სოიოთი და სხვ. ასევე იხვებ ისიამოვნებით მიირთმევენ თოთქმის ყველა სახის ბოსტნეულს.
აუჩილებლად გასათვალისწინებელია რომ იხვებს მუდამ ქონდეთ ახალი სასმელი წყალი. ზოგადად იხვისთვის, როგორც წყლის ფრინველისთვის მნიშვნელოვანია რომ იყოს წყალსატევში. ფეხის დასველება საფრთხილოა ორ კვირამდე ჭუკებისთვის, რომლებიც შედარებით მარტივად ცივდებიან. მათთვის საჭიროა სპეციალური საწყურებლების მოწყობა რაც გამორიცხავს მის ჩავარდნას წყალში, რამაც შეიძლება გააციოს ან დაახრჩოს.
სქესის დადგენა იხვის ჭუკებში გაცილებით მარტივია სამი კვირის ასაკიდან. კვერცხის დებას იხვი იწყებს ადრე გაზაფხულზე. სასურველია როგორც ბუნებრივ პირობებში ხდება იხვმა უშუალოდ
ჰიგიენის შენარჩუნებისთვის თივა უნდა გამოიცვალოს პერიოდულად. ჭუკებისთვის ნახერხი არა რეკომენდებული რადგან შეიძლება ხიჭვი შეერჭოს, ამიტომ უმჯობესია თივის გამოყენება. ჭუკების გამოსაკვებად შეიძლება მოხარშული კვერცხის გამოყენება პირველი 3 დღე. მესამე დღეს უკვე შეიძლება წვრილად დაჭრილი მწვანილის შერევა საკვებში, თუმცა ისინი სიცოცხლის პირველივე დღიდან საკმაოდ კარგად მიირთმევენ სპეციალურ სასტარტო კომბინირებულ საკვებს. მეათე დღეს კი კარგად მოხარშული კარტოფილის წვრილი ნააჭრეების. მათვის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტბის ზედაპირზე დაჭერილი
-ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით XVII საუკუნეში დაამკვიდრეს და გაავრცელეს საქართველოში შინაური იხვი.
პეკინური იხვი
აქვს ძალიან მაღალ ხარისხიანი წვინიანი, ნოყიერი ხორცი. ცოცხალი წონის 70% ნაკლავია. ისინი ადრე მწიფდებიან და არიან უპრეტენზიოები. მათი ბუმბული არის საიმედო გარსი სიცივისგან დასაცავად. იხვის დღევანდელი ჯიშების უმეტესობა პეკინურიდან წამოვიდა. ის თავიდან 300 წლისწინ გამოიყვანეს ჩინეთში, ქალაქ პეკინში. ამ ჯიშის იხვებისგან მომზადებული კერძი ითვლებოდა დელიკატესად, რომელიც იმპერატორისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომაც ამ ჯიშს ,,საიმპერატოროდაც’’ მოიხსენიებენ. ის ჩინეთიდან ამერიკაში ამერიკიდან კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ცნობილია რომ მესამე თვისთვის მამალი 4კგ-ს დედალი კი 3,5კგ-ს აღწევს. 10 დედალზე ერთი მამალი არის გაანგარიშებული. პროდუქტიულობის პირველ წელს, პეკინური იხვი იძლევა 120-140 კვერცხს. ხოლო მეორე წელს ეს მაჩვენებელი იკლებს 100 კვერცხამდე. ჭუკების სიკვდილიანობა ყოველ სამოც ფრთაში ერთია. კვერცხის მასა 68-95გ-ია. გამოჩეკიდან 7 თვეში კვერცხის დებას იწყებს.
ახლად გამოჩეკილ ჭუკებს პირველი 3 დღე აძლევენ ენროფონს იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით. ორი კვირის განმავლობაში საკვებდანამატად ეძლევა პრემიქსი. თუ არ დაიკლა 5-6 თვის შემდეგ აღწევენ მაქსიმალურ წონას, მამალი 5კგ-ზე, დედალი კი 4 კგ-ზე ადის. მისი დაკვლა რეკომენდებულია 55-60 დღის ასაკში. დაკვლამდე 18-24 საათის განმავლობაში არ აძლევენ საკვებს, მაგრამ უნდა ქონდეთ წყალი. 10 საათოთ ადრე კი წყალსაც უკრძალავენ.
მისი კიდევ ერთი პლიუსი ისაა რომ არ დაფრინავს დიდი სიმძიმის გამო, ამიტომაც ფრთების დამოკლება არაა საჭირო. საქრთველოში ცნობილია პეკინური ,,მოჩურჩულე’’ იხვი ამ ჯიშის წარმომადგენელი მამლები დედლისგან განსხვავებით არ ყიყინებენ ამიტომაც ცნობილნი არინ როგორც
მუშკიანი იხვი
წარმოშობილია სამხრეთ-ამერიკიდან. საკმაოდ პოპულარული ფრიველია. ის ნახევრად ველური ჯიშია, ახასიათებს გადაფრენა ამიტომაც რეკომენდებულია ცალი ფრთის დამოკლება. აქვს ძალიან მრავალფეროვანი ბუმბული მასსი ერწყმის ცისფერი, ყავისფერი, თეთრი, შავი ფერები. ძალიან იშვიათია მთლიანად ერთი ფერის იყოს.
ახასიათებს მკვეთრი სქესობრივი დიმორფიზმი განსხვავება (დედალსა და მამალს შორის), მისი ხორცი ნაკლებ ცხიმიანია ვიდრე პეკინურის. თვალის გარშემო აქვს წითელი გამონაყარი რაც ძირითადი განმასხვავებელი ნისანია სხვა იხვის ჯიშებთან. შეუზლია ძალიან მრავალფეროვნად იკვებოს. კვერცხს დებას იწყებს 6-8 თვის ასაკში. ცივ პერიოდში ეწყება განგური.
მულარდი
ამრავლებენ ხორცისთვის. ის 2-3 თვეში უკვე 4 კილო ხდება და შეიძლება მათი დაკვლა. მას აქვს უგემრიელესი ხორცი. მას შეუძლია უფრო სწრაფად აკრიფოს წონა ვიდრე პეკინურ იხვს, მაშინ როცა ერთნაირი რაოდენობის საკვებს აძლევენ. თუ სურთ მიიღონ ფუა-გრას ღვიძლი(ფრანგ.Foie gras) ,,ცხიმიანი (სქელი) ღვიძლი’’ მაშინ მას გალიაში სვამენ და ძალით აჭმევენ. მისგან დამზადებული კერძი დელიკატესად ითვლება ფრანგულ კულინარიაში. ფუა-გრა იყიდება როგორც მთელი ისე პაშტეტის, პარფეს ან მუსის ფორმით. რისთვისაც
ამ ჯიშის გამოსაყვანად ხელსაყრელი დროა შუა გაზაფხულიდან ზაფხულის დასაწყისამდე. მათი მშობლები 5-7 თვის ასაკიდან უფრო ინტენსიურად და პროდუქტიულად წყვილდებიან. უნდა გავითვალისწინოთ რომ მამალი მუშკიანი არ წყვილდება თეთრი შეფერილობის პეკინურ იხვებთან ამიტომაც შავ საღებავს უსვამენ ფრთებზე. ასევე უმჯობესი იქნება 4-6 დედალი 1 მამალთან გყავდეთ ცალკე, ფიცრულშ გამოყოფილი ოთახით და გასადევარით. რომლებიც ჯერ ახალ გარემოს შეეგუებიან და მერე დაიწყებენ აქტიურ შეწყვილებას. მულარდს ახასიათებს თეთრი შეფერილობა, თავზე შავი ლაქით. მესამე თვეში აღწევს 3-3,5კგს. თვითონ მულარდის ჯიშის იხვები სტერილურები არიან. ამ ჯიშის მისაღები საინკუაციო კვერცხები უნდა შეგროვდეს ერთი კვირის განმავლობაში. რომლებსაც იხვი გამოჩეკავს და არა ინკუპატორი. რადგან ინკუპატორის დანაკარგი კვერცხების 40%, იხვის
ავტორი: დავით ცაცაბაშვილი.
Fermeri.Ge ©
კომენტარის დამატება
|
რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას