ფერმერთა და მეწარმეთა სიანფორმაციო-სოციალური პორტალი გაიგე მეტი
X

 აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
   საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ. 
  

   წესები და პირობებიშეგახსენებთ რომ, თქვენს მიერ მომზადებული მასალა (სტსტია, ინტერვიუ, რეპორტაჟი) უნდა აკმაყოფილებდეს როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს,.........................................................................................................ასევე პორტალის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ წსებს.
   მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
  
 
 
 Fermeri.ge გისურვებთ წარმატებებს!
ბატი როგორც სასოფლო-სამეურნეო ფრინველი
ავტორი - admin
თარიღი  - 29-10-2020

                                          ბატი როგორც სასოფლო-სამეურნეო ფრინველი

საქართველოში ბატების მოშენებას ძველთაგანვე მისდევდნენ. ბატებს აშენებენ წყალსაცავებით მდიდარ ადგილებში, მეტწილად, სადაც მდელო, მინდორი დ სხვა საბალახოა. მერე კი ამ საქმეზე თანდათან აიღეს ხელი და ძირითადად შინაური ფრინველების ადგილს ქათამი, უფრო ნაკლებად კი ინდაური იკავებს. ბუნებრივია, ქათამს გააჩნია თავისი უპირატესობა, რის გამოც მოსახლეობა მის მოშენებას ამჯობინებს, თუმცა, ბატის მოშენება ზოგს უფრო რთულ საქმედ მიაჩნია და ამიტომ იკავებს თავს. არადა, ბატი უფრო ადვილად შესანახია, გაცილებით აქტიურად ბალახობს, ვიდრე ქათამი, ჭამს ბევრნაირ ფოთლოვანს და ზამთარში გაცილებით ნაკლები მარცვლეულით კმაყოფილდება, ვიდრე ქათამი. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, როცა მას ბალახით მდიდარი გარემო აქვს. ბატს გააჩნია უკეთესი იმუნური სისტემა, ვიდრე ქათამს და ამიტომაც უკეთ, უდანაკარგოდ იზრდება. ბატის დაკვლა ყოველთვის უმჯობესია დეკემბერში და შემდეგ, რადგან


ამ დროს ადვილად იპუტება, სიმსუქნე არ აკლია და სადღესაწაულო დღეებში მისი ხორცით უამრავი საუკეთესო კერძის მომზადება შეიძლება. ამბობენ, რომ ბატი აგრესიულია, თუმცა, ის ქათმებისა და იხვის გარემოცვაშიც კი მშვიდია და სხვადასხვა ჯიშის იხვები უფრო "ებრძვიან" ერთმანეთს, ვიდრე ბატები. ბატი ადვილად იმახსოვრებს ადამიანებს და ამიტომ ეზოში შემოსული უცხო ადამიანის დანახვისას ყოველთვის ტეხს „განგაშს“ .

 


 ბატის ყველაზე პოპულარული ჯიშებია მსოფლიოში: ლინდა(ადის 7-8 კგ-მდე, დებს 40-მდე კვერცხს წელიწადში), ხოლმოგორული (იზრდება 7-10 კგ, დებს დაახლოებით 30 კვერცხს წელიწადში), ჩინური ბატი (ძირითადად ამრავლებენ კვერცხის გამო, დებს დაახლოებით 100 კვერცხს , წონა- 4-5 კილოგრამი).

ზრდასრული, ჯანმრთელი ბატი 7-10 კილოგრამამადე საუკეთესო ხარისხის ხორცს იძლევა. ადრე გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე დებს კვერცხს. ბატები გაზაფხულსა და შემოდგომაზე 30-40 კვერცხს დებს, ზოგიერთი ჯიშისა - 100-მდე. წელიწადში ერთი ბატი ჩეკს 20-25 ჭუჭულს. სანაშენედ


გამოიყენება საშუალოდ 4-5 წელი, მაქსიმალურად 6 წლამდე. სახორცედ იკვლება 6 თვისა, როდესაც უკვე 3-4 კგ იწონის.ზრდასრული მამალი ბატების წონაა 5-6 კგ, მაქსიმალური 12 კგ-მდე, დედლისა 4-5 კგ, მაქსიმალური 10 კგ-მდე. აქვს მაღალხარისხოვანი ხორცი და ქონი, აგრეთვე თივთიკი და ბუმბული,რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა და გამოიყენება ბალიშების და საბნების დასამზადებლად. ქონი ნაკლავის 30-35%-ს შეადგენს, მას მაღალი საგემოვნო თვისებები აქვს, იყენებენ კულინარიაში, მედიცინაში (მოყინულობის სამკურნალოდ) . ბატის ხორცი ხრინწიან ხმას ასუფთავებს, ასევე საუკეთესოა სახის კანის გასაუმჯობესებლად. მსუქანი ბატის ღვიძლი სისხლის შემადგენლობას აჯანსაღებს. ბატის ქონი სიმსივნეებს აცხრობს. საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა სარესტორნე და ტურისტულმა ბიზნესმა ნელნელა გააჩინა მოთხოვნა ბატის ხორცზე, თუმცა პროდუქტის სიმწირის გამო რესტორნებს უჭირთ მისი საკმარისი რაოდენობის მომარაგება.

ბატის კვერცხი იწონის დაახლოებით 150-180 გრამს, აქვს მაგარი ნაჭუჭი. კვერცხის საინკუბაციო პერიოდი გრძელდება დაახლოებით 30-32 დღე. ინკუბატორში ტემპერატურა


უნდა იყოს დაახლოებით 37,7- 37,8 გრადუსი, ტენიანობა- 52-54%. ჩეკვის დროს ტემპერატურას ამცირებენ 36 გრადუსამდე., ტენიანობას კი პირიქით, ზრდიან 60-65% -მდე. ჩეკვის დასრულებისთანავე ბატის ჭუჭულებს ყოფენ კარგად განვითარებულ და სუსტ ინდივიდებად და ხდება მათი გადარჩევა. კარგად განვითარებულები იწონიან 100-110 გრამს , ბევრს მოძრაობენ და აქტიურად იკვებებიან, ხოლო სუსტები ცუდად დგანან ფეხებზე და არ აქტიურობენ.

საქართველოში შინაური ბატი ძირითადად წარმოდგენილია ორი ნაირსახეობით: ჯავახური ჭრელი და ჯავახური ნაცარა (რუხი), თუმცა ზოგიერთი მკვლევარი გამოყოფს მესამე- ჯავახური თეთრი ბატების ჯგუფსაც. ნიშანდობლივია, რომ ბუმბულის ფერთან არის დაკავშირებული თვალის ფერიც: ჭრელ ბატს აქვს მუქი ნაცრისფერი თვალები, რუხს - ყავისფერი, თეთრს კი - ცისფერი. ბუმბულის სხვადასხვა შეფერილობის ბატებში განსხვავება აღინიშნება ნისკარტის შეფერილობაშიც. დასავლეთ საქართველოს ბატები რამდენადმე უფრო მცირე წონისაა. დედალი ბატი კვერცხის დებას იწყებს 10-12 თვის ასაკში. პირველ წელს დებს 18-30 ცალ კვერცხს, მეორე წელს კვერცხმდებლობა იზრდება 20-25%-ით,


მესამე წელს 30-50%-ით, ხოლო მეოთხე წელს კლებულობს. კვერცხის მასა კვერცხდების I, II და III წელს შეადგენს 140-142, 145-158 და 150-152 გ-ს. კვერცხდების პერიოდის მიხედვით განსხვავებულია გამოჩეკის %-იც; ეს მაჩვენებელი I წელს არის 68-73%, II წელს - 70-76%, III წელს - 72-78%, მოთხე წელს 60-62%. ბატის ჭუჭული ხასიათდება მაღალი ცხოველმყოფელობით: 2 თვემდე ასაკის მოზარდის შენარჩუნების პროცენტია 95-96, ხოლო 2-დან 10 თვემდე - 93-94%. ჯავახურ ბატში მონოგამურობა ჩვეულებრივზე დაბალია და 10-15% შეადგენს; ბუმბულის საფარში ძვირფასი ნედლეულის - ღინღლის ხვედრითი წილი, 35-40%-ის ფარგლებშია, რაც ბევრად მეტია, ვიდრე სხვა ჯიშებში.

გასული საუკუნის 80-იან წლების ბოლოს საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევლითი ინსტიტუტის სასწავლო-ექსპერიმენტულ ფერმაში ჰყავდათ 2500 ფრთა ჯავახური ბატი.დღეისათვის ის მხოლოდ საოჯახო მეურნეობებში ჰყავთ დმანისის, მარნეულის, ახალციხის, ახალქალაქის, ლაგოდეხის, თელავის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში.

 ავტორი: დავით ბერიძე
Fermeri.Ge ©



R E K L A M A
A-1

კომენტარები (0)
კომენტარები (0)
კომენტარის დამატება




მონიშნეთ, თქვენ არ ხართ რობოტი

X
კომენტარის დასამატებლად
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

მოამბე

დააფიქსირე საკუთარი აზრი
 Ñîçäàåì îïðîñ ñâîèìè ðóêàìè

რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას



R E K L A M A

ახალი თემები ფორუმზე

ბლოგებიდან

R E K L A M A



<< >>
  • კვ
  • ორ
  • სამ
  • ოთ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16
  • 17
  • 18
  • 19
  • 20
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  •  
  •  
  •  
  •  


C-1 C-2 C-3 C-4 C-5 C-6 C-7 C-8 C-9 C-10 C-11 C-12 C-13 C-14 C-15 C-16 C-17 C-18 C-19 C-20 C-21 C-22 C-23 C-24 C-25 C-26 C-27 C-28

იყავი საქმის კურსში
ლარის კურსი
საწვავის ფასი
სუპერი ecto100
სუპერი ecto
პრემიუმ ავანგარდი ecto
ევრო რეგულარი
ევრო დიზელი ecto
ბირჟა სასაქონლო ნედლეული

Цены на сырьевые товары от Investing.com Россия.
საზომი ერთეულების ცხრილი

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 ტონა გრძელი ევერდიუპოის
სისტემა
1016.047 კგ
1 ტონა მოკლე 907.185 კგ
1 ცენტნერი(გრძელი) 50.802 კგ
1 ცენტნერი(მოკლე) 45.359 კგ
1 ფუნტი 0.454 კგ
1 უნცია 28.3495 გრ
1 დრახმა 1.7718 გრ
1 გრანი 0.648 გრ
1 ტროას უნცია ტროას
სისტემა
31.1035 გრ
1 ტროას ფუნტი 373.2417 გრ
1 ტროას კარატი 0.205 გრ

დასახელება სისტემა მეტრიკული
ერთეული
1 კუბური მეტრი მეტრიკული
სისტემა
1000 ლ.
1 დეკალიტრი 10 ლ.
1 გექტოლიტრი 100 ლ.
1 კუბური ფუტი ამერიკული
სისტემა
28.3168 ლ.
1 კუბური იარდი 764.5546 ლ.
1 ბარელი 158.9872 ლ.
1 გალონი 3.7854 ლ.
1 ბარელი ამერიკული სისტემა
(ფხვიერი მასებისთვის)
115.627 ლ.
1 გალონი 4.4049 ლ.
1 ბუშელი 35.239 ლ.
1 ბარელი ბრიტანული სისტემა
(თხევადი და ფხვიერი
მასებისთვის)
163.65 ლ.
1 გალონი 4.5461 ლ.
1 ბუშელი 36.3688 ლ.

დასახელება (1 ბუშელი) კილოგრამი ევერდიუპოის
სისტემა
სოიოს მარცვალი, ხორბალი, ბარდა, კარტოფილი 27.216 60
ჭვავი, სიმინდი სელი, ფეტვი 25.4 56
ქერი, წიწიბურა 21.77 48
ქერი (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 22.68 50
შვრია (აშშ) 14.52 32
შვრია (კანადა) 15.52 34
შვრია (ავსტრალია, ახ.ზელანდია) 18.14 40
ბრინჯი (გაურჩეველი) 20.41 45
რაფსის თესლი 22.7 50