აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ.
მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
თარიღი  - 12-11-2020
კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება
შვრია (Avena) ბალახოვანი მცენარის გვარი, მარცლოვანთა ბოტანიკური ოჯახის წარმომადგენელია, ერთლიანი კულტურაა, კულტურის ფესვთან სისტემა ფუნჯაა, თბილი ამინდების შემთხვევაში, მას უნარი აქვს ღეროს მიწისზედა მუხლებიდანაც განივითაროს ფესვები. ღერო სიმაღლით 80-175 სმ-ს აღწევს. ფოთლის ფირფიტა ფართოა, შვრიის ყვავილედი საგველაა, გადაშლილი ან შეკრული, ნაყოფი მარცვალაა, მარცვალი წვრილი და გრძელია, მთლიანად შებუსვილი. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული კილებთან თუმცა ქერივით არ არის შეზრდილი. ასევე არსებობს შვრიის შიშველმარცვლიანი ფორმებიც. მას აწარმოებენ უმეტესად მარცვლის და ნამჯის მიღების მიზნით, რომელიც გამოიყენება, როგორც შინაური პირუტყვის საკვებად ასევე ადამიანის კვების რაციონში. პურეულის მსოფლიო წარმოებაში შვრიის სათესი ფართობი მეექვსე-მეხუთე ადგილზეა. საქართველოში შვრიის ფართობი უმნიშვნელოა და იგი ძირითადად საქონლის საკვებად მოჰყავთ. შვრია ზომიერი კლიმატის მცენარეა. მისი თესლი გაღივებას იწყებს 2-3 0 C. კარგად იტანს მცირე ყინვებსაც
შვრიის გავრცელებული ჯიშები შვრიას გააჩნია სახეობათა დიდი მრავალფეროვნება, რომელთა შორის არის მრავალწლოვანი და ერთწლოვანი, კულტურული და ველური ფორმების 70-მდე სახეობა. პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს 11 სახეობას, საქართველოში გავრცელებული შვრია განეკუთვნება 2 სახეობას ჩვეულებრივი შვრია(A. sativa),და ბიზანტიური შვრია (A.byzantina) ხასიათდება გვალვაგამძლეობით და მლაშე ნიადაგებისადმიშეგუებითობით. ველური შვრია-შვრიელა(Bromus)ცნობილია მისი 100-მდე სახეობა, საქართველოში 17 სახეობააა გავრცელებული, ნათესებში გავრცელებულია, როგორც სარეველა. ამ გვარში ბევრი ძვირფასი საკვები
ნაწილში გვხდება. ძირითადად საგაზაფხულო კულტურების (შვრია, ქერი, ხორბალი) სარეველაა. ნორჩი მცენარე სანამ ნაყოფს გამოიტანს საქონლის კარგი საკვებია. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გამოყვანილი და გასავრცელებელად დაშვებულია ჯიში ,,არგო’’ ამ
ნიადაგის შერჩევა და დამუშავება შვრია ნიადაგებისადმი ნაკლებ მომთხოვნია, ეგუება მძიმე თიხნარ და მჟავე ნიადაგებს, ვერ ეგუება ბიცობ და მარილიან ნიადაგებს. ნიადაგის დამუშავება წარმოებს წინამორბედის ხასიათისა და მდგომარეობის მიხედვით. წინამორბედი კულტურისგან განთავისუფლებული მინდორი უნდა მოიხნას 25-27 სმ-ის სიღრმეზე შემდეგ ჩატარდეს თესვისწინა კულტივაცია და დაიფარცხოს. თესვისწინა დაფარცხვასა და კულტივაციას შორის დიდი პერიოდის დაშვება არ არის რეკომენდირებული, რადგან შესაძლოა სარეველებმა მოასწროს შვრიის ამოსვლას და დაჩაგროს. შვრიის ფესვთა სისტემა ხასიათდება ძლიერი განვითარებით და ამიტომ ნიადაგის ღრმად დამუშავების დროს მოსავლიანობა მკვეთრად იზრდება. შვრიის წარმოებისთვის საჭირო არე PH 5,5 -7,5 მდეა. იმ შემთხვევაში თუ ეს არე არ არის შესაძლებელია ნიადაგის
თესლის მომზადება დასათესად და თესვა
თესვის ვადები და თესლის დამუშავება,
თესვის ნორმები, შვრია სითბოსადმი არ არის მომთხოვნი, იგი ზომიერი ჰავის მცენარეა. აღმოცენებიდან ყვავილედის გამოტანამდე შედარებით გრილი ამინდით კმაყოფილდება. თესლი გაღივებას იწყებს 3-4 0 ტემპერატურაზე. გაზაფხულის სუსხს -3-4 0 -ს კარგად იტანს. ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურაა აღმოცენების შემდგომ პირველ ოთხ
ცვალებადობა. შვრიის თესლი, კილებით არის დაფარული, ამის გამო მის გაღივებას შედარებით მეტი დრო და წყალი ჭირდება. შვრია შეიძლება დაითესოს, როგორც გაზაფხულზე ასევე შემოდგომაზე, შვრია ადვილად ავადდება ჯანგათი და გუდაფშუკათ, ნაცარათ ასევე ფესვის სიდამპლის წინააღმდეგ ამიტომ საჭიროა თესლის დამუშავება. მწვანე საკვებად თესვის დროს საჭიროა 240-250 კგ 1 -ჰა.ზე. სამარცვლედ კი 180-220 კგ. 1ჰა. სამარცვლოდ თესვის დროს უმჯობესია განიერ მწკრივებად თესვა, ასეთი წესით თესვა უზრუნველყოფს ამოვსებული და მსხვილ მარცვლებს. თესლბრუნვაში შვრიის მოთავსება შესაძლებელია ყველა კულტურის შემდეგ. უკეთესია სათოხნი კულტურებისაგან განთავისუფლებული მინდორი. დაუშვებელია ზედიზედ თესვა. შვრია კარგი წინამორბედია სათოხნი კულტურებისათვის, ტოვებს სუფთა ნიადაგს.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნათესის მოვლას. მნიშვნელოვანია ნათესების დაცვა სხვადასხვა სარეველა მცენარეებისაგან. ნათესის დაფარცხვა უნდა ჩატარდეს ბარტყობის ფაზაში, ნათესის გარდიგარდმო. ამით მცირდება ნათესის დასარევლიანება. ერთლებნიანი ერთწლიანი და ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ ჰერბიციდი დიალინი 1.75-2.25 ლიტრი ჰექტარზე. ღიჭას, გვირილისა და წიწმატურას საწინააღმდეგოდ _ ლონტრელი 0.16-0.66 ლიტრი ჰექტარზე.
შვრიის ტენით უზრუნველყოფა
შვრია წყლისადმი ყველაზე მომთხოვნია თესლის გაღივების, ბარტყობის და ტანის აყრის ფაზებში. მისი მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე. ზოგადად, ვეგეტაციის განმავლობაში შვრია საშუალოდ 3-ჯერ უნდა მოირწყას. მორწყვის ერთიანი, ანუ სეზონის განმავლობაში დასახარჯი წყლის საორიენტაციო რაოდენობა ერთ ჰა-ზე არის 2000-2500 კუბ./მ.
ადგილი თესლბრუნვაში
თესლბრუნვაში
მოსავლის აღება-შენახვა
მოსავლის აღების გაჭიანურება ყოვლად დაუშვებელია. მისი ძირითადი ამოცანაა ბიოლოგიური მოსავლის, რაც შეიძლება სრულად აღება და დანაკარგების მინიმუმამდე შემცირება. შვრიის მცენარისათვის დამახასიათებელია საგველა ყვავილედი, რომელიც ხშირად ოთხ იარუსიანია. აღების დაგვიანება იწვევს საგველის მტვრევას და შეიძლება მოსავალი განახევრდეს. გარდა ამისა ღეროც იწყებს ჩაწოლას და რთულდება მექანიზებული აღებაც და იზრდება დანაკარგები. ღეროს ჩაწოლისას მარცვალში მშრალი ნივთიერებების გადადინება ხდება ჩალასა და ფესვებში და უარესდება მარცვლის ხარისხი. შვრია ასაღებია მაშინ, როდესაც მომწიფდება ზედა იარუსის მარცვლები.
შვრიის კულტურის პოპულარიზაცია
ბოლო ათ წელიწადში შვრიის კულტურისადმი ინტერესი გაიზარდა, მას იყენებენ როგორც
უჯრედისს, თუთიას, მანგანუმს, რკინასა და ალკალოიდებს. მარცვალი გამოიყენება ბურღულეულის, ხოლო ხორბალთან ნარევში საკონდიტრო ნაწარმის დასამზადებლად. შვრიის ქიმიური შენაერთები უმაღლესი ხარისხისაა და იგი ძვირფასი პროდუქტია, რომლის მონელებაც ადვილია. შვრიიდან დამზადებული პროდუქტები მნიშვნელოვანია დიეტურ და ბავშვთა კვებაში. მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა შვრიის ფქვილზე, ბურღულსა და ყავაზე, ყველა ეს პროდუქტი ხასიათდება ანტიალერგიულობით. გასაოცარია შვრიის სამკურნალო თვისებები, რომელზეც ჰიპოკრატეც მიუთითებდა. შვრიას აქვს აღდგენითი ეფექტი,
სტატიაში გამოყენებულია მასალები: agrokavkaz.ge
ავტორი: ნინო ვადაჭკორია
Fermeri.Ge ©
კომენტარის დამატება
|
რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას