აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ.
მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
თარიღი  - 15-11-2020
სელი (linum usitatissimun)
ისტორია
ქართველები ვართ ის ხალხი ვინც პიველმა გავაკულტურეთ სელი. ამას ადასტურებს არქეოლოგიური ფაქტები, მათ შორის უმნიშვნელოვანესია, დედამიწის მაშტაბით უძველესი, ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილი 32 000 (ზოგი მონაცემით 35 000) წლის წინანდელი ძაფი რომელიც სწორედ სელისგან იყო დამზადებული. ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესია, მასზე იპოვეს სხვადასხვა ფერის საღებავები (ვარდისფერი, ყვითელი, მუქი ლურჯი) ამ ფაქტებიდან გამომდინარე ლოგიკას ძაფის არსებობიდან უკვე მოქსოვილ ქსოვილამდე მივყავართ. რაც მაშინდელი ქართველების საერთო წინაპრების განვითარების დაწინაურებაზე მიუთითებს. ეს ფაქტი წარმოდგენას გვიქმნის ძველი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და მის განვითარებაზე. ამ ფაქტამდე უძველესად ითვლებოდა ჩეხეთში, კერძოდ დოლნივესტონიცაში (ძვ.წ. 29 000) აღმოჩენილი ჭინჭრის ბოჭკოსგან დამზადებული ძაფი. ისტორიული ცნობების თანახმად, სელის თესლს ოყენებდნენ ჯერ კიდევ (ძვ.წ. 9000–8000) წლებში თურქეთში, ირანში, იორდანიასა
ეკონომიკური მნიშვნელობა
სელისგან შეიძლება ორი ძვირფასი პროდუქტის თესლის და საქსოვი მასალის მიღება. დღეს სელის თესლი დაახლოებით 50 ქვეყანაში მოჰყავთ, რომელთა უმეტესობა ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია. 2002 წელს კანადა იყო სელის თესლის უდიდესი მწარმოებელი, რომელსაც ეკუთვინს მთლიანობაში წაარმოებული 2 მილიონი ტონიდან (33%), მას მოსდევს ჩინეთი (20%), შეერთებული შტატები (16%) და ინდოეთი (11%). 2015 წლის მონაცემებითაც კანადა სელის წარმოებაში იყო ლიდერი მისი წლიური წარმოებაა 712 000 ტონას შეადგენდა. აღსანისნავია რომ ერთი წლის განმავლობაში საშუალოდ 3 მილიონ ჰექტარზე მოყვანილი სელი შეესაბამება მცენარეული ზეთის მთლიანი მსოფლიო წარმოების 1% -ს. სელი კარგად ნაცნობი კულტურაა მთელ რიგ ქვეყნებში როგორიცაა: ეგვიპტე,
კულტურული სელი იყოფა ჯგუფებად: მსხვილმარცვალა, გართხმული, შუალურა, ზეთოვანი და სართავი და სხვ. მათგან ბოჭკოს წარმოებისთვის მოყვანილი სელი მაღალია, ტოტების მცირე განსშოება აქვს და ადრე მწიფდება, ხოლო მის საპირისპიროდ თესლისთვის მოყვანილი უფრო დაბალია, და აქვს გრძელი და კარგად განვითარებული ტოტები, შესაბამისად თესლის მაღალ მოსავალს იძლევა. ,,სართავი’’ სელის ღერო 70-125 სმ იზრდება, რისგანაც რბილ, პრიალა და მოქნილ ბოჭკოს იღებენ. მის შეკვრას აქვს ქერა თმის შესახედაობა ამიტომაც უცხოეთში არსებობს ტერმინი ,,სელის თმა’’ ,,flaxen’’. განასხვავებენ სხვადასხვა ხარისხის ბოჭკოს, რბილი ტიპი
რაც შეეხება ზეთოვან სელს, ,,ზეთოვანი’’ სელისგან მიიღება მრავალფეროვანი ძვირფასი პროდუქტი: საღებავი, საკვები ზეთი, ლაქი, ოლიფა (მოხარშული ზეთი რომელიც ზეთის საღებავების დასამზადებლად გამოიყენება), ლინოლეუმი (იატაკზე საფენი) და სხვ. მისი თესლიდან მიღებული ზეთი ერთ-ერთი უძველესი კომერციული ზეთია. ეს არის საკვები ზეთი, რომელსაც დამზადების დროს თან სდევს ,,გამხსნელი ნივთიერება’’. ეს ნივთიერება მრავალი საუკუნის განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც საღებავსა და ლაქებიში გაშრობის ფუნქციით, ამიტომაც ეძახიან ,,საშრობ ზეთს’’. ამასთან აღსანიშნავია რომ ზეთის მიღების პროცედურისას, კერძოდ მისი მარცვლების გადაწურვისას, დარჩენილი მასა წარმოადგენს ცილებით (პროტეინებით) და ომეგა სამით მდიდარ საკვებ დანამატს, რაც თესლის მასის (36%) შეადგენს. მისი გამოყენება გარკვეული დოზირებით შეიძლება ცხოველების კვებაში სმაგ. კურდღლის, ძროხის, ღორის, და სხვ. ასევე
ჯანმრთელობა
სელი არის, ჯანმრთელობისთვის ძვირფასი, ომეგა სამის მიღესბის ერთ ერთი ვარიანთი თევზეულთან ერთად, ცნობილია სელის ფქვილი რომლისგანაც მიღებული ცომისგან ძვირფასი დიეტური და ვიტამინებით გაჯერებული პური ცხვება. რომელიც ცნობილ დიეტურ გერკულესის ფაფას არ ჩამოუვარდება. სამეცნიერო ანალიზმა აჩვენა, რომ 12 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, დღეში 30 გ-ზე მეტი სელის თესლის მოხმარება ამცირებს სხეულის წონას და წელის გარშემოწერილობის 27% მძიმე წონიანი პირებისთვის. სხვა კვლების თანახმად კი დგინდება რომ, სელის თესლის მოხმარება 12 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ამცირებს წნევას. არაერთხელ
თესლის 100 გრამი ფქვილი შეიცავს დაახლოებით 534 კალორიას (2,230 კჯ), 41 გრ. ცხიმს, 28 გრ. ბოჭკოს და 20 გრ. ცილას. სელის დაფქვილი თესლის შენახვა შესაძლებელია 9 თვის განმავლობაში ჰერმეტული ჭურჭლით ოთახის ტემპერატურაზე, ისე რომ იყოს სიბნელში და არც ჰაერთან ჰქონდეს შეხება. სტანდარტულ საწყობში მისი შენახვა შესაძლებლია 20 თვის განმავლობაში.
ზოგადად განასხვავებენ ყვითელ და ყავისფერ თესლს, თუმცა კონკრეტულ ჯიშებში ეს ორი ფერი ღია შეფერილობიდან მუქისკენ იცვლება. შემცველობის მიხედვით მათ შორის დიდი განსხვავება არ არის. რაც შეეხება თესლის ნარჩენებს, კერძოდ ჩენჩოს, მისი გამოყენება შეიძლება საწვავად.
მოყვანა
ავტორი: დავით ცაცაბაშვილი
Fermeri.Ge ©
კომენტარის დამატება
|
რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას