აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ.
მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
თარიღი  - 03-11-2020
თხების მოშენება -გამრავლება
თხა წყვილჩლიქოსანი მცოხნავი ცხოველია,იგი მიეკუთვნება ძროხისებრთა ოჯახს. შინაური თხის წინაპრები არიან, გარეული თხის ორი სახეობა — ნიამორი და რქახრახნილი თხა.
თხა ადვილად ეგუება სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებს, რის გამოც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია მოშენებული. გვარში (Capra) გაერთიანებულია 10-მდე სახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 3.
თხა გვაძლევს რძეს, ხორცს, ბეწვს (მატყლს), თივთიკს. ცოცხლობს 9 — 10, მაქსიმუმ 17 წელს, სამეურნეო გამოყენების საშუალო ვადაა 7 — 8 წელი. დასაგრილებლად 12 — 18 თვისას უშვებენ. მაკეობა დაახლოებით 5 თვეს გრძელდება. თხის კულტურული ჯიშების უმეტესი ნაწილი მრავალნაყოფიანია. 100 დედა თხა 150—250-მდე თიკანს შობს. საუკეთესო კვებისა და მოვლა-პატრონობის პირობებში შეიძლება წელიწადში ორი დოლი მოგვცეს. მამალი თხის (ბოტის) ცოცხალი მასაა 60 — 65 კგ, მაქსიმალური 100 კგ, დედალი თხისა (ნეზვის), შესაბამისად 40 — 60
პროდუქტიულობის მიხედვით განასხვავებენ სარძეო, სამატყლე, სათივთიკე და უხეშმატყლიანი შერეული პროდუქტის ჯიშის თხებს. სარძეო ჯიშის თხა წელიწადში 450 — 550 კგ იწველის, საუკეთესო მეურნეობებში 1000 კგ-მდე. რძის ცხიმიანობაა 3,8 — 4,5%. თხის რძე თავისი შემადგენლობით ყველაზე უფრო მიახლოვებულია დედის რძესთან, ამიტომ ის რეკომენდირებულია ბავშვთა კვებაში (ერთი წლის ასაკიდან). თხის რძე არ იწვევს ალერგიას, მისი მიღება რეკომენდირებულია ანემიის დროს. თხის რძე ხელს უწყობს ჰემოგლობინის გამომუშავებას სისხლში ასევე ქოლესტირინის მიმოცვლას.
თხას დღეში 1—3-ჯერ წველიან, სამატყლე ჯიშის თხის მატყლს ერთგვაროვანი ბოჭკოები აქვს. მამალი თხის ნაპარსია 4 — 5 კგ, დედალი თხისა 3 — 5 კგ. სათივთიკე ჯიშის თხებისაგან თივთიკის საშუალო გამოსავლიანობაა 0,2 — 0,5 კგ, მაქსიმალური 2 კგ-მდე. მოზრდილი თხის ნაკლავი 20 — 28 კგ ხორცს და 4 — 6 კგ ქონს იძლევა.
თხების მოშენებას ფერმერებმა შედარებით აქტიურად ბოლო წლებში მოჰკიდეს ხელი. მიზეზი მისგან მიღებული პროდუქტების მაღალი ფასი და ამ ცხოველების შენახვის შედარებით დაბალი
მეგრული თხა
1. მეგრული -უხვრძიანი,
ზაანური თხა
2. ზაანური- გამოყვანილია XIX საუკუნის შუა წლებში შვეიცარიაში, მდინარე ზაანეს ხეობაში. ზაანური თხა დიდია, მკვრივი აგებულების, უპირატესად დოლა (ურქო), ფერად თეთრი. ცოცხალი მასა ბოტისა 70-80 კგ, დედალი თხისა 50-60 კგ. ნაყოფიერება 100 დედა თხაზე 180-250 თიკანი. ლაქტაცია 8-10, ზოგჯერ 12 თვეც გრძელდება. საშუალო ნაწველი 600-700 კგ რძე, რეკორდული - 2482 კგ. გავრცელებულია დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ამერიკასა და აზიაში.
ნუბიური
3. ნუბიური თხა. ეს ჯიში გამოირჩევა დიდი მასით, სიმაღლე 90 სმ-მდა წონა 130 კგ-მდა. აქვთ სხვა და სხვა შეფერილობა, მაგრამ გრძელი ყურების მეშვეობით არ ჭირს მათი ამოცნობა. აგმოირჩევიან მეგობრული ხასიათით.
ნუბიური ჯიშის თხა წელიწადში 900 კგ-მდე რძეს იძლევა. ღძეში ცხიმის შემცველობა 4,5-5%. არის შემთხვევები როდესაც ერთ მოგებაზე 3-4 თიკანი მოიყვანოს.
მსოფლიოში ცნობილი სამატყლე ჯიშის თხაა ანგორული. ზოგიერთი ცნობით, მისი სამშობლოა სამხრეთ შუამდინარეთის უძველესი ქვეყნები. შუა საუკუნებში ანგორული თხა გავრცელებულია თურქეთში, ანგორის (ახლანდელი ანკარის) პროვინციაში, საიდანაც წარმოდგა ჯიშის სახელწოდება. XIX საუკუნეში ანგორული თხა მოაშენეს აშშ-ში, აფრიკასა და ავსტრალიაში. ცუდი აკლიმატიზაციის გამო დასავლეთ ევროპაში მისი მოშენების ცდა უშედეგოდ დამთავრდა. ბოტის ცოცხალი მასა 50-55 კგ, დედალი თხისა 32-36 კგ. ანგორული თხის მატყლის ერთგვაროვანია, ნახევრად წმინდა, თეთრი, ძლიერ მბზინვარე. ბეწვი სისქით 44-46-ე ხარისხისაა, სიგრძით 25 სმ-ს აღემატება. ბოტის ნაპარსი 5-7
როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად თხა? პირველ რიგში უნდა დავაზუსტოთ რისთვის გჭირდება ის (სახორცედ, რძისთვის თუ თივთიკისთვის). ასევე, შეძენისას გამყიდველთან აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ თხების წარმომავლობის ისტორია. კარგ და გამოცდილ მეთხევეს უნდა ჰქონდეს საგვარეულო ნუსხა. თუ თხას ვყიდულობთ რძისთვის, მაშინ ყურადღება უნდა მივაქციოთ მის ექსტერიერს, კერძოდ, კარგ მეწველ თხას თავი აქვს შედარებით პატარა , აქვთ შედარებით დიდი ყურები, მბზინავი ბეწვი , ელასტიური კანი და დიდი მუცელი, ცურზე გამოკვეთილად უნდა ემჩნეოდეს ვენები.
დღევანდელი მდგომარეობით მეთხეობა შედარებით განვითარებულია სამეგრელოში, სვანეთში, აჭარასა და აფხაზეთში, აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიაში. სტატისტიკური მონაცემებით, 1952-1953 წლებში თხის მთლიანი რაოდენობა საქართველოში
ავტორი: დავით ბერიძე
Fermeri.Ge©
კომენტარის დამატება
|
რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას