აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ.
მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
თარიღი  - 16-11-2020
მწყერი — მოშენება, გამრავლება და მოვლა
მწყერის მოშენება რთული არ არის. მოვლის მხრივ, უპრეტენზიო ფრინველია და მასზე ზრუნვა, დამწყებ ფერმერს და სახლის პირობებში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მთავარი, მწყერისთვის შესაფერისი, ტემპერატურული და კვების რეჟიმი იყოს დაცული.
მწყერი, ჩვეულებრივი მწყერი (ლათ. Coturnixcoturnix) — ხოხობისაერთა ოჯახის, ქათმისნაირთა რიგის ფრინველია და ის ამ რიგის, ყველაზე პატარა წარმომადგენელია. მისი (გარეული მწყერის) სხეულის სიგრძე 16-20 სმ-ს არ აღემატება, ხოლო მასა — 80-150 გრ-ს ფარგლებში შეიძლება იყოს. ამასთან, მამალი მწყრის მაქსიმალური ცოცხალი წონა — 110 გრ-ს არ აღემატება, ხოლო, დედალის – 150 გრამს.
საქართველოში მწყერი, ბარიდან დაწყებული — ალპური მდელოებით დამთავრებული, თითქმის, ყველა რეგიონში ბინადრობს.
ამ ფრინველის მოშენება, როგორც საფერმერო მეურნეობებიში, ისე ქალაქში არის შესაძლებელი და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის პირობებზე ყველაზე მეტად მორგებული, იაპონური ჯიშის მწყერი არის, რომელიც კვერცხს, თითქმის,
როგორ გავარჩიოთ დედალ-მამალი
დამწყები მეფრინველეებისთვის მწყერის სქესის გარჩევის ცოდნა მეტად მნიშვნელოვანია და უნდა ითქვას, რომ არც ისე რთულია: მამალ მწყერს ნისკარტი მუქი შეფერილობის და მოწითალო ბუმბული აქვს მკერდზე. ხოლო, დედალს — ღია ფერის ნისკარტი და მკერდზე მონაცრისფრო ბუმბული აქვს, მასზე მკვეთრად გამოხატული შავი ფერის წერტილებით.
თუმცა, არსებობს მწყერის ისეთი ჯიშებიც, რომლებიც ფერთა სხვაობით არ ხასიათდებიან. მაგ., ზემოთ ხსენებული ამერიკული ჯიშის მწყერს, ორივე სქესის წარმომადგენელს, მკერდზე თეთრი ბუმბული აქვს. ამ შემთხვევაში, სქესის დადგენა ფრინველის კლოაკით შეიძლება და მხოლოდ მისი სქესობრივი მომწიფების შემდეგ:
მამალ მწყერს ვარდისფერი შეფერილობის, ოდნავ შესქელებული,
რაც შეეხება სქესობრივ მომწიფებას, მწყერისთვის ეს პერიოდი 1 თვის ასაკში, ან ცოტა მოგვიანებით დგება.
სქესის განსაზღვრის შემდეგ, ჩვეულებრივ, დედალ-მამალ მწყერს ცალ-ცალკე სათავსოებში ანაწილებენ — მამლებს ხორცწარმოებისთვის, ხოლო დედლებს — კვერცხისთვის (კვერცხის დადება მწყერს 10-12 თვვე შეუძლია, ამის შემდეგ ისიც ხორცწარმოების განყოფილებაში გადადის) ზრდიან. საჭიროების შემთხვევაში კი, დედლებთან ერთ აქტიურ მამალს სვამენ. ასეთ პირობებში, ფრინველის მოვლა ბევრად მარტივია და კვერცხის პროდუქტიულობაც მაღალია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მწყრის მოშენება როგორც სოფლად, ისე ქალაქში შეიძლება და რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მისი მოვლა სახლის პირობებშიც (ბინაში) შეიძლება. მაგ., შეგიძლიათ, ის თუთიყუშებისთვის განკუთვნილ დიდ გალიაში იყოლიოთ
ფერმა
ამ ფრინველის მოსაშენებლად, ფერმის მოწყობა ნებისმიერ ნაგებობაში შეიძლება. ეს შეიძლება ხის სახლი, ან ქალაქის მიტოვებული ბინა იყოს — მთავარია, რომ მოვლის პირობები იყოს დაცული.
სათავსო, რომელშიც გალიების განთავსება იგეგმება, მშრალი უნდა იყოს, მუდმივი ან პერიოდული ნესტის გარეშე. ხოლო, ტემპერატურა +19-20 °C-ზე ქვევით არ უნდა ჩამოდიოდეს. შეიძლება, სათავსოს ფანჯრები არ ჰქონდეს, მაგრამ ის აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი სავინტილაციო მოწყობილობით ( 1 კგ. ცოცხალ მასაზე — ცივ სეზონზე, საჭიროა 1,5 მ/ კბ ჰაერი საათში, ხოლო ზაფხულში — 5 მ/კბ). ფრინველის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის სუფთა ჰაერი მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ იქ, სადაც მწყერები იმყოფებიან, არ უნდა იყოს ორპირი ქარი, რადგან ეს ფრინველი, ცივი ჰაერის მასებისადმი, ძალიან მგრძნობიარეა.
ფრინველის ბუმბულცვენა — სამწყერეში ორპირი ქარების
სამწყერეს განათება
ფრინველის სიცოცხლისუნარიანობის, ჯანმრთელობის და კვერცხის დების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებისთვის, თბილ სეზონზე, დღის სინათლის ხანგრძლივობა სავსებით საკმარისია. კაშკაშა შუქი ფრინველები აღაგზნებს და ერთმანეთთან ჩხუბს იწყებენ, რაც მათი დასახიჩრებით და ხშირ შემთხვევაში, სიკდილით მთავრდება. ამიტომ, თუ სათავსოს ფანჯრები არა აქვს, მის გასანათებლად, დაბალი ნათების, 40-50 ვატიან ან ლუმინაციურ (40) ნათურებს იყენებენ. კვერცხის მისაღებად კი, სინათლე 17 საათის მანძილზე უნდა ენთოს. ის ერთი და იგივე დროს უნდა ინთებოდეს და ითიშებოდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფერმერები, იმისთვის რომ მზის კაშკაშა შუქმა სამწყერეში არ შეაღწიოს, ფანჯრის მინებს საღებავით ფარავენ.
ტენიანობა და ტემპერატურული რეჟიმი
სამწყერეში ჰაერის ტენიანობა 55% ნაკლები არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში,
თუ მშრალი პერიოდი დიდ ხანს გაგრძელდა, რაც, ჩვეულებრივ, ზაფხულში და ზამთარში, გამათბობელის ჩართვის დროს ხდება, იატაკი უნდა მოირწყას და ასაორთქლებლად, წყლით სავსე თასები უნდა დაიდგას.
საზიანოა ფრინველისთვის ჰაერის მაღალი ტენიანობაც. სამწყერეში, მისი ოპტიმალური მაჩვენებელი — 60-70% ფარგლებში უნდა მერყეობდეს.
რაც შეეხება ტემპერატურას, ის 20-22 °С უნდა იყის, რყევის დასაშვები ნორმა კი — +18 - 25 °C-ია. იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა +18 °C-ზე ქვემოთ დაეცა, მწყერი კვერცხის დებას წყვეტს და რადგან სიცივეს ვერ იტანენ, გასათბობად, ერთმანეთს ქვეშ უძვრებიან, ხროვდებიან და ბოლოს და ბოლოს, უჰაერობით იგუდებიან.
და კიდევ, მწყერს მშრალ ქვიშაში ბანაობა უყვარს და ამიტომ, გალიაში დროდადრო, აბაზანის ჩადგმა არის საჭირო, რომელშიც 5-7 სმ. სიმაღლეზე ქვიშა ეყრება.
გალიები
ფრინველის მოვლა-მოშენება გალიებში
ფრინველი ეტევა: მაგ., 1 მ. კვ-ზე, გალიაში — 50-70 ფრინველის მოთავსება შეიძლება, მაშინ როდესაც, იგივე ფართობზე ვოლიერში, მხოლოდ 20-40 ფრინველის მოვლაა შესაძლებელი.
ხშირ შემთხვევაში, მწყერებისთვის 76 X 35სმ. სიგრძე-სიგანის და 30 სმ. სიმაღლის გალიებს ამზადებენ (ამ ზომის გალიის ყიდვა ზოომაღაზიაიც შეიძლება).
გამრავლება
შინაურ მწყერს დაკარგული აქვს კვერცხზე დაჯდომის ინსტიქტი, ამიტომ ფერმებში მათი გამრავლება ხდება ინკუბატორის საშუალებით.
ინკუბაციის პერიოდი 15-17 დღე გრძელდება (ტემპერატურული რეჟიმი 37,6-37,8 ºС, შეფარდებითი ტენიანობა 45-50%). ჩეკვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და 4-6 სთ-ში სრულდება. თუმცა, ზოგიერთი ჩოჩორი, შეიძლება
ჩვეულებრივ, პატარა მწყერებს მუყაოს ან ფანერის ყუთებში ზრდიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვიდრე პატარები ბუმბულს არ გამოიცვლიან, მათ დამატებითი სითბო ესაჭიროებათ და ამიტომ, ყუთი რომელშიც ისინი არიან, ორ ნაწილად უნდა გაიყოს: პირველში ფრინველები იქნებიან, ხოლო მეორეში, გამათბობელი უნდა იყოს, მაგ., თბილი ნათების, აბაჟურის ეფექტის ნათურა. პირველ პერიოდში, სათავსოში ჰაერის ტემპერატურა 35–36 °C უნდა იყოს. შემდეგ, ტემპერატურის დაწევა, თანდათანობით (ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება არ შეიძლება) უნდა მოხდეს და მეორე კვირის ბოლოსთვის, 30 °C-მდე უნდა ჩამოვიდეს.
გარდა ამისა, პირველი 2 კვირის მანძილზე, პატარა მწყერები მუდმივი განათების პირობებში უნდა იყვნენ. ასეთი ხერხი, ფრინველის აქტივობის
ახლად დაჩეკილ მწყერებს პირველივე საათებიდან საკვების მიღება დამოუკიდებლად შეუძლიათ და ძალიან სწრაფად იზრდებიან (2 თვეში ფრინველის მასა, თითქმის 20-ჯერ მატულობს და ფაქტიურად, ზრდასრული ფრინველის ხელა ხდება). ამიტომ, მათი სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისთვის, საკვები დიდი რაოდენობით ცილებს, ვიტამინებს და მინერალებს უნდა შეიცავდეს.
სიცოცხლის პირველ დღეებში, მათი გამოკვება წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხით, ხაჭოთი, საფანელით, წვრილად დაჭრილი მწვანილით და ასევე, 1-10 დღის ასაკის ფრინველის
კომბინირებული საკვებით შეიძლება, რომელიც ზოო და საფერმერო მეურნეობის მაღაზიებში იყიდება.
მწყერის მოშენების ეკონომიკური ასპექტები
სტატიის წაკითხვის შემდეგ, მეფრინველეობაში გამოცდილ ფერმერებს და დამწყებ ბიზნესმენებს, შეიძლება,
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მწყერის მოშენება 2 მიზნით ხდება: დიეტური კვერცხის საწარმოებლად, რომელიც საკვები ნივთიერების ხარისხით, უსაფრთხოებით და რიგი სხვა მაჩენებლებით, ქათმის კვერცხზე უმჯობესია. ხოლო, ამ დარგის მეორე მიმართულება — ხორცის წარმოება არის. ამიტომ, ვიდრე ინკუბატორისთვის კვერცხს შეიძენთ, ჯერ სპეციალობა უნდა განსაზღვროთ და მოსაშენებელი ფრინველის ჯიში, მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიოთ.
მაგ., იაპონური ჯიშის მწყერი კვერცხის დებას 50-60 დღის ასაკში იწყებენ (ასეთი რამ ქათმებს «არც კი დასიზმრებიათ» — ქათმისთვის ანალოგიური ასაკი, 180-210 დღე არის) და წელიწადში 300-მდე კვერცხის დადება შეუძლია, რაც თავისთავად, ამ ბიზნესის ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე მეტყველებს. ამას ისიც ემატება, რომ ამ კვერცხის წარმოება, ქათმის კვერცხთან შედარებით, ბევრად უფრო
რაც შეეხება ხორცის წარმოებას, ამ შემთხვევაში, მწყერის ისეთი ჯიში უნდა შეირჩეს, რომელიც სხეულის უფრო დიდი მასით გამოირჩევა, ვიდრე, თუნდაც, იგივე იაპონური მწყერი, რომელის მასა150 გრ-ს არ აღემატება, ხოლო „ტეხასურის“ ჯიშის 400-450 გრამამდე შეიძლება აღწევდეს.
და ბოლოს, მწყერის ბიოლოგიური თავისებურების გათვალისწინებით, რაც სწრაფ მომწიფებას და კვერცხისდებას უკავშირდება, მწყერის მოშენება არ შეიძლება წამგებიანი იყოს:
უხეში გამოთვლებით, როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, სასტარტო კაპიტალის მესამედის ამოღება, ბიზნესის დაწყებიდან, დაახლოებით, 2,5 თვის შემდეგ ხდება და იგივე მომდევნო თვეებშიც გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ რამდენიმე თვეში, ფერმა უკვე მოგებაზე იმუშავებს და საკუთარ თავსაც შეინახავს. ხოლო, მოთხოვნილება კვერცხზე და ხორცზე ყოველთვის იქნება.
Fermeri.Ge ©
კომენტარის დამატება
|
რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას