ცვლილებები კანონმდებლობაში, სიახლეები საფინანსო სექტორში, ახალი პროექტები, ახალი ტექნოლოგიები, ქართველი ფერმერებისა და მეწარმეების პრობლემები და წარმატებები, მსოფლიო მიღწევები და გამოცდილებები ეკონომიკის ყველა დარგში. ეს გახლავთ მოკლე ჩამონათვალი იმ თემებისა და საკითხებისა, რომელთა რეგულარულ და დეტალურ გაშუქებასაც ისახავს მიზნად ჩვენი პორტალის ახალი ამბების გვერდი.
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ინფორმაციის დროულად მიღებას ენჭება უდიდესი მნიშვნელობა. მით უფრო თუ თქვენ ეწევით ბიზნეს საქმიანობას.ინფორმატიულობა გაძლევთ შანსს, მინიმუმამდე შეამციროთ მოსალოდნელი რისკები. საჭიროების შემთხვევაში მიიღოთ სწრაფი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება თქვენი ბიზნესის წარმატებასა და კონკურენტუნარიანობაზე.
ვაწარმოოთ საქართველოში, გავყიდოთ მთელს მსოფლიოში.
თარიღი  - 29-06-2020
შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორცილებს. შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა მარწყვისა და მოცვის ექსპორტი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში განახორციელა.
შპს „გლენბერში“ წარმოების პროცესის გასაცნობად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შიდა ქართლის მხარის რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
„შპს „გლენბერი“ ერთ-ერთია იმ საწარმოთა შორის, რომლის მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, განვითარების როგორი პერსპექტივა აქვს საქართველოში სოფლის
გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი საწარმოების არსებობა.
2018 წლიდან, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 5 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის
კომენტარის დამატება
|
რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას