აქ თავმოყრილია სოფლის მეურნეობისა და ეკონომოკის სხვა და სხვა სექტორებში დასაქმებულ როგორც კერძო პირთა, ასევე ყველა ტიპის ეკონომიკური გაერთიანებებისა და კომპანიების საქმიანობის ამსახველი წერილობითი, ფოტო და ვიდეო მასალები. ჩვენი პორტალის ამ გვერდზე მომხმარებელი ასევე შეიტყობს ბევრ საინტერესო ფაქტს მსოფლიო ბიზნეს ისტორიიდან, თუ რა გზა განვლეს და როგორ ვითარდებოდნენ ის თანამედროვე, დახვეწილი, სრულყოფილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოები ან კორპორაციები, რომელთა ნაწარმისა თუ მომსახურების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი დღევანდელი ყოფა-ცხოვრება. თქვენ ასევე შეიტყობთ მრავალ საინტერესო ფაქტს იმ ბუმბერაზი ადამიანების ცხოვრებიდან, რომელთა სახელებიც დაკავშირებულია ამ მსოფლიო ბრენდების დაბადებასთან.
საიტის ადმინისტრაცია ასევე გაცნობებთ რომ, ჩვენი რესურსის ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება არა მხოლოდ გაეცნოს აქ შეგროვილ მასალებს, არამედ თავადაც მოამზადოს და გამოაქვეყნოს სტატია, ინტერვიუ, რეპორტაჟი, როგორც საკუთარი, ასევე სხვა კონკრეტული მეურნეობის ან წარმოების და მათში დასაქმებული პირების შესახებ.
მასალას უნდა დაერთოს ავტორის რეალური გვარი და სახელი (გამოჩნდება საიტზე) ასევე ელ-ფოსტა და აქტიური ტელეფონის ნომერი. (არ ჩანს საიტზე) თუ მასალა გადმობეჭდილია სხვე საინფორმაციო საშუალებებიდან-აუცილებლად მიუთითეთ წყარო. ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაში მასალა იქნება დაწუნებული ადმინისტრატორის მიერ და არ გამოქვეყნდება საიტზე.
თარიღი  - 19-11-2020
წარმატებული ფერმა — აბრეშუმის წარმოება
აბრეშუმი, ყველა დროში, ძვირფას და ელიტარულ ქსოვილად ითვლებოდა, რომლის მოხმარება მხოლოდ მაღალი ფენის საზოგადოების წარმომადგენლების პრეროგატივა იყო. ამ ქსოვილზე მოთხოვნა დღესაც დიდია და ამიტომ, აბრეშუმის წარმოება მომგებიანი ბიზნესია!.. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საქმიანობის წამოწყების წინ, დარგის ყველა ნიუანსის შესწავლა საფუძვლიანად უნდა მოხდეს (დასაწყისისთვის, იხ. როგორ მოვუაროთ აბრეშუმის ჭიას ). აღსანიშნავია, რომ აბრეშუმის წარმოების ორგანიზება, შესაძლებელია, როგორც მსხვილი, ისე პატარა საწარმოო მასშტაბებით, რომელიც მცირე მიწოდებაზე იქნება ორიენტირებული და ბიზნესის დასაწყებად, დიდი საწყისი კაპიტალი საჭირო არ იქნება.
აბრეშუმის წარმოება — ძალიან ძველი ხელობა და აღმოსავლური ტრადიციების განუყოფელი ნაწილია. აბრეშუმის ქსოვილის წარმოება, უძველეს დროში, ჩინეთში დაიწყეს და ის ოქროზე ძვირად ფასობდა.
ძაფს, რომლითაც მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი და
აბრეშუმის ქსოვილის შექმნის ისტორია
ლეგენდის თანახმად, აბრეშუმის ქსოვილი, დაახლოებით, 4 500 წლის წინ, სი ლინ შიმ გამოიგონა, რომელიც ყვითელი იმპერატორის იელოუ ემპერორის (იგივე, ხუან-დი, მართველობის პერიოდი ძვ. წ. აღრ. 2697 - 2597 წწ.) მეუღლე იყო.
გადმოცემის მიხედვით, ერთხელ ის ბაღში ჩაის სვამდა და მის ფინჯანში აბრეშუმის პარკი ჩავარდა. ქალმა მისი ამოღება სცადა, მაგრამ ცხელი წყლის ზემოქმედებით, პარკი ძაფებად დაიშალა. ძაფი იმდენად პრიალა და მაგარი იყო, რომ სი ლინ შიმ აბრეშუმის პარკის მოგროვება და მისგან საიმპერეტორო სამოსის შექმნა ბრძანა.
თავდაპირველად, აბრეშუმის
ჩინელები აბრეშუმის წარმოების საიდუმლოს საუკუნეების მანძილზე ინახავდნენ და მისი გამჟღავნება მხოლოდ ახ. წ. აღრ. VI საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანეს ძალისხმევით მოხდა, რომელმაც ჩინეთში ორი ბერი მიავლინა, მათ კი, იქიდან აბრეშუმის ჭიის კვერცხები ჩამოიტანეს. ამის შემდეგ, მეაბრეშუმეო ჯერ ევროპაში, ხოლო შემდეგ, მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც გავრცელდა.
თუთის აბრეშუმხვევია
1,5 მ. აბრეშუმის ქსოვილის შესაქმნელად, დაახლოებით, 500 აბრეშუმხვევია არის
აბრეშუმის ძაფი, სამეცნიერო თვალსაზრისით — აბრეშუმხვევიას მუხლუხოს აბრეშუმის გამომყოფ ჯირკვლებში გამომუშავებული ნივთიერება არის. აბრეშუმხვევიას პეპელა 2 კვირაზე მეტხანს არ ცოცხლობს და ამპერიოდში, მას 500-800 კვერცხის დადება შეუძლია. 10-12 დღეში კვერცხიდან აბრეშუმის ჭია, იგივე მუხლუხო გამოდს, რომლიც 1 თვის მანძილზე იზრდება და ვითარდება. თავდაპირველად, კვერცხიდან გამოსული აბრეშუმის ჭია პატარა და შავია ჭიანჭველასავით. ხოლო შემდეგ, ძალიან სწრაფად იზრდება და მუხლუხის სტადიაზე, უკვე თეთრი ფერის არის. მოლინგის (კანის გამოცვლა) არაერთი ეტაპის გავლის შემდეგ, მუხლუხი აბრეშუმის პარკის ქსოვას იწყებს და ჭუპრობის პერიოდი ეწყება, რომელიც 15-18 დღე გრძელდება. როდესაც პარკი მზად არის, მწერი იქიდან გამოდის და პეპლად იქცევა. მაგრამ, როგორც წესი, საქმე აქამდე არ მიდის, — აბრეშუმის პარკს 2 - 2,5 საათის მანძილზე, ორთქლში აჩერებენ, რომ ძაფის ამოხვევა უფრო მარტივი იყოს და ამ პირობებში, პეპელა, რა თქმა უნდა, იღუპება.
აბრეშუმის ძაფის
ფერი. ძაფის ფერი აბრეშუმხვევიას სახეობაზე არის დამოკიდებული. თუმცა, წარმოებაში ყოველთვის თეთრი პარკის მქონე მწერებს იყენებენ, რადგან მისი შეღებვა უფრო ადვილია.
ხარისხი. ძაფის ხარისხის მთავარი საზომი ერთეული — დენი არის. ის 9 კმ. ძაფის სიგრძის მასით განისაზღვრება — რაც უფრო დაბალია დენი, მით უფრო მაღალია ძაფის ხარისხი. შედარებისთვის, ადამიანის თმის ღერის ხარისხის მაჩვენებელი, საშუალოდ, 50 დენი არის, ხოლო აბრეშუმის — 1 დენი.
ხარისხის ყველაზე მნიშვნელოვან მაჩვენებელი კი, ძაფის სიმტკიცეა, რომელიც გრ/დენ-ით იზომება. მაღალხარისხიანი ძაფი კი, ისევე მტკიცეა, როგორც იგივე სისქის ფოლადი.
ამჟამად, აბრეშუმის ყველაზე დიდი მწარმოებელი ჩინეთი, ინდოეთი, ვიეტნამი, ტაილანდი, ირანი, უზბეკეთი და ბრაზილია არის. მსოფლიოში წარმოებული აბრეშუმის 60% სწორედ ამ ყქეყნებზე მოდის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქსოვილის წარმოების დაწყებას აზერბაიჯანიც აპირებს.
P. S. ავსტრალიაში ადგილობრივი აბორიგენები თუთის აბრეშუმხვევიას მუხლუხებს, ტრადიციულად, საკვებად იყენებენ. ისინი
გარდა ამისა, აბრეშუმხვევიას მუხლუხი, ასტრონავტებისთვის იყო შეთავაზებული, როგორც ტრადიციული დიეტის ალტერნატივა. ჩინელი მეცნიერების მტკიცებით, ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობის დროს, ეს მწერი, შეიძლება, ნამდვილი ხსნა იყოს — მინიატურული ეკოსისტემა, რომელშიც მისი მუხლუხი იზრდება და ვითარდება, შესაძლებელია, ცხოველური ცილების ამოუწურავ წყაროდ იქცეს.
Fermeri.Ge ©
კომენტარის დამატება
|
რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას