ცვლილებები კანონმდებლობაში, სიახლეები საფინანსო სექტორში, ახალი პროექტები, ახალი ტექნოლოგიები, ქართველი ფერმერებისა და მეწარმეების პრობლემები და წარმატებები, მსოფლიო მიღწევები და გამოცდილებები ეკონომიკის ყველა დარგში. ეს გახლავთ მოკლე ჩამონათვალი იმ თემებისა და საკითხებისა, რომელთა რეგულარულ და დეტალურ გაშუქებასაც ისახავს მიზნად ჩვენი პორტალის ახალი ამბების გვერდი.
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ინფორმაციის დროულად მიღებას ენჭება უდიდესი მნიშვნელობა. მით უფრო თუ თქვენ ეწევით ბიზნეს საქმიანობას.ინფორმატიულობა გაძლევთ შანსს, მინიმუმამდე შეამციროთ მოსალოდნელი რისკები. საჭიროების შემთხვევაში მიიღოთ სწრაფი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება თქვენი ბიზნესის წარმატებასა და კონკურენტუნარიანობაზე.
ვაწარმოოთ საქართველოში, გავყიდოთ მთელს მსოფლიოში.
თარიღი  - 04-05-2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, ატენისა და ფლევის (შიდა ქართლი), ტვიშისა და სორის (რაჭა-ლეჩხუმი) თემებში მცხოვრებ ფერმერებსა და რეგისტრირებულ კოოპერატივებს მცირე საგრანტო ინვესტიციებს სთავაზობს.
საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო მიმართულების ინფრასტრუქტურული ინიციატივების დაფინანსებას. თითოეული გრანტის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრულია 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. გრანტი აფინანსებს საინვესტიციო ბიუჯეტის 75%-ს; დარჩენილი 25% ბენეფიციარის მხრიდან უნდა დაიფაროს, ფულადი ან შრომითი კონტრიბუციის სახით. აღნიშნული საგრანტო
კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა შესაძლებელია 30 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს - შიდა ქართლის რეგიონული სამსახური, ლევან მუმლაძე, 577 080 500 და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახური, ანა კანთელაძე, 595 054 888.
საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ნომერზე: 595 093 749.
https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/17932
კომენტარის დამატება
|
რომელი ფაქტორები აბრკოლებენ ფერმერული მეურნეობების განვითარებას