ფერმერთა და მეწარმეთა სიანფორმაციო-სოციალური პორტალი გაიგე მეტი
X

 აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
   საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ. 
  

   წესები და პირობებიშეგახსენებთ რომ, თქვენს მიერ მომზადებული მასალა (სტსტია, ინტერვიუ, რეპორტაჟი) უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს,.........................................................................................................ასევე პორტალის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ წსებს.
   მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
  
 
 
 Fermeri.ge გისურვებთ წარმატებებს!
ხორბალი ჩვენი ყველაფერი
ავტორი - admin
თარიღი  - 24-10-2020

ხორბალი
თამამად შეიძლება ითქვას რომ კაცობრიობის ყოველდღიური რაციონი მარცვლოვანი კულტურების გარეშე, განსაკუთრებით ხორბლის, წარმოუდგენელია. მისგან გამომცხვარი პური მთელ რიგ ქვეყნებში მათ შორის საქართველოში სუფრის განუყოფელი ნაწილია. ის არის ასევე წეს ჩვეულებათა შესასრულებელი უმთავრესი სიწმინდეც - (ზიარება). ქართული ხორბალი იფქლი, იხსენიება დაბადებისა და სახარების თარგმნილ და ორიგინალურ ძეგლებში, გიორგი მერჩულეს თხზულებებში.
ჩვენთვისსაამაყოა რომ საქართველო ხორბლის (ლათ:Tritikum) ქვეყანაა და მისი ევოლუციის გენოცენტრს წარმოადგენს წინა აზიაში, ზოგი მოსაზრებით კი მთელ მსოფლიოში.
საქართველოში აღწერილი და რეგისტრირებულია ხორბლის 144 სახეობის და ჯიშ-პოპულაციის მეტად დიდი მრავალფეროვნებაა. რომელთაგან გამოსარჩევია 14 ბუნებრივი წარმოშობის სახეობა (ჯიში ადამიანის გამოყვანილია სახეობა კი ბუნებაში არსებობს): მონოკოკუმი (T.monococum), დიკოკუმი (T.dicocum), ჩელტა ზანდური-ტიმოფეევი (T.timopheevi), გეორგიკუმი(T.georgicum), ქართლიკუმი(T.carthlicum), დურუმი(T.durum), თურგიდუმი(.Tturgidum), პოლონიკუმი(T.polonicum),


თურანიკუმი(T.turanicum), აესტივუმი(T.aestivum), სპელტა(T.spelta), კომპაქტუმი(T.compactum), მახა(T.macha), ჟუკოვსკი(T.zhukovskyi), რაც შეადგენს ხორბლის გვარში შემავალ კულტურული ჯიშების ნუსხაში შეტანილ სახეობათა 70%-ს, ხოლო ველური სახეობების ჩათვლით, მსოფლიოში რეგისტრირებულ სახეობათა 57%-ზე მეტს. მათ შორის 5 ენდემური სახეობაა და გვხვდება მხოლოდ საქართველოში, კერძოდ, დიკას (T.carthlicum.) ენდემური სხვა სახეობების გარდა: მახა(T.macha), ჩელტა ზანდური (T.timopheev), კოლხური ასლი (T.georgicum), დიკა(T.cartlicum), ზანდური (T.zhukovskyi). არსებობს არქეოლოგიური მონაცემები, მაგალითად ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილია კილიანი ხორბლის ჯიშები: ,,ჩელტა ზანდური’’, ,,მახა’’ და შიშველ მარცვლიანი ხორბალი. ასევე ცნობილია ვ. მენაბდეს მონაცემები შულავერში ჩატარებული გათხარებზე, სადაც აღმოჩნდა ძვ.წ. V-IV ათასწლეულის ფენაზე 8 სახეობა: მონონოკუმი, დიკოკუმი, გეორგიკუმი, დურუმი, სპელტა, აესტივუმი, ტურგიდუმი და კომპაქტუმი. ასევე ბოლნისის (ძვ.წ. VI-V ათასწლეული) არქეოლოგიური მონაცემებით 5 სახეობა: მონონოკუმი, გეორგიკუმი, პოლენიკუმი, მახა, დურუმი და აესტივუმი
(პ.ნასყიდლიშვილი, 1983 წ).
მახობელი (Cephalaria Syriaca)
ის არის ერთწლოვანი ველური მცენარე. ცნობილია რომ ჩვენი წინაპრები ხორბალთან ერთად ფქვავდნენ მახობელს, რომელიც ადილობრივ ხორბლის ნათესებში იყო გავრცელებული. ის ხორბალთან ერთად გამოლეწვის შემდეგ ერეოდა ხორბლის თესლს და ამგვარი ფქვლისგან გამომცხვარ პურს ,,მახობელიან პურს’’ ეძახდნენ.
მახობელი აუმჯობესებს პურის თვისებებს მაგალითად: სასიამოვნო გემოს, სუნს და შესამჩნევ სირბილეს მის ქერქსა და გულს, თანაც ახანგრძლივებდა მის შენახვის პერიოდს. ცნობილია რომ მახობელი პურს ანიჭებს სპეციფიურ მოლურჯო შეფერილობას. ეს მცენარე ერთი პერიოდი გამქრალი იყო ნათესებიდან რადგან მოიშალა ტრადიციული ჯიშების თესვა. თურქი მეცნიერების კვლევებში აღნიშნულია რომ მახობელის თესლი გამოყენებულია როგორც ექსტრაქტული დანამატი, რადგან შეიცავს ეთერზეთებს.
აღსანისნავია რომ ის ძირითადად გვხვდება ხორბლის ნათესებში, ნაკლებადა ქერსა და უფრო ნაკლებად ჭვავში. ის ბარში უფრო კარგად ხარობს. მისი თესლი ზომითაც და ფორმითაც ძალიან წააგავს ხორბალს ამიტომაც მისი ამორჩევა სათესლე მასალიდან

მეტად ძნელია და მუდმივ კომპონენტად გადაიქცა ხორბლის. მისი თვისებებიდან გამომდინარე კი შეიძლება გამოიყენონ როგორც ცომის რეოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლი, პური კი სასიამოვნო გემოსი ხდება და გაცილებით დიდხანს ინახება.
ჩელტა ზანდური (T.timopheevii Zhuk), რაჭულად
,,არჯან ხორბალი’’ რაც გამძლეს ნიშნავს
ის (ფართო თავთავიანი ზანდური) ქართული ენდემური კილიანი ხორბალია. ეს ჯიში მსოფლიოს გენეტიკოსტთა და სელექციონერთა ყურადრების ცენტრშია და დაწვრილებით დამუშავების ობიექტია. აშშ-ში, ავსტრალიაში, კენიაში, იაპონიაში, ინგლისში, არგენტინაში, და სხვა ქვეყნებში მისი მონაწილეობით მიღებულია ხორბლის მრავალი ახალი ფორმა და შესანიშნავი ჯიში. სტაინველდი (Steinwedel), ტიმსტაინი (Timstein), მენგავი (Mengavi), ლეპარდი (Lepard, SRPC 67), მელანოპუს 5, მელანოპუს 6, მელანოპუს 7 და სხვ.
ჩელტა ზანდური ხასიათდება საერთო გამძლეობით ყველა სახის დაავადების მიმართ. ამ სახეობის გამო საქართველო მიჩნეულია იმუნური ხორბლის სამშობლოდ. გარდა მაღალი იმუნიტეტისა ჩელტა ზანდური ამტანია არახელსაყრელი

პირობებისადმი. მძლავრი ფესვთა სისტემის გამო გამძლეა ქარის მიმართ. არ ახასიათებს ჩაწოლა. საკმაოდ მოსავლიანია, ახასიათებს მსხვილი მარცვალი, შესანიშნავი პურცხობის ხარისხით. ზანდურის პური დიდი მოწონებით სარგებლობდა მოსახლეობაში, აცხობდნენ სადღესასწაულოდ და სტუმრებისთვის. კილიანი ხორბლებიდან ის ყველაზე დიდხანს შემორჩა დასავლეთ საქართველოს საწარმოო ნათესებში. ფართოდ იყო გავრცელებული ცაგერის რაიონის სოფლებში. პ. ნასყიდაშვილის და თ. ხვედელიძის მიერ ჩელტა ზანდურისა და საქართველოს რბილი ხორბლის ადგილობრივ ჯიშებთან შეჯვარებით მიღებულ იქნა რბილი ხორბლის ტიპის ახალი საწყისი მასალა. მომავალში ჩელტა ზანდური სელექციაში უფრო ფართოდ უნდა იყოს გამოყენებული.
ჰექსაპლოიდური ზანდური (T.zhukovskyi )
1960 წელს ვ. მენაბდემ და ა. ერიციანმა ზანდურის პოპულაციაში აღმოაჩინეს ორმოცდაორ ქრომოსომიანი ფორმა, რომელიც მიჩნეულ იქნა ცალკე სახეობად -(T.zhukovskyi) სახელწოდებით. ის სოკოვანი დაავადებების მიმართ გამოირჩევა მაღალი იმუნიტეტით. მუხრანის ვაკეზე გამოცდისას ჩელტა ზანდურს 25-30 სმ-ით აღემატება

და 6-8 დღით გვიან მწიფდება. ამ სახეობის რბილ ხორბალთან შეჯვარებით მიიღება მეტად საინტერესო რბილი ხორბლის სასელექციო საწყისი მასალა. საქართველოს ამავე სახეობის რბილი ხორბლის აბორიგენული ჯიშის - ლაგოდეხის გრძელთავთავიან შეჯვარებით პ. ნასყიდაშვილმა მიიღო რბილი ხორბლის იმუნური ახალი სასელექციო საწყისი მასალა.
რბილი ხორბალი (aestivum L.)
ის შედარბით ახალ სახეობად არის მიჩნეული, მაგრამ ის ხორბლის ძირითადი ფონდია დედამიწაზე. ნ. ვავილოვის მიხედვით, ჩვეულებრივი აესტივუმი (vulgare aestivum) საოცრად უნივერსალურია და კოსმოპოლიტად გვევლინება პ. ჟოკოვსკის თანახმად, ხორბლის სხვა სახეობათა არეალი რბილი ხორბლის საეერთო არეალში ინთქმება.
ქართული რბილი ხორბლის ფორმათა ფონდი შიქმნა მათი მოყვანის მეტად განსხვავებულ ბუნებრივ- ისტორიულ პირობებში. ცნობილია: საგაზაფხულო და საშემოდგომო, ცვენადი და არაცვენადი, მკვრივთავთავიანი და ფაშართავთავიანი, მსხვილმარცვლიანი და წვრილმარცვლიანი, ფქვილისებრი და რქისებრი მარცვლის კონსტიტენციის მქონე ადრეული და საგვიანო, ზამთარგამძლე და არაგამძლე,

გვალვაგამძლე და ტენის მოყვარული, სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლე და სენ მიმღები (ლ.დეკაპრელევიჩი, მ. სიხარულიძე, პ. ნასყიდაშვილი).
ქართლის თეთრი დოლის პური
ის ადგილობრივი ჯიშია. ქართლის თეთრი დოლის პური ერთ დროს ყველაზე მეტად იყო გავრცელებული ქართლსა და გარეკახეთში. პოპულაციის ძირითად ბირთვს წარმოადგენს სახესხვაობა (aestivum), როგორც მისი შემადგენელი ნაწილი, თანაც ზოგჯერ საკმაო ოდენობით, გვხვდება წითელთავთავიანი სახესხვაობა ფერუგინუმი (ver. Ferrugineum). ღერო საშუალო სიმაღლის აქვს, რომელიც წვრილი და ნაზია. მიდრეკილია ჩაწოლისადმი, რაც დამახასიათებელია ამ პოპულაციისათვის. წვება ერთი მიმართულებით არ იბურდება და არ ტყდება. თავთავი მოკლე ან საშუალო ზომისაა (7-10სმ), ვიწრო, ძირითადად თითისტარისებრი. თავთუნის ღერაკი ვიწროა, ღია ყვითელი პრიალა ზედაპირით. ფხები თავთავის სიგრძისაა, საკმაოდ ნაზი და გადაშლილი, დაბლობ ზონაში - შედარებით უხეში. მისი მარცვალი მჭიდროდაა მოთავსებული ყვავილის კილებში, რაც აძნელებს მის გალეწვას, არა ცვენადია. 1000 მარცვლის მასა მერყეობს 25-30 გრამის ფარგლებში.

გამოირჩევა პურცხობის მაღალი უნარით. მარცვალში ცილის შემცველობა მაღალია (18,5%), ცილა რომელიც შეიცავს 2,135 ლიზინს და 0,83%ტრიფტოფანს.
მახა (T.macha Dekaper.)
ტერმინი მახა ქართული დამწერლობაში პირველად გვხვდება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში, მაგრამ უძველესი, პირველადი სახეობაა. ხორბალი მახა, ლ.დეკაპრელევიჩისა და ვ.მენაბდის მიხედვით, შიძლება განხილულ იქნეს, როგორც პროტოტიპი და როგორ ,,ცოცხალი წინაპარი’’ კულტუირული სახესხვაობებისა. მახა ველური და კულტურული ხორბლის ნიშნების მატარებელია. ლ. დეკაპრელევიჩი მახას განიხილავს, როგორც კრებითს და მისგან გამოყოფს ორ სახეობას: თუბალიკუმ (T.tubalicum Dekapr.) - გვაწა (კენტეხელა, წვრილი) და იმერეთიკუმი (imereticum Dekapr.) ჩელტა მახა. მახა თუბალიკუმი პოლიმორფული (სხვადასხვა ფორმის) სახეობაა, რომელსაც განეკუთვნება კიდევ 10 სახესხვაობა, რომლებიც განსხვავდებიან ფხიანობით, შებუსვით, თავთავის ფერით და სხვ. მათგან გამოსარჩევია - ლეჩხუმიკონი (var.letshchumicum Dekapr. Et men) - თავთავი შეუბუსავი, თეთრი, ფხიანი. რაც შეეხება ჩელტა (ფართო თავთავიან) მახას ახასიათებს: უფხოობა, მოკლე, მკვრივი,

გვაწა მახასთან შედარებით თავთავი ნაკლებად ემტვრევა. მასში გვხვდება 4 სახესხვაობა. ამჟამად ხორბალი მახა მიჩნეულია ერთ სახეობად, თუმცა უნდა დავეთანხმოთ ლ.დეკაპრელევიჩს მასში ორი სახეობის გამოყოფაში. მახა კრებსითი სახეობაა, საჭიროა ხორბალ მახას ყველა სახესხვაობის ციტოგენეტიკური გამოკვლევა. მახას ორივე სახეობა ტყიანი ზოლის ეკოტიპია, წარმოდგენილია საშემოდგომო ფორმებით. ჟანგა სოკოების მიმართ ნაკლებად გამძლეა. სხვადასხვა ფორმა ჩაწოლისადმი განსხვავებულ გამძლეობას ავლენს. სხვადასხვა სახეობებთან შეჯვარებით მიიღება მრავალფეროვანი სასელექციო მასალა.
იფქლი (ლათ: T. aestivum)
დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი ჯიშია, ძირითადად გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, მაგრამ გვხვდება დასავლეთ საქართველოს, სხვა მთიან ზონებშიც. პოპულაციას ახასიათებს მსხვილ თავთავიანი ფორმები. თავთავი მრავალ თავთუნიანია, თავთუნი კი მრავალ ყვავილიანი და მრავალმარცვლიანი. თავთუნის კილი ოვალურია, მოკვეთილი მხრით. მცენარე განვითარებულია მძლავრად: ღერო მაღალი და მსხვილია, შედარბით გამძლეა

ჩაწოლისადმი, შეფოთვლა ძლიერია, ბარტყობა საშუალოა. ძალიან მომთხოვნია ატმოსფეროსა და ნიადაგის მაღლი ტენის მიმართ. ნახევრად საშემოდგომო ფორმებია. მისი გავრცელების ფორმაში მაღალ მოსავლინია, კულტურული ტიპისაა და მგრძნობიარეა აგროტექნიკის მიმართ.
კოლხური ასლი (T.georgicum Dekapr).
დასავლეთ საქართველოს (რაჭა-ლეეჩხუმი) ენდემური სახეობა. მისი სუფთა ნათესი იშვიათი იყო, მინარევად იყო ხორბალ მახასთან. ხორბლის ეს სახეობა ხალხში არაა ცნობილი ხალხური სახელწოდებით. რაჭა-ლეჩხუმის ნათესებში პირველად აღმოაჩინა ვ.სუპატაშვილმა და აღწერა (T. Dicoccum)-(ასლი) სახესხვაობად. მას აქვს მხოლოდ ორი სახესხვაობა 1)სუპატაშვილის ხვამლი (var. Chvamlicum Supat). რაც ძირითადი სახესხვაობაა- თავთავი ფხიანია, შეუბუსავი თეთრი. 2)მენაბდეს წითელი (var. rublidum Men)-თავთავი ფხიანია შეუბუსავი. მახას წარმოქმნაში ქართული ასლის მონაწილეობა ექსპერიმენტულად დაასაბუთა ალ.გორგიძემ. კოლხური ასლი საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი სასელექციო მასალის მიღებისთვის.
დიკა (T.carthlicum)
დიკა საქართველოს ენდემია, ქართულ წერილობით

ძეგლებში ის მე-5 საუკუნიდან მოიხსენიება. ის ძვირფასი სასელექციო მასალაა, რადგან პლასტიკური და სიცივე გამძლეა. მთიან ზონაში მისი დაპურება და დამწიფება ხდება დაბალ ტემპერატურაზე. თესვა-მოყვანის პირობებისადმი ნაკლებად მომთხოვნია. ფესვზე არ ღივდება, არა-ცვენადია, სოკოვან დაავადებათა მიმართ (ნაცარი, ჟანგა, გუდაფშუტა) მაღალ გამძლეობას იჩენს. იმუნიტეტის გათვალისწინებით სელექციისას საჰიბრიდიზაციო კომპონენტის საუკეთესო მშობელი ფორმაა. მასთან შეჯვარებული ძლიერ სენმიმღები ჯიშები იძლევა გამძლე ფორმებს. დიკა საქართველოში საგაზაფხულო ხორბალს ნიშნავს. ზოგჯერ დიკას ნაცვლად ამბობენ ,,ახალთესლს’’. როგორც დამოუკიდებელი ბოტანიკური სახეობა -ნ.ვავილოვმა აღწერა 1918 წელს. მან ყურადრება მიაქცია მის განსაკუთრებულ ნაცრისადმი გამძლეობას. ის ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი. სახელი დიკა მარტო საქრთველოშია ცნობილი, ამიტომ მისი წარმოშობის კერად საქარტველოა მიჩნეული. ქართული ენდემური სახეობებიდან დიკა ყველაზე კულტურული შიშველთესლოვანი სახეობაა. წააგავს რბილ ხორბალს თუმცა მისგან

განსხვავდებით ბუსუსები არ აქვს. თავთავი ორმაგ დაფხიანებულია, რაც მისი სახეობრივი ნიშანია. თავთუნი გამძლეა ტყდომისადმი და თავთუნებიდან მარცვლების ადვილად გამოლეწვის უნარს. იაპონელმა ტრიტიკოლოგმა კიხარამ, დიკას ველურად მოზარდ მარცვლოვანთან Aegilops tauchii (sguarosa) შეჯვარბით მიიღო რბილი ხორბლის მსგავსი ფორმა. ეს ფაქტი განსაკუთრებით ზრდის ამ სახეობისადმი ინტერესს. საინტერესოა რომ რბილი ხორბლის შექმნაში რომელიც განსაკუთრებით დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს მონაწილეობდა საქარტველოს ტერიტორიაზე ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობა დიკა-ქართლიკუმი. (ლ. დეკაპრელევიჩი, მ.სიხარულიძე, პ.ნასყიდაშვილი). მას გააჩნია 9 სახესხვაობა, ამათგან ძირითადია სამი: შავი დიკა, წითელი და თეთრი. ამათგან წითელი დიკა უფრო მაღალ პროდუქტიულია ვიდრე სხვები.
ასევე საყურადღებო ჯიშებია: ქართლის წიტელი დოლი, ახალციხის წითელი (მესხური) დოლის პური, მთა-ტყის დოლის პური, თიანეთური დოლის, კახური დოლის პური, ხულუგო, რაჭულა, ლაგოდეხის გრძელ თავთავა, გომბორულა, ცერულესცენს 19- 28, დოლის პური 35-4, ძალისურა 35-3, დოლის პური 18-46, კახი-8, მოწინავე,

თბილისური 5, მუხრანულა 7, მუხრანულა 1, ბორჩალოს შავფეხა, ქართლის დიკა, ჯავახეთის დიკა, დიკა 9-14



R E K L A M A
A-1

კომენტარები (0)
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება




მონიშნეთ, თქვენ არ ხართ რობოტი

X
კომენტარის დასამატებლად
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

მოამბე

დააფიქსირე საკუთარი აზრი
 Ñîçäàåì îïðîñ ñâîèìè ðóêàìè

რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას



R E K L A M A

ახალი თემები ფორუმზე

ბლოგებიდან

R E K L A M A



<< >>
  • კვ
  • ორ
  • სამ
  • ოთ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  •  
  •  
  •  
  •  


C-1 C-2 C-3 C-4 C-5 C-6 C-7 C-8 C-9 C-10 C-11 C-12 C-13 C-14 C-15 C-16 C-17 C-18 C-19 C-20 C-21 C-22 C-23 C-24 C-25 C-26 C-27 C-28

იყავი საქმის კურსში
ლარის კურსი
საწვავის ფასი
სუპერი ecto100
სუპერი ecto
პრემიუმ ავანგარდი ecto
ევრო რეგულარი
ევრო დიზელი ecto
ბირჟა სასაქონლო ნედლეული

Цены на сырьевые товары от Investing.com Россия.
საზომი ერთეულების ცხრილი

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 ტონა გრძელი ევერდიუპოის
სისტემა
1016.047 კგ
1 ტონა მოკლე 907.185 კგ
1 ცენტნერი(გრძელი) 50.802 კგ
1 ცენტნერი(მოკლე) 45.359 კგ
1 ფუნტი 0.454 კგ
1 უნცია 28.3495 გრ
1 დრახმა 1.7718 გრ
1 გრანი 0.648 გრ
1 ტროას უნცია ტროას
სისტემა
31.1035 გრ
1 ტროას ფუნტი 373.2417 გრ
1 ტროას კარატი 0.205 გრ

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 კუბური მეტრი მეტრიკული
სისტემა
1000 ლ.
1 დეკალიტრი 10 ლ.
1 გექტოლიტრი 100 ლ.
1 კუბური ფუტი ამერიკული
სისტემა
28.3168 ლ.
1 კუბური იარდი 764.5546 ლ.
1 ბარელი 158.9872 ლ.
1 გალონი 3.7854 ლ.
1 ბარელი ამერიკული სისტემა
(ფხვიერი მასებისთვის)
115.627 ლ.
1 გალონი 4.4049 ლ.
1 ბუშელი 35.239 ლ.
1 ბარელი ბრიტანული სისტემა
(თხევადი და ფხვიერი
მასებისთვის)
163.65 ლ.
1 გალონი 4.5461 ლ.
1 ბუშელი 36.3688 ლ.

დასახელება (1 ბუშელი) კილოგრამი ევერდიუპოის
სისტემა
სოიოს მარცვალი, ხორბალი, ბარდა, კარტოფილი 27.216 60
ჭვავი, სიმინდი სელი, ფეტვი 25.4 56
ქერი, წიწიბურა 21.77 48
ქერი (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 22.68 50
შვრია (აშშ) 14.52 32
შვრია (კანადა) 15.52 34
შვრია (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 18.14 40
ბრინჯი (გაურჩეველი) 20.41 45
რაფსის თესლი 22.7 50